უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა და გზა ინგლისელებს დაუთმო
უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა და გზა ინგლისელებს დაუთმო.

არადა, ბრიტანელებთან ჯახი მასპინძლებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს, მომენტებიც უხვად ჰქონდათ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს.

მოკლედ, უკრაინა გავარდა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ოლეგ ბლოხინის შეგირდებმა თავი შეირცხვინეს - მეორე საქმეა, რომ სლავებს მაღალი კლასის ფეხბურთელთა დეფიციტი აქვთ და კონტინენტის პირველობაზე ეს ნათლად გამოჩნდა. ევროპის ჩემპიონატთან ერთად, უკრაინის ნაკრებს ორი ვეტერანი ფეხბურთელი: ანდრეი შევჩენკო და ანდრეი ვორონინი გამოეთხოვნენ და სწორედ მათ გადავცეთ სიტყვა...

ანდრეი შევჩენკო: "სამწუხაროდ, იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებს დიდი სარგებელი მოვუტანო - ამიტომ გზას ახალგაზრდებს ვუთმობ და დღეიდან უკრაინის ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვხდები.

ეს იყო ჩემი ბოლო ოფიციალური მატჩი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ერთი ამხანაგური, ანუ გამოსათხოვარი თამაში კიდევ ჩავატარო.

უკრაინის ნაკრებს ძალიან კარგი თაობა ეზრდება, რომლებმაც ამ ჩემპიონატზე უდიდესი გამოცდილება მიიღეს - იარმოლენკო, გარმაში, კონოპლიანკა, რაკიცკი და სხვები, თავის სიტყვას კიდევ იტყვიან და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ გაგვახარებენ.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდზე გვედგა - მადლობა ყველას, ვისაც ჩემმა წასვლამ გული დასწყვიტა".

ანდრეი ვორონინი: "ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო - სანაკრებო კარიერას ვასრულებ და ვეცდები, მთელი კონცენტრაცია კლუბზე მოვახდინო.

ასაკი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა ფრონტზე ვიასპარეზო და იძულებული გავხდი, მძიმე გადაწყვეტილება მიმეღო. დარწმუნებული ვარ, უკრაინის ნაკრებს ძალიან კარგი მომავალი აქვს, რადგან შესანიშნავი ახალგაზრდები მოდიან".

დევიჩის სინანული

უკრაინა-ინგლისის მატჩის ერთმა ეპიზოდმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია - მარკო დევიჩმა ბრიტანელთა კარში გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა ვერ დაინახეს, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და ანგარიში უცვლელი დატოვეს. იმ მომენტში ინგლისელები 1:0-ს იგებდნენ და ანგარიში რომ გათანაბრებულიყო, თამაშის დასკვნითი ნაწილი უკიდურესად დაძაბული იქნებოდა.

მოკლედ, არბიტრებს უკრაინა "შემოეჩაგრათ" და ბუნებრივია, რომ ამან სლავთა დიდი აღშფოთება გამოიწვია - ამ თემაზე კომენტარები უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა და არჩათვლილი გოლის ავტორმა, მარკო დევიჩმა გააკეთეს...

ოლეგ ბლოხინი: "ამ საქმის ასე დატოვება არ შეიძლება - ევროპის ჩემპიონატისთვის ორი წელი ვემზადებოდით, თავი არ დაგვიზოგავს და არ შეიძლება, რომ მსაჯის შეცდომის გამო ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.

ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად და მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელ ამ პერიოდში მხურვალედ გვქომაგობდნენ".

მარკო დევიჩი: "სიმართლე გითხრათ, იმ ეპიზოდში ზუსტად ვერ დავინახე, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. გამეორებაზე კი ნათლად გამოჩნდა, რომ გოლი იყო.

ძალიან დამწყდა გული, რადგან ინგლისის კარში გოლს ყოველდღე ვერ გაიტან, თანაც, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. რა მითხრეს თვითონ ინგლისელებმა? - ამ საკითხზე მათთან ნამდვილად არ მისაუბრია, რადგან ამას უკვე არავითარი აზრი აღარ ჰქონდა.

მსაჯები შეცდნენ და სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ჩვენი ინტერესები შეეწირა. დარწმუნებული ვარ, 1:1-ის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად შევუტევდით და იქნებ მეორეც შეგვეგდო. რას ვიზამთ, რაც მოხდა, მოხდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა