ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალი

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალი

უიმბლდონის წინ

უიმბლდონის დაწყებამდე სამი დღით ადრე გთავაზობთ, ერთად გავიხსენოთ ამ ტურნირის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით გახდა ისტორიის კუთვნილება.

10. ბორის ბეკერი (გერმანია)-კევინ კარენი (აშშ, 8) 6:3, 6:7(4), 7:6(3), 6:4

1985 წელი. ფინალი

1985 წლის ფინალის შემადგენლობა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთი წლით ადრე ტიტული გაითამაშეს ჯონ მაკინროიმ და ჯიმი კონორსმა. ახლა კი ეს ორი ჩოგბურთელი ბრძოლას გამოთიშა სამხრეთაფრიკული წარმოშობის ამერიკელმა კევინ კარენმა, რომელსაც სახელგანთქმული ტონი როჩი ავარჯიშებდა.

კარენი იყო პირველი მოთამაშე, ვინც ეს ორი ლეგენდარული ჩოგბურთელი ერთ ტურნირზე დაამარცხა.

ფინალში კი მას შეხვდა პრაქტიკულად ყველასთვის უცნობი ბორის ბეკერი. ფინალის დღეს გერმანელი 17 წლისა და 227 დღის იყო და არ მიიჩნეოდა ფავორიტად იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი მოწოდების მქონე კარენის წინააღმდეგ, მაგრამ ბორისმა ოთხ სეტში მიაღწია გამარჯვებას და მაყურებელს თავი დაამახსოვრა ბადესთან ვარდნაში ლამაზი თამაშით.

9. ანდრე აგასი (აშშ, 12)-გორან ივანიშევიჩი (ხორვატია, 8) 6:7(8), 6:4, 6:4, 1:6, 6:4

1992 წელი. ფინალი

ანდრე აგასი თავისი კარიერის პირველ წლებში "ცუდი ბიჭის" როლს თამაშობდა, არ ცნობდა ავტორიტეტებს და არ მისდევდა საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. და კიდევ, სრული ანტიპათიით იყო განწყობილი "დიდი სლემის" ორი ტურნირის - ავსტრალიის ღია პირველობისა და უიმბლდონის მიმართ.

მისი აზრით, ავსტრალიაში დიდხანს ფრენა იყო საჭირო, უიმბლდონს კი ასე უწოდებდა: "ტურნირი, რომელიც წარსულში ჩარჩა და იქ არაფერი მესაქმება". გარკვეული ბედის ირონიაა ის, რომ ავსტრალიური ტურნირი საუკეთესო იყო ანდრესთვის "დიდი სლემის" ჩემპიონატებიდან (მელბურნში მან ოთხჯერ გაიმარჯვა. არადა, იქ პირველად 1995 წელს ჩავიდა).

1987 წელს, თავის პირველ უიმბლდონზე, ანრი ლეკონტთან სწრაფი წაგების შემდეგ, დიდი ხანი არ ჩადიოდა ლონდონში და იქ მხოლოდ 1991 წელს დაბრუნდა. მაშინ მან მეოთხედფინალამდე მიაღწია. მომდევნო წელს ამავე სტადიაზე ბორის ბეკერი დაამარცხა. შემდეგ "თაობათა ბრძოლა" მოუგო ჯონ მაკინროის, რომელიც ასრულებდა კარიერას. დაბოლოს, ფინალში გორან ივანიშევიჩს შეხვდა.

ყუმბარისებური მოწოდების მქონე ხორვატს მანამდე ორჯერ ჰყავდა დამარცხებული ანდრე ჰარდსა და ხალიჩაზე. გორანმა ფინალამდე უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი სტეფან ედბერგი და ამ ტურნირის მომავალი "მეფე" პიტ სამპრასი ჩამოიცილა გზიდან.

ივანიშევიჩის მოწოდებისთვის გამკლავება მართლაც რთული იყო, მაგრამ ანდრემ შეძლო მეორე, მესამე და მეხუთე სეტებში თითო ბრეიკის აღება და კარიერაში პირველად და ერთადერთხელ მოიგო უიმბლდონი.

8. როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 4)-მარკ ფილიპუსისი (ავსტრალია) 7:6(5), 6:2, 7:6(3)

2003 წელი. ფინალი

ამ წელს დაიწყო როჯერ ფედერერის ბატონობა უიმბლდონზე. მიუხედავად იმისა, რომ ფინალის მონაწილეებს აქამდე "დიდი სლემის" არცერთი ტურნირი არ ჰქონდათ მოგებული, აშკარა ფავორიტად მაინც ფედერერი მიიჩნეოდა, განსაკუთრებით, ნახევარფინალში ენდი როდიკზე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ.

მთელი მატჩის განმავლობაში ფილიპუსისს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მიუღია, ფედერერმა კი ორჯერ აიღო ავსტრალიელის მოწოდება ერთ სეტში, დანარჩენ ორ პარტიაში კი ტაი-ბრეიკზე იმარჯვა. ამ წარმატებამ გახსნა როჯერის მოგებათა სერია უიმბლდონზე, რომელიც ზედიზედ ხუთი სეზონი გაგრძელდა. მომდევნო ორ ფინალში მან როდიკს მოუგო. შემდეგ ორჯერ ზედიზედ დაამარცხა რაფაელ ნადალი.

7. როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 15)-პიტ სამპრასი (აშშ, 1) 7:6(7), 5:7, 6:4, 6:7(2), 7:5

2001 წელი. IV წრე

უიმბლდონზე თავისი პირველი ცნობილი გამარჯვება ფედერერმა უფრო ადრე მოიპოვა, 2001 წელს. 29 წლის პიტ სამპრასი ტურნირს ოთხგზის მოქმედი ჩემპიონის რანგში იწყებდა.

1993 წლიდან მოყოლებული, მას აქ ერთადერთი წაგება ჰქონდა - 1996 წლის მეოთხედფინალში რიხარდ კრაიჩეკისგან.

იმ დროს ფედერერი 19 წლის ნიჭიერი მოთამაშე იყო, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მისგან გამარჯვებას არავინ ელოდა, მაგრამ როჯერმა მაშინ შეძლო სამპრასისა და მთლიანად საჩოგბურთო სამყაროს შოკირება, როცა შეხვედრა ხუთ სეტში მოიგო.

ფედერერმა სამპრასი მისსავე იარაღით დაამარცხა - კარგი მოწოდებით, ბადესთან გასვლებით და აგრეთვე, უზუსტესი შემოვლითი დარტყმებით. მაგრამ მაშინ შვეიცარიელმა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა, რადგან შემდეგ წრეში ტიმ ჰენმანთან დამარცხდა. პიტმა კი შემდეგ წელს კიდევ ერთ შვეიცარიელთან - ჟორჟ ბასტლთან წააგო.

6. პიტ სამპრასი (აშშ, 1)-პატრიკ რაფტერი (ავსტრალია, 12) 6:7(10), 7:6(5), 6:4, 6:2

2000 წელი. ფინალი

სამპრასის ყველაზე ცნობილი წაგების გახსენების შემდეგ არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ მისი ბოლო ტრიუმფი უიმბლდონზე. ამერიკის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებულმა პატრიკ რაფტერმა კარიერაში პირველად გააღწია უიმბლდონის ფინალში. ავსტრალიელმა პირველი სეტი დაძაბულ ტაი-ბრეიკზე მოიგო, მეორე პარტიის დროს წვიმა წამოვიდა და მატჩი დიდი ხნით შეწყდა.

კორტზე დაბრუნების შემდეგ პიტმა უკეთ თამაში დაიწყო, სეტებში ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. ამის წყალობით სამპრასმა გაუსწრო როი ემერსონს, რომელსაც სარეკორდო - 12 გამარჯვება ჰქონდა "დიდი სლემის" ტურნირებზე. საბოლოოდ პიტმა კარიერაში 14 ასეთ ტრიუმფს მიაღწია და ზუსტად ათი წელი იყო რეკორდსმენი.

5. გორან ივანიშევიჩი (ხორვატია)-პატრიკ რაფტერი (ავსტრალია, 3) 6:3, 3:6, 6:3, 2:6, 9:7.

2001 წელი. ფინალი

ეს იყო, ალბათ, უიმბლდონის ისტორიაში მთავარი სასწაული.

უიმბლდონის სამგზის ფინალისტი გორან ივანიშევიჩი, რომელიც მაშინ 29 წლის იყო, ტრავმებისა და სუსტი გამოსვლის გამო რეიტინგის პირველი ასეულიდან გავარდა, უიმბლდონის წინ ორ "გასახურებელ" ტურნირზე (ლონდონსა და ჰერტოგენბოშში) მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.

მიუხედავად ამისა, ორგანიზატორებმა გორანს "უაილდ-ქარდი" მიანიჭეს და მან დაუჯერებელი რამ შეძლო. ხორვატმა დაამარცხა იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე ენდი როდიკი, შემდეგ გაუსწორდა გრეგ რუსეცკის, მოუგო მსოფლიოს მესამე ჩოგანსა და ამერიკის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს მარატ საფინს, ნახევარფინალში კი 1:2-დან გადაარჩინა შეხვედრა ტიმ ჰენმანთან (თანაც მესამე პარტია "მშრალი" ანგარიშით წააგო).

ივანიშევიჩის აღიარებით, ის გადაარჩინა მესამე სეტის შემდეგ წამოსულმა წვიმამ, რის გამოც შეხვედრა მეორე დღისთვის გადაიდო. სხვათა შორის, ფინალი, პირველად 1922 წლის შემდეგ, ორშაბათს გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გორანმა შეძლო პატრიკ რაფტერის დამარცხება, რომელმაც ისე დაასრულა კარიერა, რომ ვერცერთხელ ვერ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი.

4. ჯონ ისნერი (აშშ, 23)-ნიკოლა მაუ (საფრანგეთი) 6:4, 3:6, 6:7(7), 7:6(3), 70:68

2010 წელი. I წრე

მატჩი, რომელიც უიმბლდონის შორეულ მე-18 კორტზე დაიწყო, თავიდან არანაირ ყურადღებას არ იქცევდა - ჯონ ისნერმა და ნიკოლა მაუმ თითო ბრეიკით მოგებული სეტები გაცვალეს, შემდეგ ორჯერ ტაი-ბრეიკზე გაარკვიეს ურთიერთობა და ანგარიში 2:2 გახდა, რის შემდეგაც თამაში მომდევნო დღისთვის გადაიდო.

მეხუთე პარტია დროში თანდათან გაიწელა და სულ უფრო მეტად იპყრობდა მაყურებლის ინტერესს. რაღაც მომენტში კორტის მცირე ტრიბუნაზე თავისუფალი ადგილი აღარ იყო, მაგრამ ჩოგბურთის მოყვარულთა ნაკადი არ წყდებოდა.

ეს არც იყო გასაკვირი - ანგარიში იზრდებოდა და მალე ელექტროტაბლომ ვერ გაძლო - ის 47:47-ზე გამოვიდა მწყობრიდან. 59:59-ზე მატჩი ისევ გადაიდო მეორე დღისთვის და კიდევ 19 გეიმის შემდეგ ისნერმა, როგორც იქნა, გააკეთა ბრეიკი და 70:68 (!) გაიმარჯვა.

ამ მატჩში ერთბაშად რამდენიმე "სამუდამო" რეკორდი დამყარდა: 183 გეიმი, 11 საათი და 5 წუთი ხანგრძლივობა, 100-ზე მეტი ეისი თითო მონაწილეზე (103 მაუს და 112 ისნერს), ერთი ჩოგბურთელის მიერ 500-ზე მეტი გათამაშების მოგება (502 - მაუმ).

3. ბიორნ ბორგი (შვედეთი, 1)-ჯონ მაკინროი (აშშ, 2) 1:6, 7:5, 6:3, 6:7(16), 8:6

1980 წელი. ფინალი

1980 წელს ბიორნ ბორგმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო უიმბლდონი და იმ სეზონში ყველაზე მეტად გაუჭირდა ამის გაკეთება. 21 წლის მაკინროის იმ მომენტისთვის 20 ტიტული ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში.

მიუხედავად ამისა, გადამწყვეტი მატჩი მაკინროიმ შესანიშნავად დაიწყო და იოლად მოიგო პირველი სეტი, მაგრამ შემდეგ ბორგმა კონცენტრაცია მოიკრიბა და ზედიზედ ორი პარტია აიღო.

შეხვედრის მთავარი მომენტი გახდა მეოთხე სეტის ტაი-ბრეიკი, რომელიც 20 წუთი გაგრძელდა. ბიორნს ხუთი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ მაკინროიმ ყველა მოიგერია და თამაში მეხუთე სეტში გადაიყვანა.

როგორც მოგვიანებით ჯონმა განაცხადა, მან გაიფიქრა, რომ ბორგი ფსიქოლოგიურად გატყდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. შვედმა მეხუთე სეტში თავისი ყველა გეიმი შეინარჩუნა. ბოლოს კი ბრეიკი გააკეთა და ტიტული დაიცვა.

2. როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 2)-ენდი როდიკი (აშშ, 6) 5:7, 7:6(6), 7:6(5), 3:6, 16:14

2009 წელი. ფინალი

სწორედ ამ მატჩში დაამხო ფედერერმა პიტ სამპრასის რეკორდი "დიდ სლემზე" მოპოვებული ტიტულების რაოდენობით. ამერიკელი პირადად ესწრებოდა ამ შეხვედრას და, ალბათ, თავის თანამემამულეს გულშემატკივრობდა.

აქამდე როდიკს ორჯერ ჰქონდა წაგებული როჯერთან უიმბლდონის ფინალი - 2004 და 2005 წლებში. ამჯერად კი, პრაქტიკულად, ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვების მოსაპოვებლად. პირველი სეტის მოგების შემდეგ ამერიკელმა მომდევნო ორი პარტია ტაი-ბრეიკზე წააგო, მაგრამ მეოთხე სეტში ისევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

გადამწყვეტი პარტია ყველაზე დაძაბული გამოდგა (და სარეკორდო "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში მეხუთე სეტში გათამაშებული გეიმების რაოდენობით). 8:8-ზე როდიკს ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ფედერერმა ორივე საფრთხე მოიგერია და ამის შემდეგ დამაჯერებლად ინარჩუნებდა თავის გეიმებს.

ენდი კი შესამჩნევად დაიღალა და მხოლოდ საკუთარი მოწოდების ხარჯზე რჩებოდა თამაშში, თუმცა 30-ე გეიმში მთავარმა იარაღმაც უღალატა - როჯერმა მატჩში თავისი ერთადერთი ბრეიკი გააკეთა და მეექვსედ მოიგო უიმბლდონის მთავარი პრიზი.

1. რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 2)-როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 1) 6:4, 6:4, 6:7(5), 6:7(8), 9:7

2008 წელი, ფინალი

მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალი ერთი წლით ადრე გაიმართა. როლან გაროსზე ფედერერმა მტკივნეული მარცხი იწვნია ნადალისგან ფინალში, როცა ესპანელს მხოლოდ ოთხი გეიმი აართვა, თუმცა უიმბლდონი შვეიცარიელის მშობლიური სახლი იყო, სადაც ის ყოველთვის ყველაზე ძლიერი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, პირველი ორი სეტი ნადალმა მოიგო. არადა, მეორე პარტიის სტარტზე როჯერმა ბრეიკით წაიყვანა ანგარიში.

მესამე პარტიის მსვლელობისას, რომელიც წვიმის გამო შეწყდა, სათამაშო უპირატესობა უკვე შვეიცარიელის მხარეს გადავიდა და მან ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა. მეოთხე პარტიაში არცერთი ბრეიკი არ დაფიქსირებულა.

ამჯერად მე-13 გეიმი უკეთ ესპანელმა დაიწყო და წინ გაიჭრა - 4:1, 5:2... ამ მომენტში რაფაელს საკუთარ მოწოდებაზე ოთხმაგი მატჩბოლის მიღების შანსი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ესპანელმა სეტბოლის მოგერიების შემდეგ მაინც მიიღო ორი მატჩბოლი - 7:6-ზე და 8:7-ზე. ფედერერმა ორივე ბურთი გადაარჩინა და შემდეგ სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მეხუთე სეტი, რომელიც ისევ შეწყდა წვიმის გამო, პრაქტიკულად, სიბნელეში სრულდებოდა და სავარაუდოდ, 8:8-ზე მას ორშაბათისთვის გადადებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში ნადალმა ბრეიკი გააკეთა და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა, რითაც კარიერაში პირველად მოიგო უიმბლდონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა