ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. ფინალი: მეფე ტახტს მიუახლოვდა

NBA. ფინალი: მეფე ტახტს მიუახლოვდა

ტრავმირებულმა ლებრონმა უესტბრუკის ფენომენალური თამაში გადაწონა
პირველ მეოთხედში 17-ქულიანი ჩამორჩენის, რასელ უესტბრუკის 43 ქულისა და ლებრონ ჯეიმსის ტრავმის მიუხედავად, "მაიამიმ" შინ დაამარცხა "ოკლაჰომა" და სერიაში 3:1 წაიყვანა ანგარიში.

"მეფე" ლებრონი ძალიან ახლოა კარიერაში თავის პირველ საჩემპიონო ტიტულთან. რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მუხლის ტკივილი, ეჭვი არ გვეპარება: მეხუთე მატჩში "ჰიტის" სუპერფორვარდი მოედანზე გავა და შეეცდება, დაასრულოს ცხრაწლიანი ლაშქრობა საჩემპიონო ბეჭდისთვის, თანაც, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.

ამაზე უკეთესს ის ვერც ინატრებდა ბოლო მეოთხედის შუაში, როცა ანგარიში 90:90 იყო. ჯეიმსმა "ოკლაჰომას" ლიდერის, კევინ დურანტის მოტყუება სცადა, მაგრამ ფეხი დაუცდა და საკმაოდ ძლიერად დაარტყა იატაკს მარცხენა მუხლი.

ბუნებრივია, ბურთი დაიკარგა, მაგრამ მსაჯებს, წესების თანახმად, არ შეეძლოთ თამაშის მაშინვე გაჩერება - იმ მომენტში სტუმრები სწრაფ გარღვევას იწყებდნენ, თუმცა ვერ ჩააგდეს: დუეინ უეიდმა ეფექტურად დაუფარა დერეკ ფიშერს. საპასუხო შეტევაში ფეხზე ძლივს წამომდგარი ჯეიმსი უესტბრუკის წინაშე აღმოჩნდა.

მას არ შეეძლო გაბარიტებში უპირატესობის გამოყენება. უბრალოდ, კოჭლობით რამდენიმე მეტრი გაიარა და რასელის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუსტად ისროლა. მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მან მოედანი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

ტრიბუნებზე მსხდომი 20 ათასი მაყურებელი იმ საღამოს პირველად დადუმდა. მთელი ტაიმ-აუტი ლებრონმა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაატარა. მას თავზე ეხვივნენ ექიმები, ფიზიოთერაპევტები და თანაგუნდელები.

მასპინძლების მწვრთნელს ერიკ სპოელსტრას ამ წუთნახევრის განმავლობაში არანაირი დარიგება არ მიუცია თავისი შეგირდებისთვის. ჯეიმსს ერთი წუთი დასვენების საშუალება მიეცა და ამ დროის განმავლობაში "მაიამის" "პლუს ორი" "მინუს ორად" გადაიქცა - დურანტმა, როგორც იქნა, მხარი აუბა უესტბრუკის შედეგიან თამაშს ("ოკლაჰომას" გამთამაშებელმა ბოლო მეოთხედში თავისი გუნდის პირველი 15 ქულიდან 13 თავის ანგარიშზე მიითვალა).

მაგრამ ლებრონი მოედანზე დაბრუნდა და მაშინვე 7:0 გაქცევა მოაწყო (ამ შვიდ ქულაში მისი სამქულიანიც შედიოდა).

ჯეიმსმა, უბრალოდ, გადაწყვიტა - თუ სირბილი არ შეეძლო, მაშინ სროლებზე გადავიდოდა. "მე, უბრალოდ, ვცდილობდი, ბოლომდე მიმეყვანა ყოველი შეტევა, - განაცხადა "მეფემ" მატჩის შემდეგ. - რადგან მოედანზე ვიმყოფებოდი, შეზღუდული მოძრაობის მიუხედავად, მაქსიმალურად უნდა დავხმარებოდი გუნდს.

მოხარული ვარ, რომ შევძელი ამის გაკეთება. მეხუთე მატჩისთვის მწყობრში ვიქნები".

არადა, პირველ მეოთხედში საქმე ისე მიდიოდა, რომ მატჩის გმირი არა ჯეიმსი, არამედ უესტბრუკი უნდა გამხდარიყო. "ოკლაჰომაში" ყველა შესანიშნავად აცნობიერებდა, რომ მეოთხე მატჩი განმსაზღვრელი იქნებოდა - 2:2-სა და 1:3-ს შორის უდიდესი განსხვავებაა. და სტარტზე "მაიამის" მცირეხნიანი ლიდერობის შემდეგ "ოკლაჰომამ", პირველად ამ სერიაში, თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა. სასტარტო მეოთხედის მსვლელობისას "თანდერის" უპირატესობა 17 ქულას უდრიდა.

მაგრამ პირველი 12-წუთეულის ბოლოს და მეორეს დასაწყისში ჯეიმსმა ორჯერ დროულად შეამჩნია სამწამიანის ხაზთან ჩასაფრებული ახალბედა გამთამაშებელი ნორის კოული. სულ რაღაც ოთხი წუთის შემდეგ კი უეიდმა ჩააგდო შორეული ტყორცნა და ანგარიში გაათანაბრა - 35:35.

ასეთ მცირე დროში ასეთი უპირატესობის გაფლანგვის გამო "ოკლაჰომა", წესით, უნდა დასჯილიყო, მაგრამ მისდა საბედნიეროდ, დანებება არ ისურვა უესტბრუკმა. ამ კალათბურთელის კრიტიკა ჯერ კიდევ ფინალურ სერიამდე დაიწყეს და ფინალშიც გააგრძელეს.

ამბობდნენ, რომ რასელი ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე, გაუმართლებლად ხშირად ისვრისო... 23 წლის გამთამაშებელი სულაც არ ნერვიულობდა ამის გამო და სკეპტიკოსებისთვის პასუხის გაცემა საკალათბურთო მოედანზე გადაწყვიტა. სწორედ მან მოაწყო 7:0 გაქცევა და საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში. არადა, ყველას ეგონა, რომ "მაიამის" დაწევა უკვე შეუძლებელი იყო.

მაგრამ მატჩში საბოლოო სიტყვა სხვა გამთამაშებელმა თქვა - მაიამელმა მარიო ჩელმერსმა. მცველმა შეხვედრის ბოლო წუთში 5 ქულა დააგროვა - ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა ორ შეხვედრაში ერთად აღებული. თუმცა მას ამაში დაეხმარა... უესტბრუკი.

მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინვალედ მოთამაშე ოკლაჰომელმა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გააფუჭა ყველაფერი. და ეს იმიტომ, რომ შეტევისთვის განკუთვნილი დროის წესი არ იცოდა კარგად.

"თანდერმა" "მინუს სამზე" შესანიშნავად ითამაშა დაცვაში, მაგრამ საფინალო სირენამდე 17.3 წამით ადრე მსაჯებმა "ოკლაჰომას" ფარქვეშ სადავო ბურთი დააფიქსირეს. მასპინძლებს შეტევისთვის 0.8 წამი რჩებოდათ, მაგრამ სადავო ბურთის წესის თანახმად, ეს დრო 5 წამამდე გაზარდეს.

უესტბრუკმა კი, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ "მაიამის" შეტევისთვის 24 წამი მისცეს და ამიტომაც მაშინვე ჩელმერსზე აიღო ჯარიმა. არადა, შეეძლო უბრალოდ აქტიურად ეთამაშა თავისი ვიზავის წინააღმდეგ და ხუთი წამი გაეძლო. ჩელმერსმა საჯარიმოებით ხუთ ქულამდე გაზარდა "მაიამის" უპირატესობა მატჩში, სერიაში კი ანგარიში 3:1 გახდა.

ლებრონ ჯეიმსი მატჩის ბოლო წამებს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს. მას აუცილებლად ეცოდინება, რომ 1:3-ის შემდეგ ფინალური სერია არცერთ გუნდს არასოდეს მოუგია. ასე რომ, 2012 წლის ფინალში რაღაც აუცილებლად მოხდება პირველად: ან "თანდერი" შეძლებს სასწაულის მოხდენას და ზედიზედ სამი მატჩის მოგებას, ან ლებრონი პირველად გახდება NBA-ს ჩემპიონი.

მაიამი-ოკლაჰომა 104:98

19:33, 27:16, 33:26, 25:23

მ: ჯეიმსი (26+12 პასი+9 მოხსნა), უეიდი (25+5 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ჩელმერსი (25+3 პასი), ბოში (13+9 მოხსნა), კოული (8), ბატიე (4+5 მოხსნა), ჯონსი (3).

ო: უესტბრუკი (43+7 მოხსნა+5 პასი), დურანტი (28+3 პასი), ჰარდენი (8+10 მოხსნა), კოლისონი (6), სეფოლოშა (5), იბაკა (4+7 მოხსნა), პერკინსი (4).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.1/48.8), სამქულიანები (38.5/18.8), საჯარიმოები (72/93.8).

სერია: 3-1

საინტერესო სტატისტიკა

გუშინდელ მატჩში "მაიამის" სამმა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 25 ქულის დაგროვება (ჯეიმსი - 26, უეიდი - 25, ჩელმერსი - 25). ბოლოს ფინალური სერიების მატჩებში ასეთი რამ 1985 წლის 7 ივნისს მოხდა, როცა "ბოსტონთან" მატჩში "ლეიკერსის" კალათბურთელებმა ქარიმ აბდულ-ჯაბარმა, ჯეიმს უორთიმ და მეჯიქ ჯონსონმა შესაბამისად, 36, 33 და 26 ქულა დააგროვეს. ის შეხვედრა კალიფორნიელებმა მოიგეს და სერიაში 3:2 წაიყვანეს ანგარიში.

ლებრონ ჯეიმსმა ბოლო 14 შეხვედრაში მინიმუმ 25 ქულა დააგროვა და ამით გაიმეორა ერთ სეზონში პლეი ოფის მატჩებში ზედიზედ ჩატარებული 25-ქულიანი მატჩების რეკორდი, რომელიც 2009 წელს იყო დამყარებული... ლებრონ ჯეიმსის მიერ.

პირველი მეოთხედი "მაიამიმ" 14 ქულით წააგო. ფინალური სერიის მატჩებში ეს იყო საწყის მეოთხედში სიდიდით მესამე ჰანდიკაპი, როცა ჩამორჩენილმა გუნდმა საბოლოოდ გამარჯვება მოახერხა. რეკორდი ეკუთვნის "ბოსტონს", რომელმაც 2008 წელს "მინუს 21"-იდან მოუგო მატჩი "ლეიკერსს".

რასელ უესტბრუკმა 43 ქულა დააგროვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა თამაშიდან 32-ჯერ ისროლა და 20 ჩააგდო. ის გახდა მეშვიდე მოთამაშე ისტორიაში, ვინც NBA-ს ფინალური სერიის მატჩში თამაშიდან მინიმუმ 20 ტყორცნა გამოიყენა და პირველი, ვინც ასეთი მონაგარის მიუხედავად, დამარცხებულმა დატოვა მოედანი.

24 წლამდე ასაკის მოთამაშეების მიერ ფინალური სერიის მატჩში დაგროვილი 43 ქულა მესამე შედეგია ისტორიაში. 1967 წელს "სან ფრანცისკო უორიორზის" 23 წლის მოთამაშემ რიკ ბერიმ 55, 44 და 43 ქულა დააგროვა ფინალური სერიის მატჩებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა