ATP აგრძელებს გამოძიებას და სავსებით შესაძლებელია, რომ ჩოგბურთელის მიმართ მკაცრი სანქციები გამოიტანონ
გრძელდება აჟიოტაჟი დავიდ ნალბანდიანის საქმესთან დაკავშირებით.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) აგრძელებს გამოძიებას და სავსებით შესაძლებელია, რომ ჩოგბურთელის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი სანქციები გამოიტანონ.

როგორც იცით, ლონდონის "ქუინზ კლაბის" ტურნირის ფინალის დროს არგენტინელმა მოთამაშემ სარეკლამო ბანერი დაამსხვრია და ამით ტრავმა მიაყენა ხაზის მსაჯს. ამასთან დაკავშირებით, ATP-მ 12 560 დოლარით დასაჯა 30 წლის ჩოგბურთელი; აგრეთვე, ლონდონის ტურნირზე მოპოვებული სარეიტინგო ქულები და ჰონორარი ჩამოართვა მას.

დაჯილდოების ცერემონიაზე დავიდმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო, მაგრამ შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა ATP-ის გადაწყვეტილების მართებულობა და გააკრიტიკა ეს ორგანიზაცია იმის გამო, რომ ის ბევრ საკითხში არჩევანის უფლებას არ უტოვებს მოთამაშეებს.

ამ კრიტიკული გამოსვლის გამო ნალბანდიანს დამატებითი ფულადი ჯარიმები და დისკვალიფიკაცია ემუქრება. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე არგენტინელი 8 ათასი დოლარით დაისაჯა იმის გამო, რომ ჯონ ისნერთან ხუთსეტიან მატჩში წაგების შემდეგ წყალი შეასხა ტურნირის ერთ-ერთ თანამშრომელს.

როგორც ATP-ის წარმომადგენელი აცხადებს, ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩოგბურთელის ყველა არასპორტულ საქციელს გაითვალისწინებენ საქმის განხილვის დროს.

შეიძლება ითქვას, ნალბანდიანს გაუმართლა კიდეც, რადგან ATP და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ITF) სხვადასხვა კოდექსით ხელმძღვანელობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არგენტინელს ფულადი ჯარიმის გარდა, რვაკვირიან დისკვალიფიკაციას გამოუწერდნენ.

მდგომარეობის მთელი სერიოზულობის მიუხედავად, დავიდს არ მოუწევს უიმბლდონის გამოტოვება.

დისკვალიფიკაციის შემთხვევაშიც ჩოგბურთელის აპელაცია გადადებს ამ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, "დიდი სლემის" ჩემპიონატებსა და ATP-ის ტურნირებს არ გააჩნიათ სპორტსმენთა დისკვალიფიკაციის ერთიანი ნორმატივი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავიდ ნალბანდიანი 10 ათასი დოლარით დასაჯეს

გაავებულმა დავიდ ნალბანდიანმა კორტზე მსაჯი დაჭრა [+VIDEO]

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა