საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგა სანქციებს ამკაცრებს. ახლახან ამ ორგანიზაციის სადისციპლონო კომიტეტმა ოთხმოცდღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პარიზული "სტად ფრანსეს" არგენტინელი მესამეხაზელი ხუან მანუელ ლეგუზამონი...

საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგა სანქციებს ამკაცრებს. ახლახან ამ ორგანიზაციის სადისციპლონო კომიტეტმა ოთხმოცდღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პარიზული "სტად ფრანსეს" არგენტინელი მესამეხაზელი ხუან მანუელ ლეგუზამონი. მან "ტულუზთან" მატჩში მესამეხაზელ ჟან ბაულუს თვალის არეში წაავლო ხელი, რაც ახალი წესებით მკაცრად ისჯება.

შეიძლება ითქვას, რომ შექმნილი ვითარებიდან ლეგუზამონი იოლად გამოძვრა. სადისციპლინო კოდექსის მიხედვით, ასეთი დანაშაული ოთხმოცი დღიდან სამ წლამდე დისკვალიფიკაციით ისჯება. არგენტინელს მინიმალური სასჯელი აკმარეს.

ბაულუმ წერილით მიმართა საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტს, რომელშიც ის ლეგუზამონისთვის სანქციის გაუქმებას ითხოვდა. სადისციპლინო კომიტეტმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და ლეგუზამონს თამაში 5 დეკემბრამდე არ მოუწევს.

ამით "სტად ფრანსეს" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ფინანსური პრობლემების გამო გუნდი სეზონის წინ ბევრმა წამყვანმა მორაგბემ დატოვა. შედეგად, "სტად ფრანსემ" შვიდი შეხვედრიდან ოთხი წააგო და ახლა 15 ქულით მე-11 ადგილზეა. ლეგუზამონის არყოფნა კი პარიზელებს კიდევ უფრო დაასუსტებს.

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის