ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რას ერჩიან ლენს არმსტრონგს?

რას ერჩიან ლენს არმსტრონგს?

ლეგენდარული ველომრბოლელის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზული შეტევა წამოიწყეს
აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტომ ლენს არმსტრონგის წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდება წამოაყენა. ლეგენდარული სპორტსმენი, ტურ დე ფრანსის შვიდგზის ჩემპიონი ადრეც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ დოპინგის მიღებაში, მაგრამ გამორიცხული არ არის, ეს ყველაზე სერიოზული შეტევა იყოს ამერიკელზე და მას სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

ახალი ბრალდება იმას ნიშნავს, რომ არმსტრონგი, რომელმაც დაასრულა ველომრბოლელის კარიერა, მაგრამ დროდადრო გამოდიოდა ტრიატლონის პრესტიჟულ ტურნირებში, გამოძიების დასრულებამდე ვერ შეძლებს სპორტის ამ სახეობაში სტარტზე გასვლას. ამჟამინდელ ბრალდებაში არის რაღაც სიახლე, რადგან აქამდე ლაპარაკი ამერიკელის დოპინგ-წარსულზე ლაპარაკად რჩებოდა.

2005 წელს, ფრანგული "ეკიპის" სახელგანთქმული პუბლიკაციის შემდეგ, ღიად დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რაზეც ადრე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. სპორტსმენის მიმართ ბრალდება მრავლად იყო და ამან მის რეპუტაციაზე ძალიან იმოქმედა. საქმეში ჩაუხედავებს არმსტრონგის შესახებ მტკიცე შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდათ - ეს არის ადამიანი, რომელიც, რა თქმა უნდა, იღებდა დოპინგს, მაგრამ ვერ შეძლეს მისი მხილება.

არმსტრონგის წინააღმდეგ ბოლო საქმე სულ ცოტა ხნის წინ დაიხურა - თებერვალში. მისი ინიციატორი იყო ისეთი სერიოზული სახელმწიფო სტრუქტურა, როგორიც არის აშშ-ის ფედერალური პროკურატურა, რომელმაც მოხსნა ყველა ბრალდება "არასაკმარისი მტკიცებულებების გამო".

არადა, არმსტრონგის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა ლენსის ყოფილი პარტნიორი ფლოიდ ლენდისი - საკმაოდ ცნობილი ველომრბოლელი, რომელმაც 2006 წელს ტურ დე ფრანსი მოიგო და შემდეგ ეს ტიტული დოპინგის მიღებისთვის ჩამოართვეს.

უკვე მაშინ იყო ცხადი, რომ არმსტრონგს არ ექნებოდა მშვიდად ცხოვრების საშუალება. USADA-მ პროკურატურიდან სამხილები მოითხოვა, რითაც მიანიშნა იმის შესახებ, რომ თავად დაიწყებდა საკუთარ გამოძიებას.

საბოლოოდ მივიღეთ USADA-ს მიერ შედგენილი 15-გვერდიანი წერილი, რომელშიც არმსტრონგის გარდა, ბრალი წაყენებული აქვს იმ გუნდის ხუთ წევრს, რომელშიც ამერიკელი გამოდიოდა - სამ ექიმს, მათ შორის, სკანდალურად ცნობილ მიკელე ფერარის, სპორტულ დირექტორ ხოსე მარტის და მსოფლიო ველოსპორტის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მენეჯერს იოჰან ბრუნელს. ზოგიერთი ცნობით, მათ ყველას სპორტიდან სამუდამო მოკვეთა ემუქრება.

წერილში, რომლის დეტალები გამოაქვეყნა "ვაშინგტონ პოსტმა", ლაპარაკია იმაზე, რომ USADA-ს გააჩნია არმსტრონგის სისხლის ანალიზი, რომელიც 2009 და 2010 წლებში (ლენსის დიდ სპორტში დაბრუნების პერიოდი, როცა მან 2009 წლის ტურზე სენსაციურად დაიკავა საპრიზო ადგილი) არის აღებული.

ამ ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით, ეს სინჯები საშუალებას იძლევა, გაკეთდეს "დამაჯერებელი დასკვნა სისხლით მანიპულაციებზე, მათ შორის, EPO-სა და ჰემოტრანსფუზიის გამოყენებაზე". გარდა ამისა, ლაპარაკობენ არმსტრონგის მიერ ტესტოსტერონისა და შემნიღბავი პრეპარატების მიღებაზე.

რა იქნება

არმსტრონგს პრესტიჟის აღდგენისთვის მორიგი ხანგრძლივი მარათონი მოუწევს. მისი პოზიცია უცვლელია მრავალი წლის განმავლობაში. ამჯერადაც ამერიკელმა გამოაქვეყნა USADA-ს ბრალდებაზე პასუხი: "მე არასოდეს გამომიყენებია დოპინგი. 25 წელი გამოვდიოდი სპორტის იმ სახეობებში, რომლებიც ამტანობას ეფუძნებოდა. ყოველთვის მაღალი შედეგები მქონდა და ამისთვის გარე დახმარება არ მჭირდებოდა. 500-ზე მეტი დოპინგ-ტესტი ჩავატარე და არცერთი იყო დადებითი".

არმსტრონგს მხარს უჭერს მისი ყოფილი თანაგუნდელი, ბრწყინვალე რუსი ველომრბოლელი ვიაჩესლავ ეკიმოვი: "ჩემთვის და ბევრი სხვისთვის სრული გამოცანაა ის, რატომ სდევნიან ამდენი წლის განმავლობაში არმსტრონგს. გასაგებია, რომ ერთის წარმატება სხვას მოსვენებას არ აძლევს. პირადად ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც USADA-ს წერილშია ნახსენები. როგორც ადამიანი, რომელმაც 12 წელი იმუშავა გუნდში და ყველაფრის თვითმხილველია, შემიძლია ვთქვა, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად იყო".

მაგრამ არმსტრონგისა და ეკიმოვის აზრი ერთადერთი არ არის. მრავალწლიანი დომინირების დროს ლენსმა, რა თქმა უნდა, ბევრი მტერი შეიძინა. უბრალოდ, ლოგიკა ლაპარაკობს იმაზე, რომ სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციის მიერ გაჩაღებული ნადირობის უკან უფრო მეტი დგას, ვიდრე სპორტული შუღლი.

ამერიკაში არმსტრონგი კერპად არის აღიარებული. ის მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდა ამერიკელებისთვის, თანაც, საქვეყნოდ არის ცნობილი კიბოზე გამარჯვების ისტორია.

ბევრს მიაჩნია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ლენსი ბრწყინვალე პოლიტიკურ კარიერას მოიწყობდა - თავიდანვე მშობლიური ტექსასის გუბერნატორის პოსტით დაიწყებდა. ამიტომაც შეიძლება იმის თქმა, რომ ლენსის დოპინგის მიღებაში მხილებისა და ამერიკულ საზოგადოებაში მისი იმიჯის დაცემისთვის მონდომებული მცდელობები უმიზეზოდ არ ხდება.

მეორე მხრივ, თავისი არსებობის 12-წლიან ისტორიაში USADA-ს არ წაუგია არცერთი მსხვილი საქმე. არადა, არასოდეს შეშინებია ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენების წინააღმდეეგ წასვლა. საგულისხმო შტრიხია: ამ ორგანიზაციის აქტიურობის პიკი ყოველთვის ემთხვევა პერიოდს, რომელიც წინ უძღვის ოლიმპიურ თამაშებს - ამერიკელი სუპერვარსკვლავების ხმაურიანი მხილება და დისკვალიფიკაცია ოლიმპიადის წინ USADA-ს ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

ზოგიერთ მიმომხილველს მიაჩნია, რომ ეს არ არის უბრალო შემთხვევითობა, არამედ "მსხვერპლთშეწირვის" ერთგვარი შეგნებული აქტი მსოფლიოს ანტისადოპინგო მოძრაობის მიმართ. თუმცა ეს საკმაოდ საკამათო მოსაზრებაა.

რთული სათქმელია, რა მეთოდით ცდილობდა აშშ-ის პროკურატურა არმსტრონგის ბრალის დამტკიცებას, მაგრამ USADA-სთვის ტექნოლოგიურად იოლი იქნება გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანა. ისიც შეიძლება ითქვას, რომ USADA ნამდვილად არ დაწერდა ასეთ წერილს მხოლოდ პირადი ბოღმის გამო. გამოდის, რომ არგუმენტები არსებობს. მით უმეტეს, რომ ანტისადოპინგო მოძრაობა სისხლის მანიპულაციის სფეროში ბოლო დროს აშკარად დიდ პროგრესს განიცდის.

ლენსის ველოსპორტში დაბრუნების მომენტში დიდი ხანი ფუნქციონირებდა ბიოლოგიური პასპორტის სისტემა, რომელიც ეფუძნება სისხლის ანალიზის მონიტორინგს. მაგრამ არ ყოფილა ამ მაჩვენებლების საფუძველზე მსოფლიო კლასის სპორტსმენების დევნის პრეცედენტი.

ასეთი პრეცედენტი 2009 წლის დასაწყისში შეიქმნა, როცა მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა სახელგანთქმული გერმანელის, კლაუდია პეხშტაინის დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა სისხლის პასპორტის საფუძველზე. თანაც, პეხშტაინი ციგურებით სირბილში არანაკლები ფიგურა იყო, ვიდრე არმსტრონგი ველოსპორტში.

მასაც არასოდეს ჩაუბარებია დადებითი დოპინგ-სინჯი. აქედან დასკვნა იმის შესახებ, რომ ამერიკელის "რკინის არგუმენტი" 500 სუფთა დოპინგ-ტესტის შესახებ, შეიძლება აღარ იყოს ლენსის კოზირი.

მაგრამ ჯერჯერობით ამერიკელი უდანაშაულოა. როგორიც უნდა იყოს USADA-ს გადაწყვეტილება, არმსტრონგის ახალი საქმე აუცილებლად გაიწელება. დასჯის შესახებ გადაწყვეტილებას ანტისადოპინგო სააგენტო შემოდგომაზე ადრე არ გამოიტანს. ყველაზე რეალური კი საბოლოო ვერდიქტის მინიმუმ 2013 წლამდე გამოცხადებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს

ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს