ჩვენი მორაგბეები მომავალ უქმეებზე კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ივნისის ტესტებზე საასპარეზოდ ჩრდილოეთ ამერიკაში იმყოფება, ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა და კანადაში, ვანკუვერთან ახლოს, ქალაქ ბარნაბიში დაბანაკდა.

ჩვენი მორაგბეები მომავალ უქმეებზე აქ "ნეკერჩხლის ფოთლებს" დაუპირისპირდებიან. აქამდე "ბორჯღალოსნებს" მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებთან ორჯერ უთამაშია.

2009 წელს ჩერჩილის თასის გათამაშებაში დენვერში კანადელებმა 42:10 მოგვიგეს. მომდევნო წელიწადს კი თბილისში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 22:15.

ბარნაბიში, სავარაუდოდ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა რადიკალურად შეიცვლება. საფრანგეთიდან გუნდს შეუერთდა მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი (მასი).

ამავე ქვეყნის ჩემპიონატის პლეი ოფების მატჩებისთვის ინტენსიურად ემზადებოდა და სავარაუდოდ, მშვენიერ ფორმაში უნდა იყოს შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა (ტულონი). 20-წლამდელთა ნაკრებში დაბრუნდა შუამარბი მერაბ შარიქაძე. მის ნაცვლად ჩვეულ პოზიციაზე, ალბათ, ისევ თედო ზიბზიბაძე გამოჩნდება.

მოსალოდნელია სხვა ცვლილებებიც, რომელსაც ნაკრების მწვრთნელთა შტაბი მოგვიანებით გააცხადებს.

გასულ უქმეებზე აშშ-ის ნაკრებთან მარცხის გამო კი ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიოს კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად 68,52 ქულით ისევ მე-15 ადგილზეა. "ბორჯღალოსნებს" 69,21 ქულით ფიჯის ნაკრებმა გაუსწრო.

IRB-ის რეიტინგი

1. ახალი ზელანდია - 91,43. 2. ავსტრალია - 86,77. 3. სამხრეთ აფრიკა - 85,47. 4. უელსი - 82,54. 5. ინგლისი - 82,49. 6. არგენტინა - 81,22. 7. საფრანგეთი - 81,06. 8. ირლანდია - 79,85. 9. სამოა - 77,64. 10. შოტლანდია - 76,56. 11. ტონგა - 76,19. 12. იტალია - 75,26. 13. კანადა - 71,74. 14. ფიჯი - 69,21. 15. საქართველო - 68,52. 16. იაპონია - 67,93, 17. აშშ - 67,38. 18. რუმინეთი - 64,54. 19. რუსეთი - 62,05. 20. ესპანეთი - 61,63. 21. ნამიბია - 61,24. 22. ურუგვაი - 61,13. 23. ბელგია - 59,17. 24. ჩილე - 58,32. 25. კორეა - 56,72. 26. პორტუგალია - 56,58.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), დავით ჩიტიძე (არმია).

მესამე ხაზი: ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე-არმია), გივი ბერიშვილი, ზვიად მაისურაძე (ორივე-ლოკომოტივი), გია ლაბაძე (ლა სეინი)

#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია)

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).

#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ალექსანდრე თოდუა (ალბი).

#15. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა