ფილ ნევილმა თავის ევერტონელ თანაგუნდელებს შეუძახა...
ფილ ნევილმა თავის ევერტონელ თანაგუნდელებს შეუძახა. მოგეხსენებათ, ქალაქ ლივერპულის ამ გუნდმა სეზონი საშინლად დაიწყო, რასაც შუა კვირაში "ქარლინგის თასზე" "ბრენტფორდთან" დამარცხებაც დაემატა. პირველი ლიგის გუნდმა მერსისაიდელებს ძირითად დროში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, 1:1 ეთამაშა და საქმე თერთმეტმეტრანებამდე მიიყვანა, სადაც, როგორც მოგახენეთ, აჯობა. მეტსაც გეტყვით, ბრენტფორდელ ჩარლი მაკდონალდს მე-60 წუთზე პენალტი რომ გაეტანა, ვინ იცის ქვედალიგელებს ძირითად დროშივე გაემარჯვათ.

და ყველაზე უცნაური რა არის იცით? ის, რომ "ევერტონს" ამ სეზონში მხოლოდ ერთი თამაში აქვს მოგებული და ისიც არა პრემიელიგაში, არამედ "ქარლინგის თასის" წინა ეტაპზე "ჰადერსფილდთან".

"ბლექბერნთან", "ნიუკასლსა" და "ასტონ ვილასთან" დამარცხების გამო დღისათვის დევიდ მოიესის გუნდი პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

ნევილი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ ორ შეხვედრაში მოახერხა თამაში, თანაგუნდელებს ეუბნება, რომ ჯერჯერობით ევროსარბიელზე დაბრუნებაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა გასავარდნთა ზონისთვის თავის დაღწევაა.

"თავს ვერაფრით გავიმართლებთ. სიმართლეს ვერსად დავემალებით. ჩვენ ცუდად ვთამაშობდით და ამ შეხვედრებში გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. ბლექბერნში ვერ მოვიგეთ - უიღბლობააო. ვულვერჰემპტონში ვერ მოვიგეთ - უიღბლობააო. ბირმინგემში ვერ მოვიგეთ - უიღბლობააო. ყველა იმას იმეორბს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთო. ეს ყველაფერი ნაგავია და უნდა დავივიწყოთ. დროა თვალები ფართოდ გავახილოთ და შევხედოთ სად ვართ სინამდვილეში. დავივიწყოთ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. ახლა მთავარი შაბათის თამაშზე ფიქრი და მოგებაა. როგორც ჩანს სეზონის დასაწყისში ძალიან ბევრი ვიფიქრეთ სეზონის ბოლოზე, ხოლო ახლანდელი გასაკეთებელი დაგვავიწყდა".

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე