ინგლისსთან უკრაინის ნაკრების წაგებამ და ევრო 2012-იდან გამოთიშვამ მთელი ქვეყანა და, მათ შორის, დონეცკი შოკში ჩააგდო
ინგლისსთან უკრაინის ნაკრების წაგებამ და ევრო 2012-იდან გამოთიშვამ მთელი ქვეყანა და, მათ შორის, დონეცკი შოკში ჩააგდო. თამაშის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში მაყურებლები და სპეციალისტები ვერ მალავდნენ უკმაყოფილებას ოლეგ ბლოხინის მიმართ.

ფანები ქუჩებში გაჰყვიროდნენ: "ბლოხინო, გეყოფა, წადი!" ყველა მიიჩნევს, რომ ბლოხინმა ვერ მოამზადა ნაკრები ვერც ფსიქოლოგიურად, ვერც ტაქტიკურად და დაუშვა უამრავი შეცდომა.

ფეხბურთის დიდმა სპეციალისტმა, დონეცკის უნივერსიტეტის პროფესორმა იგორ ტოდოროვმა თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა ფრთოსანი ფრაზა - "სამწუხაროდ, უკრაინისთვის უიღბლოდ დასრულდა ზღაპარი, სახელად "ევრო-2012".

მან აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატმა და ეროვნული ნაკრების თამაშებმა დონეცკში "უკრაინული პატრიოტიზმის დიდი მუხტი გამოიწვია, რაც მანამდე ასეთი დოზით არ ყოფილა. ფანები ქალაქში უკრაინის ნაკრების თამაშების წინ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილნიც კი დადიოდნენ, მღეროდნენ უკრაინულ ხალხურ სიმღერებს. სამწუხაროდ, ამან ვერ უშველა უკრაინის ნაკრებს".

20 ივნისს ვესაუბრეთ წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, ამჟამად "შახტარის" ერთ-ერთ მწვრთნელ-სელექციონერს სერგეი ატელკინს. მან გვითხრა:

"უკრაინა, როგორც ქვეყანა, კარგად მოემზადა ჩემპიონატის ჩასატარებლად და ევროპულადაც მასპინძლობს. სტადიონები, ბაზები, სასტუმროები - ყველაფერში იგრძნობა სერვისი. მაღალია მოსახლეობის კეთილგანწყობა...

მაგრამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ვერ მოახერხა ეროვნული ნაკრების შესაბამისი მომზადება. რატომ? პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფედერაცია ძალიან ხშირად ცვლიდა მთავარ მწვრთნელს, რამაც უარყოფითად იმოქმედა გუნდის მომზადებაზე.

ერთი მწვრთნელის მოხსნის შემდეგ მეორეც სრულიად მოულოდნელად გაათავისუფლეს და შოკური თერაპიის მეთოდით დანიშნეს ოლეგ ბლოხინი.

არ უნდა დაენიშნათ, ამას მანამდეც ამბობდნენ სპეციალისტები. ბლოხინმა, რასაკვირველია, ვერ გაამართლა. ის იყო დიდი ფეხბურთელი, მაგრამ როგორც მწვრთნელი, მით უფრო ნაკრების დონეზე, ძალიან სუსტია. ეს აშკარაა, მაგრამ მაინც დატოვეს, რაც უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ბრალია".

ატელკინის აზრით, "ბლოხინმა დაუშვა ძალიან მარტივი შეცდომები, როგორც ნაკრების შემადგენლობის შერჩევისას, ისე თამაშების წარმართვისას".

შეკითხვაზე, თქვენ რას გააკეთებდით ბლოხინის ადგილზე ასეთი მარცხის შემდეგ, 40 წლის ატელკინმა გვიპასუხა: "მე არ ჩავიგდებდი საკუთარ თავს მსგავს მდგომარეობაში და არ დავთანხმდებოდი ნაკრების მწვრთნელობას, მაგრამ ბლოხინს ჰქონდა ამის დიდი ამბიცია და ნაკლები სამწვრთნელო უნარი".

ატელკინმა, რომელიც თავის დროზე დონეცკის "შახტიორის", პორტუგალიის "ბოავიშტას", იტალიის "ლეჩეს" და უკრაინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, დიდი სითბოთი მოიკითხა ქართველი ფეხბურთელები და საქართველო. მან გვთხოვა, გულთბილი მოკითხვა გადაგვეცა გიორგი ჩიხრაძისა და იური გაბისკირიასთვის, ვისთან ერთადაც იგი 90-იან წლებში სხვადასხვა პერიოდში თამაშობდა "შახტიორში".

შევხვდით აგრეთვე დონეცკის "შახტიორის" და სსრკ ნაკრების ყოფილ ფორვარდს ვიქტორ გრაჩოვს, რომელმაც სიყვარულით გაიხსენა 1980-იანი წლების თბილისის "დინამო" და თბილად მოიკითხა ყველა, განსაკუთრებით კი ალექსანდრე ჩივაძე.

56 წლის გრაჩოვმა გვითხრა, რომ მას ძალიან ენატრება თბილისი და მთელი საქართველო.

თენგიზ პაჭკორია დონეცკიდან

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევრო 2012-ის კულისებში: "უკრაინას არ ჰყავს დათო ყიფიანის დარი ფეხბურთელი"

ევრო 2012-ის კულისებში: რა დაესიზმრათ უკრაინის ქომაგებს?

ევრო 2012-ის კულისებში: 30-ტონიანი ბურთი "დონბას-არენის" ვარსკვლავურ ხეივანში

ევრო 2012-ის კულისებში: ექსპერიმენტი ქართული ღვინით კიევის აეროპორტში

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა