ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საჩოგბურთო ხულიგნები

საჩოგბურთო ხულიგნები

ჩოგბურთის ისტორიას ხულიგნობის არაერთი შემთხვევა ახსოვს
არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი, რომელმაც ლონდონის ტურნირზე ტრავმა მიაყენა ხაზის არბიტრს, პირველი ჩოგბურთელი არ არის, ვინც მატჩის მსვლელობისას დისკვალიფიკაცია მიიღო. ჩოგბურთის ისტორიას ასეთი არაერთი შეხვედრა ახსოვს.

1974 წლის 30 მაისი. უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა იან კოდეშმა რომის ტურნირის მეორე წრეში ხელი უბიძგა ხაზის არბიტრს, რომელსაც პროფესიონალის სტატუსი არ ჰქონდა და უბრალო მოყვარული იყო.

კოდეში ამბობდა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მსაჯები უხეშ შეცდომებს უშვებდნენ. ჩეხის მოთმინების ფიალა კი მაშინ აივსო, როცა ხაზის არბიტრმა ალსიდე რაპიმ კოდეშის დარტყმის შემდეგ "აუტი" დაიყვირა.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ ბურთი აშკარად კორტში დაეცა. ამ შემთხვევის შემდეგ ATP-მ აკრძალა არაპროფესიონალი არბიტრების გამოყენება.

1990 წლის 21 იანვარი. ჯონ მაკინროი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი სკანდალური ხასიათით. მისი ცნობილი რეპლიკა - ou cannot be serious ფრთოსან ფრაზად იქცა და გამოიყენება ხუმრობებსა და სარეკლამო რგოლებში.

შეუძლებელია დათვალო არბიტრების რაოდენობა, რომლებსაც მოუსმენიათ დიადი ამერიკელის უკმაყოფილობა. "მიმაჩნია, რომ ასეთი რამ აუცილებლად უნდა დამმართნოდა. ის, რაც მე გავაკეთე, ძალიან ცუდია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გაკვირვებული ვარ", - განაცხადა მაკინრომ.

მან კი შემდეგი გააკეთა: ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალის მეოთხე სეტში მაკინროიმ ჩოგანი დაამსხვრია და პირდაპირ გინება დაიწყო კორტზე. მსაჯს, ჯერი არმსტრონგს განრისხებული ჯონის დისკვალიფიკაცია მოუწია.

1995 წლის 30 მაისი. გერმანელი კარსტენ არიენსი მაკინროიზე გაცილებით უცნობი ჩოგბურთელი იყო, მაგრამ თავისი საქციელით ის ისტორიაში შევიდა. თავიდან მან უკანა ხაზიდან ბადისკენ ისროლა ჩოგანი, რისთვისაც გაფრთხილება მიიღო. რამდენიმე წამის შემდეგ ჩოგანი აიღო და საკუთარი სკამისკენ გაისროლა, მაგრამ ხაზის არბიტრს გაარტყა.

1995 წლის ივნისი. ხანდახან მოთამაშეები საკუთარ თავს თავად გამოუწერენ ხოლმე დისკვალიფიკაციას. ამერიკელი ჯეფ ტარანგო უიმბლდონის მესამე წრის მატჩში მუდმივად კამათობდა მსაჯთან - ბრუნო რებეუხთან.

პუბლიკა უკმაყოფილო იყო ამერიკელის ამგვარი საქციელით და უსტვენდა. ტარანგომ დაიყვირა: "ხმა ჩაიწყვიტეთ", რისთვისაც გაფრთხილება მიიღო. ჯეფმა ტურნირის მთავარი მსაჯი მოითხოვა, მაგრამ თავისას ვერ მიაღწია. ჩოგბურთელმა რებეუხს "ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული არბიტრი" უწოდა, რისთვისაც მეორე გაფრთხილება მიიღო.

ამის შემდეგ ტარანგომ საკუთარი ბარგი აალაგა და კორტი დატოვა, მისმა მეუღლემ კი მსაჯს ორჯერ გაარტყა სახეში.

1996 წლის 14 აგვისტო. მაგრამ ყველაზე ხშირად სკანდალური ეპიზოდები ცნობილ ჩოგბურთელებს უკავშირდება. ანდრე აგასიმ ინდიანაპოლისის ტურნირზე, დანიელ ნესტორთან მატჩში, საკუთარი მოწოდების წაგების შემდეგ რამდენიმე ბურთი ტრიბუნებისკენ გაისროლა.

არბირტმა დანა ლოკონტომ გააფრთხილა ჩოგბურთელი. ამერიკელმა ვერ მოითმინა და არანორმატიული ლექსიკის დახმარებით გამოხატა თავისი უკმაყოფილება. მაყურებელმა ანდრეს მხარე დაიჭირა და თავისი უკმაყოფილება აგასის დისკვალიფიკაციის გამო კორტზე ქაღალდებისა და ბოთლების სროლით გამოხატა.

2007 წლის 17 ივლისი. ავსტრალიელი ანასტასია როდიონოვა ცინცინატის ტურნირზე უკმაყოფილო იყო იმით, რომ პუბლიკა მხარს გერმანელ ანჟელიკ კერბერს უჭერდა. მესამე სეტის დასაწყისში ანასტასიამ ბურთი კერბერის გულშემატკივრებისკენ დაარტყა. "შოკში ვარ. ვერ გამიგია, რატომ მომცეს დისკვალიფიკაცია.

იმედგაცრუებული დავრჩი. გაფრთხილება არ მიმიღია, კონკრეტულად არავისთვის დამიმიზნებია ბურთი, უცენზურო სიტყვები არ მიხმარია და ჩოგანიც არ მისვრია", - განაცხადა როდიონოვამ.

2008 წლის 16 ივნისი. რუსი დმიტრი ტურსუნოვი ნოტინგემის ტურნირის წყვილთა თანრიგის მატჩში ძალიან აქტიურად გამოხატავდა უკმაყოფილებას მსაჯის გადაწყვეტილებების გამო. ის და მისი პარტნიორი კრის ჰაგარდი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. დისკვალიფიკაცია რუსისთვის ერთეულთა თანრიგზეც გავრცელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავიდ ნალბანდიანის საქმე გრძელდება

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა