ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4 ფინალის წინ

როი ჰოჯსონი ჩეზარე პრანდელის წინააღმდეგ. იმედია, ინგლისის გულშემატკივრები არ გვიწყენენ თუ ვიტყვით: აპენინელებს მინიმუმ იმით მაინც შეუძლიათ იამაყონ, რომ აშკარად უკეთესი დამრიგებელი ჰყავთ.

დანარჩენ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად კი ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი...

ტრადიცია თუ ამბიციაც

რას ვგულისხმობთ ქვესათაურში? იმას, რომ 46 წელია, ყველა დიდ ტურნირზე, სადაც ინგლისი გამოდის, ფავორიტთა შორის სახელდება და საბოლოოდ, იდეალურ შემთხვევაში, მხოლოდ საუკეთესო ოთხეულში თუ ახერხებს გაძვრომას. განა ასე არ იყო თავის დროზე ესპანეთიც? განა პირენეელებს "შესარჩევი ეტაპის ჩემპიონებს" არ უწოდებდნენ? დღეს რა სტატუსით სარგებლობს ეს გუნდი, ყველამ ვიცით. და რატომ არ შეიძლება ინგლისელებმაც დაწერონ მსგავსი ისტორია?

მიუხედავად წინა საჩემპიონატო დანაკარგებისა, "სამი ლომის" შემადგენლობა მაინც ძალიან ძლიერია. უკანა ხაზი კი სიმყარეში არც გერმანიას დაუდებს ტოლს და არც ესპანეთს. ხოლო ის, თუ რა შეუძლია გაუვალ დაცვას, "ჩელსიმ" ყველას დაუმტკიცა.

შედარებით სუსტად გამოიყურება ინგლისელთა შუა ხაზი, განსაკუთრებით ფლანგები. თავდასხმაში კი როი ჰოჯსონს უეინ რუნი ჰყავს და ამით ყველაფერი ნათქვამია. რაც მთავარია, არც ერთ ინგლისელ ფეხბურთელს სერიოზული ტრავმა არ აწუხებს. საეჭვო მხოლოდ ეშლი იანგის ასპარეზობაა.

ყველგან აძურა

ინგლისის ნაკრებისა არ იყოს, ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატებებით ვერც იტალიის ნაკრები დაიკვეხნის.

კონტინენტის პირველობის ერთადერთი ოქროს მედალი "აძურამ" 1968 წელს მოიპოვა და ისიც... მონეტის წყალობით.

აპენინელებმა 1/2-ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დაასრულეს, გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება კაპიტანმა ჯაჩინტო ფაკეტიმ მოიპოვა, როცა ხურდა ფულის ის მხარე გამოიცნო, რომელიც "დაჯდა".

იტალიაში დიდი ამბავია ატეხილი. ნაკრებზე ლაპარაკობენ ყველგან და ყოველთვის - გაზეთებში, ტელევიზიებში, ბარებში, ქუჩაში, ძილის წინ თუ ახლად გაღვიძებულზე. "კორიერე დელო სპორტმა" დიდი ამბით დაწერა, რომ ინგლისს ბალოტელისა ეშინია და რომ მათთვის იტალიასთან შეხვედრა აპოგეაა.

ერთია, რა ხდება ნაკრებს მიღმა, მეორე ის, თუ რა ამბავია პრანდელის ბანაკში. ყველაფერი კარგად იქნებოდა გუნდს ჯორჯო კიელინი რომ არ დაკლებოდა. პრესა დარწმუნებულია, რომ მას ლეონარდო ბონუჩი შეცვლის.

კასანო, ბარძალი და მოტა კი, ფეხბურთელები, რომელთაც ირლანდიასთან მატჩის შემდეგ მცირე პრობლემები შეექმნათ, უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.

მთავარი დუელი

სტივენ ჯერარდი VS ანდრეა პირლო

იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს გამოკვეთილი ლიდერები ჰყავთ. ვგულისხმობთ ანდრეა პირლოსა და სტივენ ჯერარდს. სწორედ მათმა უტეხმა სულმა და გუნდის აყოლიების ნიჭმა უნდა გამოადნოს გამარჯვება.

ამის დასტურია ფეხბურთელების ინდივიდუალური სტატისტიკაც: იუვენტუსელის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე გადაცემაა - ხორვატიასთან მან თავად გაიტანა, ესპანეთთან დი ნატალეს გაატანინა, ირლანდიასთან - კასანოს.

მართალია, "ლივერპულის" კაპიტანს გოლი არ გაუტანია, მაგრამ მან საფრანგეთთან ლესკოტს დაასვა ბურთი თავზე, შვედეთთან - კეროლს, უკრაინასთან - რუნის.

კომენტარები

როი ჰოჯსონი

"ბოლო დღეებში უეინ რუნი ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა მაინც გამიკვირდა, როცა თამაშში ასე კარგად ჩაერთო.

განსხვავება მატჩსა და ვარჯიშს შორის ხომ მაინც ძალიან დიდია. მას სათამაშო რიტმის შეგრძნება სჭირდებოდა და ეს უკვე მოხდა.

იტალიასთან შეხვედრამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტოქის თამაში მაქსიმალურად შევისწავლოთ და აქედან ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ.

მინდა, ვთხოვო ჩემს ფეხბურთელებს, რომ მიუხედავად ყვითლების სიმრავლისა, ითამაშონ ისე, როგორც ჩვეულებრივ. ნებისმიერ შემთხვევაში ამ მატჩის ხასიათი წინა თამაშებისგან განსხვავებული იქნება, რადგან ეს უკვე პლეი ოფია. მთავარია, რომ ჯერ კიდევ აქ ვართ და ტურნირში ვმონაწილეობთ".

ჩეზარე პრანდელი

"ინგლისს უყვარს თავისი თამაშის თავს მოხვევა. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს მათთან დაპირისპირება. ეს გუნდი გაუტეხელი ხასიათისაა.

ბრძოლას ისინი აუტისთვისაც კი არ თმობენ. ჰოჯსონს შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც მოედანს ფანტასტიკურად ხედავენ. მცირე რისკი იყო ირლანდიასთან მარიო ბალოტელის თამაში, მაგრამ ასეთ ფეხბურთელებს უყვართ თამაშში ისეთ დროს ჩართვა, როცა გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია.

მარიომ შეასრულა ჩემი დავალება და თავდადებით ითამაშა. როცა მიხვდება, რომ მისი ცუდი არავის უხარია, სწორედ მაშინ იქნება მის თავს ყველაფერი კარგად. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მას ყველანაირად დავეხმაროთ ამაში".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4 ფინალი

24 ივნისი. კიევი. ოლიმპიური. 22:45

ინგლისი-იტალია

სავარაუდო შემადგენლობები

ჰარტი - ბუფონი

ჯონსონი - ბარძალი

ტერი - დე როსი

ლესკოტი - ბონუჩი

ე. კოული - მაჯო

ჯერარდი - მარკიზიო

პარკერი - მოტა

მილნერი - პირლო

რუნი - ბალძარეტი

იანგი - კასანო

კეროლი - ბალოტელი

ტრავმა

არავინ - კიელინი

დისკვალიფიკაცია

არავინ - არავინ

მსაჯი

პედრო პროენშა (პორტუგალია)

ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა

ინგლისი

ინგლისი-საფრანგეთი 1:1

ინგლისი-შვედეთი 3:2

ინგლისი-უკრაინა 1:0

მეკარე: ჯო ჰარტი (3 თამაში)

მცველები: გლენ ჯონსონი (3), ეშლი კოული (3), ჯონ ტერი (3), ჯოლეონ ლესკოტი (3, 1 გოლი).

ნახევარმცველები: თეო უოლკოტი (3, 1), სტივენ ჯერარდი (3), ეშლი იანგი (3), ჯეიმს მილნერი (3), სკოტ პარკერი (3), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (3), ჯორდან ჰენდერსონი (1).

თავდამსხმელები: დენი უელბეკი (3, 1), ენდი კეროლი (2, 1), უეინ რუნი (1, 1), ჯერმენ დეფო (1).

იტალია

იტალია-ესპანეთი 1:1

იტალია-ხორვატია 1:1

იტალია-ირლანდია 2:0

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (3 თამაში)

მცველები: ჯორჯო კიელინი (3), ლეონარდო ბონუჩი (3), კრისტიან მაჯო (2), ფედერიკო ბალცარეტი (1), ანდრეა ბარძალი (1), იგნაციო აბატე (1).

ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (3, 1 გოლი), ტიაგო მოტა (3), კლაუდიო მარკიზიო (3), დანიელე დე როსი (3), ემანუელე ჯაკერინი (2), რიკარდო მონტოლივო (1), ალესანდრო დიამანტი (1), ანტონიო ნოჩერინო (1).

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (3, 1), ანტონიო კასანო (3, 1), ანტონიო დი ნატალე (3, 1), სებასტიან ჯოვინკო (2).

ურთიერთშეხვედრები

22 თამაში

9 იტალია, 7 ინგლისი, 6 ფრე, 28-26 (ინგ.)

ბოლო ოფიციალური დაპირისპირება

11.10. 1997 იტალია-ინგლისი 0:0 მუნდიალი 1998 საკვ.

* ოფიციალურ მატჩებში მხოლოდ ერთხელ შეძლეს ინგლისელებმა იტალიელების დამარცხება. 1977 წელს "სამმა ლომმა" "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, "უემბლიზე" - 2:0. მაგრამ აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, იტალიელებს საგზური განაღდებული ჰქონდათ... ინგლისელთა ხარჯზე.

* ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებში ეს ორი გუნდი ორჯერ დაუპირისპირდა ერთმანეთს. ორივეჯერ იტალიელებმა მოიგეს, ორივეჯერ ჯგუფურ ეტაპზე (ევრო 1980 და მუნდიალი 1990).

* ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრა იტალიამ მოიგო, ამის მერე ინგლისი და იტალია უკვე 10 წელიწადია, ერთმანეთს არ დაპირისპირებია. სწორედ იტალიასთან ამხანაგურ მატჩში მოირგო პირველად დევიდ ბექჰემმა კაპიტნის სამკლაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევრო 2012. იტალიის ნაკრები: "აძურას" მცველებმა უეინ რუნი დეტალებში შეისწავლეს

რაფაელ ბენიტესი: სანამ ყველა ანდრეა პირლოზე საუბრობს, ყურადღებას ტიაგო მოტაზე გავამახვილებდი

ტიაგო მოტა: სრულიად გამოვკეთდი

გარი ნევილი: მარიო ბალოტელი ევრო 2012-ზე ძალიან მშვიდია

უეინ რუნი: თუ იტალიის დამარცხება გვინდა, რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გამოვავლინოთ

პოლ პარკერი: იტალიელები 1:0 მოიგებენ

დიეგო მარადონა: მცირე უპირეტესობას ინგლისის ნაკრებს ვანიჭებ

ინგლისი-იტალიის შეხვედრაში ინგლისელი გულშემატკივრები მეტნი იქნებიან

ფილიპ ლამი: ნახევარფინლაში ინგლისის ნაკრებთან მოვისურვებდი თამაშს

ანდრეა პირლო: ინგლისის ნაკრების თამაში ადვილი გამოსაცნობია

forca juve
დღეს ვნახე თამაშის წინ სტატისტიკა. 9 მოგება იტალია, 7 მოგება ინგლისი დ 6 ფრე; მაგრამ ინგლისი იგებდა ძირითადად ამხანაგურ თამაშებს; ბოლო გამარჯვება იყო 1977 წელს, როდესაც იტალიას არაფერში ჭირდებოდა მოგება და მაინც ის წავიდა არგენტინაში; საერთოდ ბევრს უყვარს იტალიაზე ქილიკი, მსოფლიოს დიდი გუნდებიდან ყველასთან დადებითი ბალანსი აქვს ბრაზილიის გარდა. განსაკუთრებით გერმანიასთან და ვიმედოვნებ (100 პროცენტით ვერაფერს დავამტკიცებ, ეს ინგლისის ქართველი გულშემატკივრების სტილიას) ეს ტრადიცია გაგრძელდება; ფორცა აძური,
ნწ ნწ ნწ
90 wels matchi mesame adgilistvis movuget 2:1 baggio da schilacci
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა