25 ივნისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქის ვინაობა გახდება ცნობილი
"ზესტაფონი" მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. 25 ივნისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქის ვინაობა გახდება ცნობილი, იმავე დღეს კი "ზესტაფონი" ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს.

ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სპარინგპარტნიორის ვინაობაა დადგენილი - ეს ხორვატული "ჰაიდუკია".

16 ივნისს "ზესტაფონმა" საკუთარ სტადიონზე საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი, მედლები და 100-ათასდოლარიანი ჩეკი ჩაიბარა, რის შემდეგაც ფეროელებმა "დავით აბაშიძეზე" ორმხრივი თამაში ჩაატარეს.

მეტი ამხანაგური შეხვედრა "ზესტაფონს" ჯერ არ გაუმართავს, თუმცა ავსტრიაში გამგზავრებამდე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ან პირველი ლიგის რომელიმე ბინადართან ერთხელ აუცილებლად ითამაშებს.

რაც შეეხება "ზესტაფონის" ბანაკში მიმდინარე ამბებს, ფეროელებს დაუბრუნდათ ლევან შარიქაძე. ახალგაზრდა ნახევარმცველი ხერხემალთან დაკავშირებული მცირე პრობლემების გამო აქამდე ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ ახლა თავს უკვე კარგად გრძნობს და სრული დატვირთვით ემზადება.

უკვე გაცნობეთ, რომ "ზესტაფონი" დატოვეს გიორგი ონიანმა და გოგა ბერაიამ. პირველი მათგანი კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს, მეორე კი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში დაბრუნდება. რაც შეეხება ნორვეგიულ "მიოლდეში" სინჯებზე მყოფ რატი წინამძღვრიშვილს, დიდია იმის ალბათობა, რომ მისი საკითხი დადებითად გადაწყდეს.

საქმე იქითკენ მიდის, რომ "ზესტაფონს" დატოვებს და კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს მისი ერთ-ერთი ლიდერი შოთა გრიგალაშვილი. იყო ვარაუდი, რომ იგი "ზესტაფონს" ევროტურნირებზე დაეხმარებოდა და კლუბს ამის შემდეგ შეიცვლიდა, მაგრამ, სავარაუდოდ, გრიგალაშვილი საქართველოს ჩემპიონს უფრო მალე დაემშვიდობება. ცნობისთვის, იგი "ზესტაფონის" შემადგენლობაში აღარც ვარჯიშობს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელ საბა ლომიას მარტვილის "მერანში" გაანათხოვრებენ.

რაც შეეხება დავით სირაძის საკითხს, მასთან მოლაპარაკებები "ზესტაფონს" ჯერ არ შეუწყვეტია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ბუნებრივია, "ზესტაფონის" სატრანსფერო აქტიურობა ამით არ ამოიწურება და ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე იმერული კლუბი შემადგენლობას გააძლიერებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი: დავით სირაძის დამატების დიდი სურვილი მაქვს

"ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ჩემპიონატი - სეზონის შეჯამება, ნომინანტები და სიმბოლური

ggggg
დაცვა!დაცვა!დაცვა!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა