ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანეთი VS საფრანგეთი - ლორან ბლანის ბანაკში არეულობაა?!

ესპანეთი VS საფრანგეთი - ლორან ბლანის ბანაკში არეულობაა?!

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4 ფინალის წინ

23 ივნისს ევრო 2012-ზე პირველი ნახევარფინალური წყვილი შედგება: პორტუგალიელები ელიან, ვინ მოიპოვებს მათთან დაპირისპირების უფლებას, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანელები თუ ფრანგები.

ერთი შეხედვით ამათ დაპირისპირებაში ესპანელებს დიდი უპირატესობა აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

ამხანაგურებში ლომები, ოფიციალურში?

ორი მეზობელი ქვეყანა, რომ ხშირად შეხვდებოდა ერთმანეთს, ცხადია. აქამდე ესპანეთი და საფრანგეთი 30-ჯერ დადგნენ პირისპირ.

ესპანელებმა 13 მოიგეს და 11 წააგეს, ბურთების სხვაობა კიდევ უფრო სოლიდურია, მაგრამ: 13-ვე გამარჯვება "ფურია როხამ" "მამლებზე" ამხანაგურ მატჩებში მოიპოვა.

ოფიციალურ მატჩებში კი ბალანსი ასეთია, ფრანგებმა 6-დან 5 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

ყველაზე ბოლოს იყო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი, ჰანოვერის მატჩი, როცა მერვედფინალში კარლეს პუიოლმა სულელური ჯარიმა "აიკიდა", რასაც მოყვა კიდევაც ფრანგების გადამწყვეტი გოლი. საბოლოოდ, ის მატჩი რიბერის, ვიეირას და ზიდანის გოლების წყალობით ფრანგებმა 3:1 მოიგეს.

ორივე ნაკრები მეოთხედფინალამდე ცოტა უხასიათოდ მივიდა, ესპანეთის ნაკრებმა ბევრი ინერვიულა და ქომაგიც ანერვიულა, საბოლოოდ, კი მაინც შეძლო უნიათო თამაშით ხორვატების ძლევა. აი, ფრანგებმა კი სულაც 0:2 წააგეს შვედებთან.

ამბობენ, ამას ფრანგთა ბანაკში განხეთქილება და ჩხუბიც კი მოყვაო. პრინციპში, ეს ხმები თავად ლორან ბლანმა დაადასტურა: "იყო არეულობა, მაგრამ ახლა სრული სიმშვიდეა. ეს ერთი მხრივ კარგია. გამოდის, რომ ბიჭები წაგებას ვერ ეგუებიანო".

ასეა თუ ისე, ფაქტია - ფრანგთა ბანაკში იდილია ნამდვილად არ არის.

ცრუ თუ ნაღდი?

ვისენტე დელ ბოსკე ისევ ძიებაშია: როგორც ჩანს, ერთი კარგი თამაში არ კმარა, ფერნანდო ტორესმა ჯერაც ვერ დაამტკიცა, რომ ნაკრების შეუცვლელი წევრია. 61 წლის დელ ბოსკე ჯერაც ფიქრობს, ნაღდი 9 ნომრით ითამაშოს, თუ ცრუ ცენტრფორვარდით.

მოკლედ, ფერნანდო ტორესი იქნება სასტარტოში თუ სესკ ფაბრეგასი, ჯერ შეიძლება თავად დელ ბოსკემაც არ იცის.

შვედებთან მარცხზე უარესი იმ მატჩში ფრანგებს ფილიპ მექსეს გაფრთხილება შეხვდათ. ეს ცენტრალური მცველის მეორე ყვითელი ბარათი იყო და ახლა დაცვის ლიდერი უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას გამოტოვებს. ლორან ბლანს კი მექსეს და ადილ რამის გარდა, მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი ჰყავს ევროპის ჩემპიონატზე წაყვანილი - ლორან კოშელნი.

უნდა თუ არ უნდა, ბლანი უნდა ენდოს კოშელნის, მას სხვა გზა არა აქვს. სხვა მხრივ, ბლანი ალბათ დააბრუნებს ჟერემი მენეზს ძირითად შემადგენლობაში.

რამდენიმე ფრანგს ტრავმები აწუხებს, თუმცა სამირ ნასრი, იოან კაბაი და ფრანკ რიბერი თამაშს მაინც შეძლებენ. რიბერიმ და ნასრიმ ოთხშაბათის ვარჯიშები სრულად გამოტოვეს.

მთავარი დუელი

ანდრეს ინიესტა VS ალუ დიარა

სიმართლე გითხრათ, დუელი მთლად ზუსტი არ გამოვა, რადგან, როგორც წესი, ანდრეს ინიესტა ერთ კონკრეტულ მეტოქეზე ხშირად მთელ ჯგუფს ებრძვის.

ვფიქრობთ, მთელი მსოფლიო შემოიარა ფოტოებმა, როცა ანდრესი 5 იტალიელის, ან ამდენივე ხორვატის გარემოცვაშია.

მოკლედ, მხოლოდ ალუ დიარამ თუ იყოჩაღა, საფრანგეთი შვებით ვერ ამოისუნთქავს, სხვებმაც მაღალ დონეზე უნდა ითამაშონ, რათა ესპანეთის სუპერ-შუახაზი როგორმე გააჩერონ.

რა გამოვა აქედან ძნელი სათქმელია, ერთდროულად ჩავის, ინიესტას და სილვას გაჩერება ვერ წარმოგვიდგებია...

იცით თუ არა, რომ...

* ირლანდიის ნაკრებთან მატჩში ჩავიმ ევროპის რეკორდი დაამყარა, როცა 127 პასი გააკეთა. მან ჰოლანდიელი რონალდ კუმანის 20 წლისწინანდელი რეკორდი დაამხო.

* შვედებთან წაგებით ფრანგებმა 23-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს.

* საფრანგეთის ნაკრები უკანასკნელი გუნდია, რომელმაც შეძლო ესპანელთა გაძევება, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპებიდან. ეს 2006 წლის მუნდიალზე მოხდა.

პრესკონფერენცია

ლორან ბლანი

"ესპანეთის ნაკრების სათამაშო ფილოსოფია მთლიანად ეყრდნობა "ბარსელონას" ფილოსოფიას. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ესპანეთის ნაკრები დაახლოებით 70%-ით აკონტროლებს ბურთს და შენ ასეთ თამაშს უნდა შეეგუო, რადგან ჯერ არ ჩანს გუნდი, რომელიც ესპანეთის ნაკრებს ბურთს წაართმევს.

კოშელნის შესანიშნავი შანსი მიეცა, დაამტკიცოს, რომ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი აზრით, რაც უფრო გახურდება თამაში და დასკვნისკენ წავა, მით უფრო მეტი შანსი მოგვეცემა.

რიბერის და ნასრიც ჰქონდათ მცირე პრობლემები, მაგრამ ახლა თამაშისთვის მზად არიან".

ვისენტე დელ ბოსკე

"საბოლოო შემადგენლობა ჯერ არ გადამიწყვეტია, განსაკუთრებით შეტევაში. მე მყავს 23-კაციანი, თანაბარძალოვანი გუნდი, სადაც ყოველ პოზიციაზე კონკურენციაა. ეს კი ძალიან მახარებს. ესპანეთის ნაკრები უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის.

არ მჯერა, რომ მეტოქე დაცვაში ჩაიკეტება, მათ ძალიან ბევრი ინიციატივიანი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც უყვართ იმპროვიზაცია.

საფრანგეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავს, ასე რომ, მძიმე ბრძოლა გველის. აქედან ესპანეთი შორსაა, თუმცა 2 ათასი ფანიც დიდი ძალაა, რომლებიც ხვალ გაგვამხნევებენ.

ოთხი წლის წინათ, ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ, ორი წლის წინათ - მსოფლიოს. ამიტომ ყველა ფავორიტად გვთვლის, თუმცა ოფიციალურ მატჩებში უპირატესობა ფრანგებს აქვთ.

ვნახოთ, იქნებ ხვალ ისტორია შევცვალოთ..."

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4 ფინალი

23 ივნისი. დონეცკი. დონბას არენა. 22:45

ესპანეთი-საფრანგეთი

სავარაუდო შემადგენლობები

კასილიასი - ლორისი

არბელოა - დებიუში

ს. რამოსი - კოშელნი

პიკე - რამი

ალბა - კლიში

ბუსკეტსი - დიარა

ჩ. ალონსო - მ'ვილა

ჩავი - მენეზი

სილვა - ნასრი

ინიესტა - რიბერი

ტორესი - ბენზემა

ტრავმა

არავინ - კაბაი (?)

ნასრი (?)

რიბერი (?)

დისკვალიფიკაცია

არავინ - მექსე

მსაჯი

ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა

ესპანეთი

ესპანეთი-იტალია 1:1

ესპანეთი-ირლანდია 4:0

ესპანეთი-ხორვატია 1:0

მეკარე: იკერ კასილიასი (3 თამაში)

მცველები: ჟერარდ პიკე (3), სერხიო რამოსი (3), ალვარო არბელოა (3), ხორდი ალბა (3), ხავი მარტინესი (1)

ნახევარმცველები: სესკ ფაბრეგასი (3, 2 გოლი), ანდრეს ინიესტა (3), ჩავი ერნანდესი (3), ჩაბი ალონსო (3), სერხიო ბუსკეტსი (3), დავიდ სილვა (3, 1), ხესუს ნავასი (2, 1), სანტი კასორლა (1).

თავდამსხმელები: ფერნანდო ტორესი (3, 2), ალვარო ნეგრედო (1).

საფრანგეთი

საფრანგეთი-ინგლისი 1:1

საფრანგეთი-უკრაინა 2:0

საფრანგეთი-შვედეთი 0:2

მეკარე: უგო ლორისი (3 თამაში)

მცველები: მატიო დებიუში (3), ადილ რამი (3), ფილიპ მექსე (3), გაელ კლიში (2), პატრის ევრა (1).

ნახევარმცველები: სამირ ნასრი (3, 1 გოლი), ფანკ რიბერი (3), ალუ დიარა (3), იოან კაბაი (2, 1), ჟერემი მენეზი (2, 1), ფლორან მალუდა (2), იან მვილა (2), მარვინ მარტენი (2), ჰატემ ბენ არფა (2).

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (3), ოლივიე ჟირუ (2).

ურთიერთშეხვედრები

30 თამაში

13 ესპანეთი, 11 საფრანგეთი, 6 ფრე, 57-35 (ესპ.)

ბოლო ოფიციალური დაპირისპირება

27.06. 2006 ესპანეთი-საფრანგეთი 1:3 (ევრო 2006)

* ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ბორდოში დაიწყო. 1922 წელს ამხანაგურ მატჩში ესპანელებმა მასპინძლები სასტიკად გაანადგურეს - 4:0.

* ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან ესპანელებმა 3 მოიგეს, ფრანგებმა 1.

* 1929 წელს ამხანაგურ მატჩში ესპანეთმა 8:1 გაანადგურა საფრანგეთი.

ისტორია მამლების მხარეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა