"კავალას" წინა ხაზში პრობლემები აქვს და გიორგი შერმადინის დამატება სურს, - ასეთი შინაარსის წერილი დაიბეჭდა ბერძნულ გაზეთ "სენტრაგოალში"...

"კავალას" წინა ხაზში პრობლემები აქვს და გიორგი შერმადინის დამატება სურს, - ასეთი შინაარსის წერილი დაიბეჭდა ბერძნულ გაზეთ "სენტრაგოალში". ცხადია, ამ ინფორმაციის სანდოობა წაკითხვისთანავე ეჭვქვეშ დადგა, რადგან გიორგი ამჟამად "პანათინაიკოსთან" ერთად სერბეთშია შეკრებაზე. აქვე უნდა გავიხსენოთ შერმადინის აგენტის, ლევან მიქელაძის ნათქვამი - ამ სეზონში გიორგი არსად წავა, "პანათინაიკოსის" ღირსებას დაიცავსო. როგორც ჩანს, ბერძნულმა გამოცემამ ზაფხულის ამბების სააშკარაოზე გამოტანა დღეს გადაწყვიტა: აგვისტოში არაერთმა ბერძნულმა გამოცემამ გამოთქვა ვარაუდი, რომ "პანათინაიკოსს" რომელიმე ახალგაზრდა დატოვებდა. ასეც მოხდა - "მწვანეებმა" ბერძენი დიმიტრის ვერგინისი გაანათხოვრეს. შერმადინი კი გუნდს საქართველოს ნაკრების მატჩების მოსტუმრების შემდეგ შეუერთდა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

როგორც გითხარით, "პანათინაიკოსი" შეკრებას სერბეთში, ქალაქ ზლატიბორში გადის. ერთკვირიანი მზადების შემდეგ ბერძნებმა სეზონის პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს - "უჟიცეს" დაუპირისპირდნენ და 31 ქულის სხვაობით მოუგეს. თანაბრად ჩატარებული პირველი მეოთხედის შემდეგ "პანათინაიკოსის" კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე სოლიდური ფორით გავიდნენ - 46:28. მეორე ტაიმში "უჟიცე" თამაშის შემომტრიალებელი რომ არ იყო, ეს აშკარად ჩანდა. საფინალო სირენამ "პანათინაიკოსის" სასარგებლოდ ტაბლოზე 91:60 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა მატჩი 5 ქულით დაასრულა. "პანათინაიკოსის" სნაიპერი კალათესი გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩაიწერა.

"მწვანეების" ოფიციალურ საიტზე გიორგი შერმადინის ნაუბარი გამოქვეყნდა:

- ეს ზაფხული მოვლენებით იყო დატვირთული. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ვითამაშე. სერიოზულ მეტოქეებთან თამაშში დიდი გამოცდილება შევიძინე. საბერძნეთში ჩამოსული ახალი ენერგიით შევუდექი ვარჯიშს.

გიორგიმ "პანათინაიკოსის" მზადებაზეც ილაპარაკა:

- ათენური შეკრების შემდეგ სერბეთში გავემგზავრეთ. აქაც ისეთივე ტემპით ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც საბერძნეთში დავიწყეთ. ვიცით, რომ რთული სეზონი გველის. ამიტომ მონდომებით ვემზადებით, რათა წარმატებებს აქედანვე ჩავუყართ საფუძველი.

შემდეგი კითხვა "პანათინაიკოსის" მიზნებს ეხებოდა...

- ყველას კარგად მოეხსენება, რა მიზნებს ისახავს ჩვენი გუნდი. ყოველთვის გამარჯვებაზე ვფიქრობთ. რომელ ტურნირშიც ვთამაშობთ, ყველას მოგებას ვაპირებთ. ასე იყო გასულ წლებში და ამ სეზონშიც არაფერი შეიცვლება.

ბოლოს დავძენთ, რომ გიორგი შერმადინი "პანათინაიკოსში" კვლავ 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა