ქუთაისის "ტორპედო" სეზონისთვის სლოვენიაში ემზადება და უკვე ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა
ქუთაისის "ტორპედო" სეზონისთვის სლოვენიაში ემზადება და უკვე ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ქუთაისელები პირველი შეხვედრაში ალბანეთის ჩემპიონ "შკენდერბეუსთან" 0:2 დამარცხდნენ, ხოლო ბუქარესტის "სტიაუასთან" ფრედ, 1:1 ითამაშეს.

მოსამზადებელ ეტაპზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ "ტორპედოს" პრეს-სამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"თავისთავად ცხადია, ალბანურ და რუმინულ კლუბებთან შეხვედრებში ჩვენი დადებითი მხარეებიც გამოჩნდა და უარყოფითიც.

ჯერ უარყოფითს ვიტყვი: მიმაჩნია, რომ პირველ მატჩში სუსტ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდით. ალბანელებთან გამოჩნდა, რომ საგოლე მომენტების შექმნა გვეხერხება, თუმცა, რეალიზაცია გვიჭირს.

"სტიაუასთან" თამაში გამოვასწორეთ, უფრო უკეთ მოვახერხეთ ლამაზი და კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება. მაგრამ რეალიზაციის პრობლემამ თავი რუმინელებთანაც იჩინა.

მეორე ტაიმში ჩვენი მოთამაშე ორჯერ დარჩა მეკარესთან პირისპირ და ვერც ერთ ამ შემთხვევაში გოლი ვერ გავიტანეთ. თუმცა, მახარებს ის ფაქტი, რომ ამჯერად დაცვაში უფრო საიმედოდ ვითამაშეთ.

შეკრებაზე სპარინგებს სხვა დატვირთვა აქვს და ფეხბურთელებს სრულად დახარჯვას ვერ მოვთხოვთ - ისინი დატვირთვების ფონზე თამაშობენ და ბოლომდე გახსნილები არ არიან. თუმცა, მიმაჩნია, რომ 5 ივლისისთვის, როდესაც ევროპის ლიგის პირველი მატჩი უნდა ჩავატაროთ, გამოიკვეთება ძირითადი შემადგენლობის კონტურები, ვინ უკეთ არის მომზადებული და ვინ არა. ახლა კი გეგმის მიხედვით მივდივართ.

შემდეგ შეხვედრას "ტორპედო" უკრაინის ჩემპიონ დონეცკის "შახტართან" ჩაატარებს. რა თქმა უნდა, ძლიერ გუნდებთან თამაშისას გამოჩნდება ჩვენი მომზადების დონე, სუსტი მხარეები და რა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ.

შემდეგ ვარჯიშები ამ ნაკლის აღმოფხვრას დაეთმობა. ახლა კი საგანგაშო არაფერი არ ხდება. პირიქით, ამ ეტაპზე "ტორპედოს" მომზადების დონით კმაყოფილი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" რუმინულ "სტიაუას" დაუზავდა

ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო

გია გეგუჩაძე: ყოველ წელს უკეთესი შედეგის მიღწევის პრეტენზია გამაჩნია

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა