"ერთხელაც დავინახე, რომ რაგინდ ძლიერი ფეხბურთელები გყავდეს, გუნდური თამაში და ორგანიზებულობა ყველაზე მნიშვნელოვანია"
ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე აზრის გამოთქმა არაერთ სპეციალისტს ვთხოვეთ. ამჯერად კი სტამბულში "კაისერისფორის" თავკაც შოთა არველაძეს დავუკავშირდით.

ის მოქმედი მწვრთნელია ევროპის ერთ-ერთ შეძლებულ ლიგაში. ფეხბურთელობისას არაერთი კარგ ევროპულ გუნდში უთამაშია არაერთი დიდი ევროპული გუნდის წინააღმდეგ.

მოკლედ, ევროპულ ფეხბურთში კარგად გაცნობიერებულ რესპონდენტს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ჯგუფური ეტაპი დასრულდა და როგორ შეაფასებდი განვლილ მატჩებს?

- ჯგუფურ ეტაპზე მოხდა ის, რასაც ველოდი და რასაც, ალბათ, უმრავლესობა ელოდა. განსაკუთრებული სიურპრიზები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჰოლანდია ტურნირს გამოეთიშა.

არადა, ამ გუნდს ლამაზი და შემტევი ფეხბურთი უნდა ეჩვენებინა. ვფიქრობ, დანიასთან მარცხის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრებში ყველაფერი აირია.

- ჰოლანდიურ ფეხბურთს კარგად იცნობ, გითამაშია "აიაქსსა" და "ალკმაარში". იქ მწვრთნელადაც გიმუშავია. ჰოლანდიის ამ ნაკრებში ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან არიენ რობენი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, რობინ ვან პერსი... მაინც რა გგონია ასეთი ხელმოცარვის მიზეზი?

- ბოლო ექვის წლის განმავლობაში ჰოლანდიის ნაკრები მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. დანიასთან, უბრალოდ, არ გაუმართლა. მერე როგორც გაირკვა, გუნდში ფეხბურთელებს შორის პრობლემა არსებობდა. ზოგიერთმა მოთამაშემ საკუთარი თავი გუნდზე მაღლა დააყენა.

- ჯგუფურ ეტაპზე რომელმა გუნდმა ითამაშა ყველაზე კარგი და საინტერესო ფეხბურთი?

- ესპანეთმა, რუსეთმა და გერმანიამ.

- როგორც მწვრთნელს, რა ტენდენციები დაგანახა ევროპის ამ ჩემპიონატმა?

- ერთხელაც დავინახე, რომ რაგინდ ძლიერი ფეხბურთელები გყავდეს, გუნდური თამაში და ორგანიზებულობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

რამაც ყველაზე უფრო გამაკვირვა, ასეთი დიდი ტურნირისთვის ზოგი გუნდი არცთუ კარგად აღმოჩნდა მომზადებული ფიზიკურად.

- ესპანეთი და გერმანია - სპეციალისტების უმრავლესობას ეს გუნდები მიაჩნია ტურნირის ფავორიტებად და ეთანხმებით ასეთ შეფასებას?

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ესპანეთი და გერმანია თამაშის სტილით მკვეთრად განსხვავდებიან, მაგრამ ორივე ნაკრები თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და თანამედროვე ფორმაციის ფეხბურთელებიც ჰყავთ.

- ისე ჩანს, რომ თითქმის ყველა გუნდი 4-3-3 განლაგებით თამაშობს. რატომ, ეს უკვე დოგმად იქცა თანამედროვე ფეხბურთში თუ სხვა რამეშია საქმე?

- არა მგონია, რომ ეს დოგმა იყოს. უბრალოდ, მთელი მსოფლიო ახლა მართლაც ამ სქემას ანიჭებს უპირატესობას და ნაკრების მწვრთნელებს დრო, ფაქტობრივად, აღარ რჩებათ, რომ რაიმე ძირეული ცვლილებები განახორციელონ.

- ჩემპიონთა ლიგა თუ ევროპის ჩემპიონატი - რომელი ტურნირი მიგაჩნია უფრო სოლიდურად და რატომ?

- ლიგა ყველაფერს მირჩევნია, რადგან მასში მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები თამაშობენ. ტურნირი თითქმის ერთ წელიწადს გრძელდება და ამ პერიოდში ყველაფერი კარგად ჩანს: ხასიათი, ნებისყოფა, გუნდური თამაში და ტაქტიკა; კარგად ჩანს ფეხბუთელის პროფესიონალიზმი, რამაც მისი სისტემატურად კარგ ფორმაში ყოფნა უნდა უზრუნველყოს - ამ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ.

- ევროპის ამ ჩემპიონატმა სასიამოვნოდ ვერაფრით გაგაკვირვა?

- რასაც შემოქმედებითობა ჰქვია, ახალი ჯერ ვერაფერი დავინახე. დიდი გუნდები - ესპანეთი და გერმანია ისევ ისე თამაშობენ, როგორც ადრე.

თუ რამემ გამაკვირვა, იყო რუსეთის ნაკრები. რუსებს ასეთ სტილში ფეხბურთი არასდროს უთამაშიათ.

- საკუთარ გუნდზეც გკითხავ. როდის იწყებთ მზადებას და რას გეგმავთ 2012/13 წლების სეზონში?

- მზადებას 28 ივნისს ვიწყებთ და ევროტურნირზე მოხვედრას ვგეგმავთ. "კაისერისფორის" თამაშის სტილი არ შეიცვლება და იმედია, წარმატებასაც მივაღწევთ.

- რომელიმე ქართველი ფეხბურთელის დამატებას ხომ არ აპირებ?

- აღარ. გიორგი ლორიას დამატება კი მინდოდა, მაგრამ ლეგიონერებზე ლიმიტის გამო არჩევანი თურქ მეკარეზე გავაკეთე.

შოთა არველაძე: რა თქმა უნდა: ლიგა, ესპანეთი და გერმანია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევრო 2012. სპეციალისტის შეფასება და მეოთხედფინალების პროგნოზი

სპეციალისტის აზრი: ევრო 2012-ზე კოლექტიური თამაში იმარჯვებს

რევაზ ძოძუაშვილი: ესპანელებმა ფეხბურთის ხვალინდელი დღე გვიჩვენეს

senakeli
ესპანეთი საფრანგეთთან გავარდება
shota
გერმანია გამოიყურება როგორც რუსეთის ნაკრები. ჰოლანდის უნიათო გამოსვლის ფონზე გამოჩნდა გერმანია. მაგასც ნახავთ მთელი საქართველო რუსეთის ნაკრების დიდებაში იყავით რა გუნდი ყავსო მერე რო წაგო აუ ბურთის გაგორება არ იციანო. იგივე მოუა გერმანელებს VIVA ESPANIA
ggg
შოთა როგორც იტყვის ისე იქნება, ან გერამნია ან ესპანეთი:D:D:D:D
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა