ევრო 2012-ის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა ჩეხეთის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. ვარშავაში გამართულ შეხვედრაში, კრიშტიანო რონალდოს გატანილი გოლის წყალობით, პორტუგალიის ნაკრებმა ჩეხეთის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი 20-30 წუთის განმავლობაში მოედანზე თანაბარი ბრძოლა წარიმართა. გარკვეულ პერიოდში თითქოს ჩეხები უფრო აქტიურობდნენ, თუმცა ამის შემდეგ პაულუ ბენტუს შეგირდებმა ინიციატივა ნელ-ნელა ხელთ იგდეს.

პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე გატანის შანსი კრიშტიანო რონალდოს ჰქონდა, რომელმაც ოსტატობის ხარჯზე შეძლო რთულ სიტუაციაში ბურთის მიღება და დარტყმა, თუმცა იმ ეპიზოდში პეტერ ჩეხის კარი ძელმა იხსნა.

რონალდომ ჩეხთა კარის ძელი კიდევ ერთხელ, მეორე ტაიმის დასაწყისშიც შეაზანზარა, ხოლო მესამედ კი - 79-ე წუთზე, შანსი უკვე ხელიდან აღარ გაუშვა. შეტევის მარჯვენა ფლანგზე ნანიმ მოუტინიოს გაუკეთა წინ პასი, რომელმაც თითქმის მოედნის კიდემდე ჩაირბინა და საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას პორტუგალიელთა ვარსკვლავმა დაასწრო და ბურთი კარში ეფექტური თავურით გადაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ეს რონალდოს მესამე გოლია ევრო 2012-ზე.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა 22 ივნისს საბერძნეთისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირებაში გაირკვევა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა