"დეპორტივოსა" და "სელტას" ახლახან, პლეი ოფის მოგების შემდეგ, ლა ლიგის "ვალიადოლიდიც" შეემატა
ლა ლიგის მომავალი სეზონის შემადგენლობა სრულად დაკომპლექტებულია - "დეპორტივოსა" და "სელტას" ახლახან, პლეი ოფის მოგების შემდეგ, "ვალიადოლიდი" შეემატა.

აღსანიშნავია, რომ სამივე ეს კლუბი ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთიდანაა - პირველი ორის დაბრუნებით პრიმერაში გალისიური დერბი აღდგება, "რეალ ვალიადოლიდი" კი კასტილია-ლეონს წარადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ თითო ვალენსიური (ვილიარეალი), ასტურიული (სპორტინგი) და კანტაბრიული (რასინგი) კლუბი გავარდა ბოლო სეზონში. ამჯერად ყველაზე მეტი წარმომადგენელი 2012/13 წლების ფორმაციის ლა ლიგაში ეყოლება მადრიდსა ("რეალი", "ატლეტიკო", "ხეტაფე", "რაიო ვალეკანო") და ანდალუსიას ("სევილია", "ბეტისი", "მალაგა", "გრანადა") - 4-4. 2-2 წარმომადგენელი ეყოლება ვალენსიის მხარეს, კატალონიას, გალისიას და ბასკთა ქვეყანას; თითო: ნავარას, არაგონს, ბალეარის კუნძულებს და კასტილია-ლეონს.

შეგახსენებთ, რომ რიგით 82-ე ჩემპიონატი 18 აგვისტოს დაიწყება და 2013 წლის 1 ივნისს მორჩება. ლა კორუნიის "დეპორტივო" გავარდნის შემდეგ უმალ დაბრუნდა ლა ლიგაში, თანაც სეგუნდა დივიზიონი ძალზე დამაჯერებლად მოიგო.

"სელტა" უმაღლეს დივიზიონში ხუთი წელია, არ გვინახავს, "ვალიადოლიდი" კი - 2. "დეპორტივო" სეზონის დასრულების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელმა (ის კლუბის ოფიციალურ საიტზე ფანების 26%-მა დაასახელა საუკეთესოდ), მექსიკელმა ანდრეს გუარდადომ დატოვა. ის "ვალენსიაში" გადავიდა.

დეპორტივო (ლა კორუნია)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. დეპორტივო 42 29 4 9 76-45 91

დაარსდა: 1904

ტიტული: ჩემპიონი - 1 (2000), თასის მფლობელი - 2 (1995, 2002), სუპერთასი - 3 (1995, 2000, 2002), ინტერტოტოს თასი (2008).

მწვრთნელი: ხოსე ლუის ოლტრა

სტადიონი: რიასორი, 34 600

სტატისტიკა. 2011/12

ალექს ბერგანტინიოსი (42 თამაში, 3 გოლი), ვალერონი (39, 5), ლაურე (38, 1), არანსუბია (38), გუარდადო (36, 11), კოლოტო (36, 3), ხუან დომინგესი (35, 4), ლასადი (33, 14), რიკი (30, 14), ბრუნო გამა (29, 7), დიეგო სალომაო (29, 4), აიოსე (27), ზე კაშტრო (27), აიტამი (23, 2), ბორხა (22, 2), მორელი (18), საული (16), ხისკო ხიმენესი (16, 3), ხესუს ვასკესი (15), პაბლო ალვარესი (11), მანუელ პაბლო (8), ბოდიპო (6, 1), სეოანე (6), ლუქსი (4), როჩელა (3), ხუან კარლოსი (1).

სელტა (ვიგო)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

2. სელტა 42 26 7 9 83-37 85

დაარსდა: 1923

ტიტული: ინტერტოტოს თასი (2000)

მწვრთნელი: პაკო ერერა

სტადიონი: ბალაიდოსი, 32 500

სტატისტიკა. 2011/12

ენრიკე დე ლუკასი (37 თამაში, 9 გოლი), ფ. ორელანა (37, 13), ხოან ტომასი (37, 5), ალექს ლოპესი (36, 6), ლაგო (35, 1), ასპასი (35, 23), ბერმეხო (35, 8), უგო მალიო (34), ოიერი (33), ტონი (30, 2), ტუნიესი (29, 1), ნაჩო ინსა (28, 1), დავიდ როდრიგესი (28, 9), ბორხა ოუბინია (28), იოელი (25), ბუსტოსი (24), ბელვისი (21), სერხიო ალვარესი (19), კატალა (18, 2), ხონათან ვილა (15).

რეალ (ვალიადოლიდი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

3. ვალიადოლიდი 42 23 13 6 69-37 82

დაარსდა: 1928

ტიტული:

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი (სერბეთი)

სტადიონი: ხოსე სორილია, 26 512

სტატისტიკა. 2011/12

ვიქტორ პერესი (43 თამაში, 6 გოლი), ხესუს რუედა (43, 1), ხაიმე (42), ხოფრე (41, 4), ხავი გუერა (40, 20), სისი (40, 5), ბალენზიაგა (40), პენია (39, 1), ოსკარ გონსალესი (38, 14), ნაფტი (37), მარკ ვალიენტე (37, 1), ალემანი (35, 9), ბუენო (34, 7), ალვარო რუბიო (25), მარკიტოსი (24, 1), ბარახა (24), მანუჩო (19, 4), ტეკიო (9), ხუანიტო (8), ვიქტორ მონგილი (7), დ. ერნანდესი (6), ხორხე ალონსო (5, 1), სანა (2), ნავასი (1), ფელიპე (1), დანი აკინო (1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა