საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იტალიის სერია B-ს "ემპოლიდან" იბარგება
"ემპოლიმ" პლეი ოფის ორი მატჩის ჯამში "ვიჩენცას" აჯობა და შემდგომ სეზონშიც სერია "ბ"-აში თამაშის უფლება მოიპოვა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

განმეორებით შეხვედრას "ვიჩენცა" გასვლაზე 2:0-ს იგებდა. "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ალფრედო ალგიეტიმ მოედანზე ქართველი თავდამსხმელი 72-ე წუთზე შეუშვა, რომელმაც ბურთთან პირველივე შეხება მეტოქის კარის აღებით დაასრულა და ანგარიში შეამცირა.

მერე მისმა თანაგუნდელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და "ემპოლი" დაქვეითებას გადაურჩა.

"უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი შეხვედრა მოვიგეთ. როდესაც "ვიჩენცა" 2:0 დაწინაურდა, გულშემატკივრებს იმედი გადაეწურათ, მაგრამ ბოლო წუთებამდე ვიბრძოლეთ, სასწაული მოვახდინეთ და სერია "ბ"-ში ადგილი შევინარჩუნეთ", - ამბობს მჭედლიძე.

22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო - მას "ემპოლიში" დარჩენა აღარ სურს:

"რაც ამ გუნდში ჩავირიცხე, მას შემდეგ სულ "ვჭიდაობდით", მათ ჩემი დატოვება სურდათ, მე - წასვლა.

ადრეც გითხარით, რომ ჩემი "ემპოლიდან" წასვლის დრო დადგა. ახლა ეს უკვე ძალიან მსურს, რადგან საკმაოდ კარგი შემოთავაზებები მაქვს და მალე ჩემი ახალი კლუბი უნდა გაირკვეს.

რამდენიმე ვარიანტია გერმანიასა და იტალიაში, მაგრამ კლუბებს ჯერ ვერ დავაკონკრეტებ, რადგან მენეჯერმა ყველაფერი დეტალურად უნდა გაარკვიოს. პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ მეცოდინება".

მაისში თურქეთი-საქართველოს ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მჭედლიძემ ფორმა აღიდგინა:

"ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ ფორმის სწრაფად აღდგენა ძნელია. საქმეს ისიც მირთულებდა, რომ ხშირად არ მათამაშებდნენ. თუმცა ნელ-ნელა ჯანი მაინც დამიბრუნდა, შეცვლაზეც ვთამაშობდი და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თავდაჯერებულობა და გოლის ალღო დავიბრუნე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან მჭედლიძემ "ემპოლი" სერია B-ში დატოვა

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა