ქართველები ევროპის ჩემპიონატზე ხუთკაციანი დელეგაციით ჩავიდნენ. ამის მიუხედავად, შვიდი ჯილდო მოიხვეჭეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 17 ქვეყნის წარმომადგენლებმა იასპარეზეს.

ქართველები შეჯიბრებაზე ხუთკაციანი დელეგაციით ჩავიდნენ. ამის მიუხედავად, შვიდი ჯილდო მოიხვეჭეს.

განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა იყოჩაღეს: მძიმე წონაში გიგა გელაშვილმა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ზურაბ აქუბარდიამ ოქროს მედლები დაიმსახურეს.

ჩვენებურთა დუეტმა გუნდურშიც აჯობა ყველას. ზურაბმა 100 კილოშიც მოსინჯა ძალები. მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

უფროსებში ავთანდილ ცერცვაძემ გამოიჩინა თავი: +115 კილოგრამსა და აბსოლუტურში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ასევე, მეორე იყო საქართველოს ნაკრები (ავთანდილ ცერცვაძე, ზაზა ბალაშვილი, იასონ კარიბოვი და ზურაბ აქუბარდია).

ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას საქართველოს სუმოს ფედერაციის თავკაცი თენგიზ რუხაძე ევროპის სუმოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ხუთნი შვიდი მედლით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა