ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ევროპის გრანპრი: ფერნანდო ალონსოს ტრიუმფი საკუთარ კედლებში

ევროპის გრანპრი: ფერნანდო ალონსოს ტრიუმფი საკუთარ კედლებში

ალონსო პირველი პილოტია სეზონში, ვინც ორი რბოლა მოიგო, შუმახერმა კი დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ პირველი პოდიუმი მოიპოვა
ცნობილია, რომ ვალენსიას ქუჩის ტრასაზე გასწრება ძალიან რთულია, ამიტომაც დიდ მნიშვნელობას იძენს სასტარტო პოზიცია რბოლის წინ.

23 ივნისს, კვალიფიკაციაში ბრძოლა ძალიან მჭიდრო და დაძაბული გამოვიდა. ყველაფერი წამის მეასედებმა გადაწყვიტეს და სიუპრიზებიც მრავლად იყო. მაგალითად, "ფერარის" პილოტებმა და მიხაელ შუმახერმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს, სამაგიეროდ, პირველი ათეულიდან აიღეს სტარტი "ფორს ინდიას" ორივე წევრმა და კამუი კობაიაშიმ.

პოული დამაჯერებლად მოიპოვა სებასტიან ფეტელმა. მასთან ერთად პირველი რიგიდან აიღო სტარტი ლუის ჰემილტონმა, მეორე რიგში იდგნენ პასტორ მალდონადო და რომენ გროსჟანი.

ინფექციის გამო ევროპის გრანპრის გამოტოვება მოუწია ტიმო გლოკს. "მარუსიამ" მისი შემცვლელი ვერ იპოვნა და ამის გამო პელოტონში 23 პილოტი ვიხილეთ. პირველი ათეულის ყველა წევრმა Soft-ის საბურავით აიღო სტარტი.

სტარტზე სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ფეტელმა შეინარჩუნა ლიდერობა, გროსჟანმა მალდონადოს გაუსწრო, კობაიაშიმ ორი პოზიცია მოიგო, ფერნანდო ალონსომ - სამი. ნიკო როსბერგი მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მეორე წრისთვის ფეტელს უკვე დიდი უპირატესობა ჰქონდა ჰემილტონზე, პირველი ათეული კი ასე გამოიყურებოდა: ფეტელი-ჰემილტონი-გროსჟანი-კობაიაში-მალდონადო-რაიკონენი-ჰიულკენბერგი-ალონსო-დი რესტა-მასა.

ჰემილტონი აშკარად ჩამორჩებოდა ლიდერის ტემპს და მის უკან პილოტების მჭიდრო ჯგუფი შეიქმნა. გროსჟანმა მხოლოდ მეათე წრეზე გაბედა ლუისის გასწრება და გამოუვიდა, თუმცა ჩამორჩენა ფეტელთან უკვე ძალიან ბევრი - ათი წამი იყო.

მე-11 წრეზე საბურავები შეცვალეს ჯენსონ ბატონმა და სერხიო პერესმა, ერთი წრის შემდეგ - ფელიპე მასამ. ალონსომ გაუსწრო ნიკო ჰიულკენბერგს მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში, რაიკონენმა მალდონადოს - მეხუთე პოზიციისთვის, შემდეგ კი ვენესუელელს ფერნანდომაც აუარა გვერდი. ამასობაში, მე-14 წრეზე ჰემილტონმა პირველი პიტსტოპი შეასრულა, მე-15 წრეზე ეს გააკეთეს რაიკონენმა, კობაიაშიმ, მალდონადომ და ჰიულკენბერგმა. ლიდერი სებასტიან ფეტელი ბოქსებში მე-17 წრეზე შევიდა და იქიდან გამოსვლის შემდეგ შეინარჩუნა პირველი ადგილი.

მე-20 წრეზე ტრასაზე პირველი ინციდენტი მოხდა - კონტაქტი ჰქონდათ კობაიაშისა და ბრუნო სენას. პირველს საბურავი გაუსკდა, მეორემ კი წინა ანტიფრთა დაკარგა და ორივენი რემონტისთვის ბოქსებში შევიდნენ. სტიუარდებმა ბრუნო პიტლეინზე საჯარიმო შესვლით დასაჯეს.

ყველაზე გვიან ბოქსებში პოლ დი რესტა შევიდა, მანამდე კი შოტლანდიელმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ გაცვეთილი საბურავებით ვეღარ უმკლავდებოდა მეტოქეთა შეტევებს და 24-ე წრეზე ახალი საბურავებისთვის გაემართა.

25-ე წრისთვის პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: ფეტელი-გროსჟანი-ჰემილტონი-ალონსო-რაიკონენი-მალდონადო-მასა-ჰიულკენბერგი-ბატონი-პერესი.

ძალიან მალე რბოლაში მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა: კონტაქტი იყო ჰეიკი კოვალაინენისა და ჟან-ერიკ ვერნის მანქანებს შორის. ვერნი ბრძოლას გამოეთიშა, ტრასაზე კი უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა - საჭირო იყო ტრეკის გაწმენდა "ტორო როსოს" მანქანის ნამსხვრევებისგან.

გროსჟანი, ჰემილტონი, ალონსო, რაიკონენი, მალდონადო, ჰიულკენბერგი და ფეტელი ბოქსებში გაემართნენ მეორე პიტსტოპზე. ამასთან, ჰემილტონის ბოლიდის მომსახურებისას პრობლემა შეიქმნა და ბრიტანელმა გარკვეული დრო დაკარგა.

უსაფრთხოების მანქანის უკან პირველი ათეული ასე მოძრაობდა: ფეტელი-გროსჟანი-ალონსო-რიკარდო-რაიკონენი-ჰემილტონი-როსბერგი-შუმახერი-უებერი-მალდონადო. 34-ე წრეზე რესტარტი შედგა და ტრასაზე ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, თითქოს ეტაპი თავიდან დაიწყო.

ფეტელმა შეინარჩუნა ლიდერობა, მაგრამ შემდეგ მკვეთრად დაკარგა სიჩქარე და მანქანა გააჩერა. იმ მომენტისთვის ალონსომ გროსჟანს გაუსწრო და საშინაო ტრასაზე ახალი ლიდერი გახდა. ჰემილტონმა უკან ჩამოიტოვა რაიკონენი. მასა და კობაიაში ერთმანეთს შეეჯახნენ, ფელიპე ბოქსებში შევიდა დაზიანებული საბურავის გამოსაცვლელად. მექანიკოსებმა ბრაზილიელს სხვა კომპლექტი დაუყენეს, მაგრამ შემდეგ გამოასწორეს შეცდომა.

36-ე წრისთვის პირველი ათეული: ალონსო-გროსჟანი-ჰემილტონი-რაიკონენი-რიკარდო-შუმახერი-უებერი-მალდონადო-ჰიულკენბერგი-დი რესტა.

გროსჟანმა ვერ შეძლო ზედიზედ მეორე რბოლაში მეორე ადგილზე გასვლა, რადგან 41-ე წრეზე მის "ლოტუსზე" გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან.

თითქოს აღარაფერი უნდა შეცვლილიყო და ალონსო, ჰემილტონი და რაიკონენი პოდიუმზე უნდა ასულიყვნენ, მაგრამ ფინიშამდე ორი წრით ადრე ჰემილტონის მანქანაზე საბურავები საბოლოოდ გაცვდა, რითაც რაიკონენმა ჯერ შეამცირა ბრიტანელთან სხვაობა და ბოლოს გაუსწრო მას.

ამის შემდეგ ჰემილტონს მალდონადომ შეუტია - ბოლიდები ერთმანეთს შეეჯახნენ, რითაც ლუისი რბოლიდან გავარდა, ვენესუელელმა კი მეათე ადგილზე დაასრულა ეტაპი.

აქამდე ვალენსიაში რბოლებს მოსაწყენს უწოდებდნენ, მაგრამ წლევანდელი ეტაპი გამონაკლისი იყო - ფანტასტიკური ბრძოლა ალონსოს გამარჯვებით დასრულდა, არადა, ესპანელმა მე-11 პოზიციიდან აიღო სტარტი.

ფერნანდო გახდა პირველი პილოტი სეზონში, ვინც მეორე რბოლის მოგება შეძლო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შუმახერი, რომელიც 2006 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, პირველად ავიდა პოდიუმზე.

საერთო ჩათვლაში მნიშვნელოვნად გაიჭრა წინ ალონსო, რომელიც უახლოეს მდევარს 20 ქულით უსწრებს. კონსტრუქტორთა თასზე კი "რედ ბული" "მაკლარენს" 39 ქულას უგებს.

ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი ორი კვირის შემდეგ, ლეგენდარულ სილვერსტოუნზე გაიმართება.

ევროპის გრან-პრი. VIII ეტაპი

ვალენსია (57 წრე, 308.883 კმ)

1(11). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1:44.16,449 (2 პიტსტოპი)

2(5). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +6,421 (2)

3(12). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +12,639 (2)

4(19). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +13,628 (2)

5(8). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +19,993 (2)

6(6). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +21,176 (2)

7(10). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +22,886 (2)

8(9). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +24,653 (1)

9(15). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +27,777 (2)

10(3). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +34,630 (2)

11(14). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +35,900 (2)

12(17). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +37,000 (2)

13(20). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) +1.15,871 (4)

14(16). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) +1.34,654 (2)

15(23). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) +1.36,565 (2)

16(13). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 1 წრე (4)

17(21). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 1 წრე (2)

18(22). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 1 წრე (3)

19(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 2 წრე (2)

20(4). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 16 წრე

21(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 23 წრე

22(7). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 23 წრე

23(18). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 30 წრე

საერთო ჩათვლა

1. ალონსო - 111 (2 მოგება); 2. უებერი - 91 (1); 3. ჰემილტონი - 88 (1); 4. ფეტელი - 85 (1); 5. როსბერგი - 75 (1); 6. რაიკონენი - 73; 7. გროსჟანი - 53; 8. ბატონი - 49 (1); 9. პერესი - 39; 10. მალდონადო - 30 (1); 11. დი რესტა - 27; 12. კობაიაში - 21; 13. შუმახერი - 17; 14. ჰიულკენბერგი - 17; 15. სენა - 15; 16. მასა - 11; 17. ვერნი - 4; 18. რიკარდო - 2.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 176; 2. მაკლარენი - 137; 3. ლოტუსი - 126; 4. ფერარი - 122; 5. მერსედესი - 92; 6. ზაუბერი - 60; 7. უილიამსი - 45; 8. ფორს ინდია - 44; 9. ტორო როსო - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა