ტრევიზოს კემპზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართველი ფორვარდის აგენტი NBA-ს კლუბების ინტერესზე საუბრობს
ტრევიზოს კემპზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ თორნიკე შენგელიას მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა.

პრესაშიც სულ უფრო მეტი სტატიები ჩნდება ქართველი ფორვარდის სადრაფტო შანსების შესახებ და თავად NBA-ს კლუბებიც გამოთქვამენ შენგელიას შესახებ ინტერესს.

გვესაუბრება თორნიკეს მენეჯერი ლევან მიქელაძე, რომელიც ფიბა-ს ერთადერთი ქართველი ლიცენზირებული აგენტია და ამერიკის წამყვან სააგენტო "LMG sports management"-თან თანამშრომლობს.

- რა გამოხმაურება მოჰყვა შენგელიას ტრევიზოს კემპზე გამოსვლას?

- ყველამ კარგად დაინახა, თუ რა შესაძლებლობების მოთამაშეა თორნიკე შენგელია. მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ დაძაბული ფინალური სერიების შემდეგ ძალიან დაღლილი ჩამოვიდა ტრევიზოში, მან იმდენად კარგად იასპარეზა, რომ NBA-ს გუნდების წარმომადგენლებმა მას აუდიენცია დაუნიშნეს.

- რომელი გუნდების წარმომადგენლებმა დაუნიშნეს აუდიენცია და რაზე გაესაუბრნენ?

- "მაიამი", "ჰიუსტონი", "სან ანტონიო", "ოკლაჰომა"... ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებმა შენგელიასთან შეხვედრა და გასაუბრება ისურვეს.

თორნიკემ შესანიშნავად გაართვა თავი NBA-ს კლუბების გენერალურ მენეჯერებთან აუდიენციას, რომლებიც მას, კალათბურთთან ერთად, ბევრ ცხოვრებისეულ საკითხზე ესაუბრნენ.

- კლუბების წარმომადგენლებმა შენგელია წინასადრაფტო ვარჯიშებზე ხომ არ დაპატიჟეს?

- არა, შენგელია წინასადრაფტო ვარჯიშებში მონაწილეობას არ მიიღებს. ის ამერიკაში რამდენიმე დღეში გაემგზავრება და იქ მსუბუქად, ინდივიდუალურად ივარჯიშებს.

შენგელიამ უკვე დაამტკიცა თავისი ძალა გასული სეზონის მატჩებსა და ევროკემპზე. წინასადრაფტო ვარჯიშებში ის კალათბურთელები მონაწილეობენ, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობები დასამტკიცებელი აქვთ ან სადრაფტო სტატუსის კიდევ უფრო ამაღლება სურთ.

- ტრევიზოს კემპი საკმარისია საიმისოდ, რომ NBA-ს ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება მიეღო?

- საკმარისია. შენგელიამ ტრევიზოში მე-3 დღეს ძალიან შთამბეჭდავად იასპარეზა. მისი მთავარი კოზირი ისაა, რომ თორნიკე მრავალმხრივი მოთამაშეა.

მას თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. როცა კალათბურთელი კარგად ისვრის, შესაძლოა, არ წაუვიდეს სროლა და მისი საქმე მოთავებულია. შენგელია კი მრავალ კომპონენტშია ძლიერი და დიდი პოტენციალი აქვს, რაც ტრევიზოში ყველამ კარგად დაინახა.

- შეიძლება მიახლოებით იმის თქმა, თუ რომელ ნომრად ან ვინ აირჩევს შენგელიას?

- დრაფტის სპეციფიკა ისეთია, რომ ერთმა განსხვავებულმა არჩევანმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. ფაქტი ისაა, რომ შენგელიას შესახებ ინტერესი ძალიანაა გაზრდილი და იმედი გვაქვს, 28 ივნისის საღამოს დრაფტის შედეგებით კმაყოფილები ვიქნებით.

gbf.ge

reno
წარმატებები...
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა