ზუგდიდის "ბაიაში", სხვებთან ერთად, თბილისის "დინამოდან" დავით ოდიკაძისა და ალექსანდრე კოშკაძის გადაბირებაზეც ფიქრობენ
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის "დინამო" რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთან დაშორებას აპირებს და კონკრეტული გვარებიც დასახელდა - მარჯვენა მცველი დავით ოდიკაძე და შემტევი ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე.

ორივე გამოცდილი მოთამაშეა და იქიდან გამომდინარეც, რომ წლებია, ქართული საფეხბურთო ბრენდის მაისურით თამაშობენ, ორივეს მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია.

გავრცელდა ცნობა, რომ მათ გადაყვანას მადააღძრული ზუგდიდის "ბაია" აპირებდა. მათ გარდა, ამტკიცებდნენ, რომ "ბაიაში" ბოლნისის "სიონის" ნახევარმცველს დავით ბოლქვაძეს, "ბაიას" ყოფილ კაპიტანს როინ ონიანს, "ჩიხურას" პლეიმეიკერს გოგი ფიფიასა და რუსთავის "მეტალურგის" მცველს, სევასტი თოდუას ელოდებიან.

ინფორმაცია ოდიკაძესთან გადავამოწმეთ: ითქვა, რომ დათომ თავად გამოთქვა განათხოვრების სურვილი, ნახევარ ხელფასს კი "დინამო" გადაუხდისო.

30 წლის მოთამაშემ "ბაიაში" გადასვლა უარყო:

"მე ახლაც "დინამოს" ფეხბურთელი ვარ და ზუგდიდში არავის მივუწვევივარ. გუნდი 24 ივნისისთვის შეიკრიბება და მეცოდინება, დავრჩები თუ არა კლუბში. დასამალი არაფერია, მოლაპარაკება მართლაც არ მქონია".

ზუგდიდის "ბაიას" მწვრთნელმა, ელგუჯა ქომეთიანმა კი მათ მიმართ ინტერესი დაგვიდასტურა:

"გაურკვევლობა რომ არ წარმოიქმნას, გეტყვით, რომ ოთხივე მოთამაშე ჩვენს მონახაზში ზის, რადგან, ზუგდიდელი გულშემატკივრის სასიხარულოდ, სასიკეთო ძვრების მოლოდინში ვართ.

არა მხოლოდ ამ ოთხეულის, კიდევ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის ჩამოყვანაზეც ვზრუნავთ. მათ საკუთარი პირობები უნდა გაგვაცნონ.

მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ მონახაზია და სეზონს რა შემადგენლობით დავიწყებთ და სასურველი ფეხბურთელებიდან ვის დავიმატებთ, ჯერ ნამდვილად არ ვიცი.

მათგან ზოგიერთს დაველაპარაკეთ, ზოგს ახლა დავუკავშირდებით და არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს თქვენს მიერ დასახელებული ოთხეულის გადმოსვლა უკვე ფაქტია".

სიახლეების მოლოდინში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იშვიათი აჟიოტაჟი ქართულ ფეხბურთში - ზუგდიდელები გიორგი სომხიშვილის გუნდიდან გაშვებას აპროტესტებენ

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა