55 წლისა მოულოდნელად ხელიდან გამოგვეცალა სამამულო ფეხბურთის დიდებისა და მშვენების კოლორიტული განსახიერება - რამაზ შენგელია
კიდევ ერთი დიდი ტკივილი და თავზარდამცემი დანაკლისი განიცადა ქართულმა ფეხბურთმა - 55 წლისა მოულოდნელად ხელიდან გამოგვეცალა სამამულო ფეხბურთის დიდებისა და მშვენების კოლორიტული განსახიერება - რამაზ შენგელია.

ქართული ფეხბურთის ყველა თაობას ჰყავდა არა მხოლოდ ოსტატობით, არამედ, ამასთან ერთად, ადამიანური ღირსებითაც გამორჩეული ფეხბურთელები, ყოველმხრივ მისაბაძნი რომ იყვნენ და ამაღლებდნენ ზოგადად ქართული სპორტისა და თვით ფეხბურთის ავტორიტეტს, იხვეჭდნენ სახელს და იმსახურებდნენ საყოველთაო პატივისცემას.

აი, ასეთი ღირსებებით შემკულმა გაატარა თავისი ლამაზი სიცოცხლე ფეხბურთსა და ცხოვრებაში ჩვენმა სათაყვანო თანაგუნდელმა რამაზ შენგელიამ.

ქუთაისის "ტორპედოში" დიდ ფეხბურთს ნაზიარებმა პიროვნული საფეხბურთო და ადამიანური ურთიერთობების ხელწერა შემოიტანა თბილისის "დინამოში", რომელიც მისთვისაც უსაყვარლეს და სიამაყის მომგვრელ გუნდად იქცა. ბედნიერი იყო, რომ მიეცა ამ ლეგენდარული კლუბის მაისურას ჩაცმის შესაძლებლობა.

მის საფეხბურთო შემოქმედებას გვირგვინად ადგას 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთივე მატჩში მონაწილეობა და გატანილი გოლი, 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში თბილისელ თანაკლუბელებთან ერთად გამარჯვება, 1980 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ახალგაზრდებს შორის.

280 მატჩი ითამაშა სსრ კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. გახდა ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი, თასის (1979) მფლობელი. სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 1978 და 1981 წლებში.

1981-ში საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც ხვდა წილად. იმავე წელს საქართველოში აღიარეს წლის საუკეთესო სპორტსმენად, "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვით კი რჩეულ ათეულში (მე-7 ადგილი) შევიდა; გახდა ფედოტოვის "ასიანთა კლუბის" წევრი. ქართველი ფეხბურთელებიდან მას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი უმაღლესი ლიგის მატჩებში.

სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი - ეს ორი ტიტული სრულად ასახავს მის ღვაწლს სპორტსა და ცხოვრებაში.

საოცრად გვიმძიმს წარსულში ჩვენი უსაყვარლესი ადამიანის მოხსენიება. თითოეულმა ჩვენგანმა დაკარგა გულის ნაწილი. ისღა დაგვრჩენია, მუდამ ღირსეულად მივაგოთ პატივი მის ნათელ ხსოვნას და გვიყვარდეს ისე, როგორც მას უყვარდა სამშობლო, მშობელი ხალხი და საქმე, რომელსაც მთელი სიცოცხლე შესწირა.

თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა