ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინგლისი-იტალია 0:0 (პენ. 2:4) - ნამდვილი ფეხბურთი ეს იყო! [+VIDEO]

ინგლისი-იტალია 0:0 (პენ. 2:4) - ნამდვილი ფეხბურთი ეს იყო! [+VIDEO]

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი

ეს იყო პირველი შეხვედრა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნულოვანი ფრეთი დასრულდა და მაინც, ფეხბურთი ეს იყო - ნამდვილი ფეხბურთი, თავისი დრამატიზმით და დაძაბულობით.

ფეხბურთი მხოლოდ გოლები არაა, რაც ინგლისელებმა და იტალიელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

ტაქტიკა/სტრატეგია

ორივე მწვრთნელმა 4-4-2 ტაქტიკა აირჩია. აი, სტრატეგია კი როი ჰოჯსონსა და ჩეზარე პრანდელის რადიკალურად განსხვავებული ჰქონდათ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ როიმ უფრო იტალიურად ათამაშა შეგირდები, ვიდრე ჩეზარემ - ინგლისი უკნიდან ირჯებოდა, იტალიამ კი მთელი თამაში შეტევებში გალია და სრულ სათამაშო თუ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. ამაზე სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს და შეგიძლიათ ჩახედოთ კიდეც - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აპენინელებმა 35-ჯერ (!) დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და იქიდან 20 ჩარჩოში წავიდა.

შესაბამისად, ხან ინგლისელთა კიპერი იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხანაც თვითონ იტალიელები სცოდავდნენ.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე დაახლოებით 10-12 წუთი რჩებოდა, როდესაც პრანდელიმ ანტონიო კასანო მოხსნა თამაშიდან და მის ნაცვლად მოედანზე ალესანდრო დიამანტი შეუშვა - ანუ გუნდი 4-5-1-ზე გადააწყო და მიუხედავად ამისა, იტალიელთა ტერიტორიულ-სათამაშო უპირატესობა ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

რაც შეეხებათ ინგლისელებს, ჰოჯსონმა მეორე ნახევარში ტრადიციული ცვლილებები გააკეთა: ვოლკოტი-ქეროლის ტანდემი ჩართო თამაშში, მაგრამ ამით ბევრი ვერაფერი მოიგო; ერთი ეგ იყო, ჯო ჰარტის მიერ შესრულებული თავისუფალი დარტყმებისას ქეროლი მეტოქე შუახაზელებს საჰაერო ორთაბრძოლებისას ჯაბნიდა.

ზუსტად ვერ გეტყვით, სურდა თუ არა ბრიტანელთა თავკაცს, რომ ინგლისელები ასე დაჩაგრულიყვნენ მოედნის ცენტრში, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიელებმა თამაშით მეტოქეს აჯობეს.

საუკეთესო ფეხბურთელი

ანდრეა პირლო (იტალია)

ძალიან კარგად ითამაშა რიკარდო მონტოლივომ, განსაკუთრებით, მატჩის ძირითად დროში; კარგი იყო ფედერიკო ბალცარეტი მარცხენა ფრთაზე და ინაციო აბატე მარჯვენაზე; თუნდაც დანიელე დე როსი - მოედნის შუაგულში;

გადამწყვეტ მომენტში ჯანლუიჯი ბუფონმა უმნიშვნელოვანესი თერთმეტმეტრიანი აიღო და პირველ ტაიმშიც ერთი ისეთი გამოაძრო, სიტყვით რომ რთული გადმოსაცემია.

საოცრად კარგად, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა ჯონ ტერიმ და დიდწილად სწორედ მისი დამსახურება გახლდათ, რომ თამაში თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა.

დამაინც, საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეა პირლო უნდა დავასახელოთ, რომელიც ისე მოხდენილად და თავისუფლად დაათრევდა ბურთს მოედნის მთელ პერიმეტრზე, თითქოს საკუთარ ეზოში ეთამაშებოდა უბნის ბავშვებს.

მოკლედ, პირლო გენიოსია.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

მარიო ბალოტელი (იტალია)

მარიო ბალოტელის რომ ბოძებული შანსებიდან ერთი მაინც გამოეყენებინა, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე ნამდვილად არ მივიდოდა.

პირველ ტაიმში ერთი ისეთი მომენტი გააცუდა, რომ ესპანელებთან მისი უცნაური ბორიალი გაგვახსენდა, როდესაც მცველი წამოეპარა და კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, 120 წუთი არ გაჩერებულა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი ჰქონდა. მის მაგივრად რომ მოედანზე, ვთქვათ, კრისტიან ვიერი ყოფილიყო, იტალიის ნაკრები მეტოქეს, მინიმუმ, ორ გოლს გაუტანდა.

მსაჯი

პორტუგალიელმა პედრო პროენკამ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა და არც მის ასისტენტებს დაეწუნებოდათ რამე. ბევრ რთულ ეპიზოდში მიიღეს ზუსტი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მოგვცეს იმის თქმის საშუალება, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მსაჯობა საკმაოდ მაღალ დონეზეა.

განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი ანტონიო ნოჩერინოს მიერ გატანილი გოლის გაუქმებაა - “მილანის" შუახაზელი სულ რამდენიმე სანტიმეტრით თუ იქნებოდა წინ უკანასკნელ მცველზე, თუმცა ლაინსმენმა ყველაფერი იდეალურად განჭვრიტა.

მწვრთნელების დუელი

თუ ჩეზარე პრანდელიმ შეგირდები შეტევაზე დაგეშა და თუ როი ჰოჯსონმა პირიქით, აქცენტი დაცვაზე გააკეთა, მაშინ გამოდის, რომ თამაში ორივე მწვრთნელის მიერ ჩაფიქრებული სცენარით წარიმართა და ამ მხრივ, სრული იდილია და ჰარმონია იყო. ანუ პრანდელის ბიჭებს გოლი უნდა მოემწიფებინათ და ისე შეეგდოთ, ბრიტანელები კი ამის გაკეთებას კონტრშეტევებით ცდილობდნენ.

მოკლედ, თუ ეს ყველაფერი მართლაც ასე იყო - ფეხბურთელებს მწვრთნელთა დავალებების იდეალურად შესასრულებლად მხოლოდ გოლები დააკლდათ. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ძნელია, მწვრთნელთა დუელში გამარჯვება რომელიმე მათგანს მივანიჭოთ - და მაინც, არა გვგონია, ინგლისელებს ასე ყრუ დაცვაში ჯდომის სურვილი ჰქონოდათ; ალბათ, მაინც აიძულეს.

ანალიზი

როდესაც ერთი გუნდი მეტოქის კარის მიმართულებით 35-ჯერ დაარტყამს, ათამდე რეალურ საგოლე მომენტს შექმნის და ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლითაც დაჩაგრავს მეტოქეს, გამარჯვებაც მას ეკუთვნის.

ინგლისელებს ნახევარფინალში გასვლას ნამდვილად არავინ დაამადლებდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იტალიის ნაკრებმა უკეთესი ფეხბურთი ითამაშა და მომდევნო ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდა.

აპენინელთა შექმნილი მომენტების აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგან ბურთი მუდმივად ინგლისელთა საჯარიმოში და მის შემოგარენში ტრიალებდა. მოედნის ცენტრში ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, დანიელე დე როსი და რიკარდო მონტოლივო ბატონობდნენ, ფლანგებიდან კი ინაციო აბატე და ფედერიკო ბალცარეტი ძალიან მწვავედ ერთვებოდნენ იერიშებში.

საერთოდ, სურათი არც შეცვლაზე შესულებს გაუფუჭებიათ - მაგალითად, არჩათვლილი გოლი სწორედ მათ შექმნეს, როდესაც კრისტიან მაჯომ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა და ანტონიო ნოჩერინომ ბადეში გაახვია.

მოკლედ, იტალიამ აჯობა მეტოქეს და ნახევარფინალში ძველ, კარგ ნაცნობს: გერმანიას დაუპირისპირდება.

დასკვნა

ფეხბურთი ეს იყო: დაძაბული, დრამატული და ძალიან საინტერესო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი

კიევი. ოლიმპიური სტადიონი

ინგლისი-იტალია 0:0 დ.დ. 0:0 პენ: 2:4 (იხილეთ ვიდეო)

ინგლისი (4-4-2): ჰარტი - ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, კოული - პარკერი (94. ჰენდერსონი), ჯერარდი, იანგი, მილნერი (61. ვოლკოტი) - რუნი, ველბეკი (60. ქეროლი).

იტალია (4-4-2): ბუფონი - აბატე (90. მაჯო), ბარცალი, კიელინი, ბალცარეტი - პირლო, დე როსი (80. ნოჩერინო), მონტოლივო, მარკიზიო - კასანო (78. დიამანტი), ბალოტელი.

კუთხური: 3-7; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(4)-35(20); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 70 000

თერთმეტმეტრიანები

გაიტანეს: ჯერარდი, რუნი - ბალოტელი, პირლო, ნოჩერინო, დიამანტი.

გააფუჭეს: იანგი, კოული - მონტოლივო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ჯანლუიჯი ბუფონი: გამარჯვებას მიწისძვრის მსხვერპლთ ვუძღვნი

ჩეზარე პრანდელი: უკეთესი იქნებოდა, იტალიას ძირითად დროში გაეტანა

ლეონარდო ბონუჩი: უეინ რუნი მოედნაზე პრაქტიკულად არ ჩანდა

უეინ რუნი: თერმთმეტმეტრიანებში ძალიან ხშირად ვმარცხდებით

როი ჰოჯსონი: იმედი მქონდა, რომ პენალტების სერიაში ამჯერად ინგლისს გაუმართლებდა

ალესანდრო დიამანტი: მატჩის შედეგი სამართლიანია

ანდრეა პირლო: იტალიას ძირითად დროში უნდა მოეგო

ჯო ჰარტი: ვფიქრობდი, რომ გავიმარჯვებდით

სტივენ ჯერარდი: ქვეყანას შეუძლია ინგლისის ნაკრებით იამაყოს, მაგრამ ახლა მწუხარება გვკლავს

• საშა

giorgi აბა ინგლისს უნდა მოეგო? რა გააკეთეს თამაშის მოსაგებად რო?

• giorgi

პენალტებით გამარჯვება გამარჯვებაა? კაი რაა, სუფთა ლატარიაა, ან მოიგებ ან არა. ღირსეულს ამ მატჩში ნამდვილად არ გაუმარჯვია...

• ok

ყველაფერი კარგად გაქვთ გარჩეული და ფეხბურთის ცოდნას ვერავინ დაგიწუნებთ. მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, გავუფრთხილედეთ ქართულ ენას და თავი ავარიდოთ ისეთ გამონათქვამებს როგორიც არის "უკნიდან გარჯა". სამწუხროდ ასეთი ტენდენცია იგრძნობა ბევრი ქართველი საფეხბურთო კომენტატორის მეტყველებაში (განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში) და "დაცვიდან თამაშის ნაცვლად" სულ იმეორებენ "უკნიდან თამაშს". თუმცა, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ GMG–ის სპორტულ არხებზე გამოჩნდა რამდემინე ახალგაზრდა, რომელთა კომენტარი და პროფესიონალიზმი დიდ სიამოვნებას მგვრის. გმადლობთ!

• Tazo

კიდევ კარგი გუშინ ღიერსეულმა გაიმარჯვა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა პენალტებით იტალია გავარდნილიყო? ამიტომ ჯობს პენალტები უნდა გაუქმდეს და დამატებითი დროის შემდეგ გამარჯვებულად გამოცხადდეს, საუკეთესო სატატისტიკის მქონე გუნდი. ისე ,როგორც კრივში და ჭიდაობაშია.

• giorgi

ბალოტელის შეფასებაზე ვერ დაგეთანხმებით. თავად შექმნა მომენტები და მაქსიმალური გააკეთა შედეგისთვის. რაღაც არა მგონია, მის მდგომარეობაში სხვა ფეხბურთელი გოლს თუ გაიტანდა. საბოლოოდ გუნდს მისი აქტიურობა სასიკეთოდ წაადგა.

• gizo

saakadze - ხუმრობ არა??? :)

• saakaze

ეს არ იყო ფეხბურთი:) ფეხბურთს თამაშობს ესპანეთი და გერმანია და მერე დანარჩენები

• bianconera

ჩემი იტალია:* მართლა საოცარი ფეხბურთი იყო, ფინალის ტოლფასი. გაიმარჯვა უფრო ძლიერმა და ღირსეულმა. გერმანიასთან წესით არ უნდა გაგვიჭირდეს, ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგიური უპირატესობა გვაქვს, პემალტების სერიაში გამარჯვება კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია