ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ბერძნებთან გერმანელების თამაში შეაფასა
ესეც ასე, ნახევარფინალში ვართ! საბერძნეთთან გამარჯვებაში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარებოდა. გული მხოლოდ იმაზე დამწყდა, რომ ბიჭებმა ბევრი მომენტი გააფუჭეს - პირველი ტაიმი 4:0 უნდა მოგვეგო.

თუმცა 4:2-იც მშვენიერი ანგარიშია. ამით მთელ ევროპას დავანახეთ, რომ გერმანიის ნაკრები მართლაც მთავარი ფავორიტია.

ნახევარფინალში ინგლისი ან იტალია გველის. ცნობილი ფაქტია, რომ იტალიელებთან თამაში გვიჭირს და სწორედ მათ დაგვამარცხეს 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ამჯერად მართლა სულერთია, ვის შევხვდებით, რადგან გერმანიის ნაკრები დღეს ძალიან ძლიერია.

ესპანეთის ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ იოახიმ ლიოვის გუნდს დღესდღეობით სუსტი წერტილები არ აქვს! გუნდს, რომელმაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ყველა ოფიციალური თამაში მოიგო, აბსოლუტურად არავისი უნდა ეშინოდეს.

ის კი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ლიოვმა გამაოცა, როცა საბერძნეთთან მატჩში გომესი, პოდოლსკი და მიულერი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. პირადად ჩემი აზრით, ეს არ იყო საჭირო. სიკვდილის ჯგუფში ჩვენ სამივე თამაში მოვიგეთ და კაციშვილი ვერ წარმოიდგენდა, რომ იოგი ძირითად შემადგენლობას ასე შეცვლიდა. წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, ბერძნებთან რომ ვერ მოგვეგო...

ვინც ფიქრობს, რომ "ახლებს" ვაკრიტიკებ, ძალიან ცდება, რადგან ანდრე შიურლემ მარცხენა ფლანგს სიცოცხლე შემატა, მიროსლავ კლოზე ძალიან ბევრს მოძრაობდა და გოლიც გაიტანა, მარკო როისმა კი კიდევ ერთხელ, ამჯერად ევროპის ჩემპიონატზე და გერმანიის ნაკრების ფორმით დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს არევა საჭირო ყოფილიყო...

ახლა ძალიან მაინტერესებს, რომელ ფეხბურთელებს ათამაშებს ლიოვი ნახევარფინალში - "ძველებს" თუ "ახლებს". ერთი რამ ფაქტია: შეცდომა არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება...

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა