კლუბის აღორძინებით კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაა დაინტერესებული
უკვე გაცნობეთ, რომ თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც სექტემბრისთვის დასრულდება.

ისიც ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კახეთის რეგიონულ ფედერაციას მომავალი სეზონისთვის პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდის ჩამოყალიბება დაავალა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კახეთის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტს გოჩა როსტომაშვილს მივმართეთ, რომლისგანაც საინტერესო სიახლეები შევიტყვეთ.

"ბოლო წლებია, კახეთს ეროვნული ჩემპიონატის არცერთ ლიგაში წარმომადგენელი არ ჰყავს, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხარო ფაქტია.

მოხარული ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და მთავრობამ თელავის სტადიონის რეკონსტრუქცია რომ წამოიწყეს. პირობად კი წამოგვიყენეს, რომ აუცილებლად აღვადგინოთ გუნდი.

ჩვენ მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯის გადასადგმელად და პირობას ვდებ, რომ მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატს თელავის "კახეთი" დაუბრუნდება", - გვითხრა როსტომაშვილმა.

მან ჯერ არ იცის, "კახეთი" პირველ ლიგაში იასპარეზებს თუ რეგიონულში, მაგრამ მთავარ ფაქტორად ის მიაჩნია, რომ კლუბის აღორძინებით კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაა დაინტერესებული და არსებობს რამდენიმეწლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, "კახეთმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი ეტაპობრივად უნდა დაიბრუნოს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდება და კახეთის ფეხბურთი, რომელიც ბოლო წლებში ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, ნელ-ნელა გამოცოცხლებას დაიწყებს.

როსტომაშვილს იმედისმომცემად ის ამბავი მიაჩნია, რომ ბოლო წლების კრიზისის მიუხედავად, კახეთის არცერთ რაიონში ბავშვთა საფეხბურთო წრეების ფუნქციონირება არ შეწყვეტილა და იქაურ ფეხბურთს ახალი თაობები ეზრდება.

კახეთში ბავშვთა მწვრთნელების უმრავლესობა ლიცენზირებულია.

თელავის კახეთი აღდგება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თელავის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო

მურმანი ბაკურაძე
გაქვთ თუარა გუნდში სინჯები , თუ გაქვთ გთხოვთ შემეხმიანოთ 591813807 , დიდი პრობლემების გამო მომიხდა ცოტა ხნით ფეხბურთისთვის თავის დანებება და მსურს ისევ გავაგრძელო პროფესიული ფეხბურთი , ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ
მურმანი ბაკურაძე
გაქვთ თუარა გუნდში სინჯები , თუ გაქვთ გთხოვთ შემეხმიანოთ 591813807 , დიდი პრობლემების გამო მომიხდა ცოტა ხნით ფეხბურთისთვის თავის დანებება და მსურს ისევ გავაგრძელო პროფესიული ფეხბურთი , ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა