საქართველოს ნაკრების ჩრდილოამერიკული მეორე ტურნე, პირველის მსგავსად, წარუმატებელი გამოდგა
საქართველოს ნაკრების ჩრდილოამერიკული მეორე ტურნე, პირველის მსგავსად, წარუმატებელი გამოდგა.

"ბორჯღალოსნებმა" ორი ტესტმატჩიდან ორივე წააგეს. მეორე შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ბრიტანულ კოლუმბიაში ვანკუვერის მახლობლად, ქალაქ ბარნაბიში კანადის ნაკრებთან გამართა და 12:31 დამარცხდა.

ისევე, როგორც ამერიკელებთან პირველ შეხვედრაში, თამაში თავიდანვე არ აეწყო და 31-ე წუთისთვის კანადელები მშრალი ანგარიშით, 20:0 დაწინაურდნენ. ტაიმი კი მასპინძლებმა 16 ქულის სხვაობით, 23:7 მოიგეს და ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში უკეთესად ითამაშეს, ქართველმა მორაგბეებმა ვეღარ მოახერხეს.

კანადელთაგან მატჩის გმირი ავსტრალიური წარმოშობის ფულბეკი ჯეიმ პრიტჩარდი გახდა, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე ერთი ლელო, ოთხი საჯარიმო და ორი გარდასახვაა. პირველი ლელო "ბორჯღალოსნებმა" მატჩის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე მიიღეს და ეს სამხრეთაფრიკული წარმოშობის გარემარბმა დი თი ეიჩ ფან დერ მერვემ მოახერხა.

"ბორჯღალოსნებმა" თამაში პირველი ტაიმის მიწურულსღა გამოაკეთეს, მაშინ, როცა ანგარიში 0:20 იყო. ქართველთა შეტევა ლელოთი შერკინების პირველხაზელმა მიხეილ ნარიაშვილმა დაასრულა. მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:20. ტაიმის ბოლო წამებზე პრიტჩარდმა საჯარიმო გაგვიტანა და თავისიანები 16 ქულით დააწინაურა.

"დასაწყისშივე რამდენიმე უაზრო შეცდომა დავუშვით, რამაც საშუალება მისცა მეტოქეს, ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურებულიყო. ამიტომ მუდამ მდევრის როლში ყოფნა მოგვიწია" - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

შესვენების შემდეგ, ძირითადად, საქართველოს ნაკრები უტევდა. ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე დროის უდიდესი ნაწილი გაატარა, მეტოქეს ბურთის ფლობაშიც ვაჯობეთ, მაგრამ ხელიდან იმდენად ხშირად გვივარდებოდა, რომ მატჩის კომენტატორმა იხუმრა კიდეც - იმდენი შერკინება დაინიშნა, რომ ამ მატჩში რეკორდი დამყარდაო.

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაცვაში შესანიშნავად გაისარჯნენ და ჩვენს გუნდს ლელოს გატანის საშუალება მხოლოდ ერთხელ მისცეს. 67-ე წუთზე, როცა 7:28-ს ვაგებდით, თავი შეცვლაზე შესულმა მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა გამოიჩინა. გარდასახვა ასევე შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ ვერ გაიტანა - 12:28.

ცხადია, "ბორჯღალოსნების" თავკაცი მილტონ ჰეიგი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო.

"გაწბილებული ვარ. ვერაფრით მოვახერხეთ კანადელების ფულბეკის, ჯეიმზ პრიტჩარდის შეჩერება. ძალიან ხშირად ვჯარიმდებოდით, განსაკუთრებით, პირველ ნახევარში. კანადელთა მექულეს მეტი რა უნდოდა, ნებისმიერი წერტილიდან ზუსტად ურტყამდა.

ერთი რამ მაინც კარგი იყო - ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვათამაშეთ. ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც კანადის ნაკრებია, მათ ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს".

ერთი სიტყვით, ჩრდილოამერიკული ტურნე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად დასრულდა. ნათლად გამოჩნდა, რომ საკმარისია, გუნდს რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკლდეს, ტოლ-სწორ მეტოქეებთან თამაშში უძლური ხდება. მოკლე სათადარიგო სკამი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, რაც ერთი ხელის დაკვრით არ გადაიჭრება.

ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა, რომელთანაც "ბორჯღალოსნები" ერთი კვირის წინათ 20:36 დამარცხდნენ, ჰიუსტონში იტალიის ეროვნულ გუნდთან 10:30 წააგო.

კანადა-საქართველო 31:12

კანადა (15-9) პრიჩარდი, დიუქი (ჰესლერი 76), თრეინორი, მაკქენზი, ფან დერ მერვე, ევანსი (ჰერნი 79), ფერჰერსთი (ვაითი 54). (1-8) დოლეჟელი (პლეჩი 64), ტიდმენი, მარშალი, სინკლერი, ჰოტსონი (ბექაბუმი 73), არდრონი, დალა (ვულრიჯი 73), კარპენტერი (ფელანი 80).

3ლ: ფან დერ მერვე, პრიტჩარდი, დიუქი. 4ს,2გ: პრიტჩარდი.

საქართველო (15-9) ყიასაშვილი, მაჩხანელი, კაჭარავა, ზიბზიბაძე, გუგავა (თოდუა 56), კვირიკაშვილი (მალაღურაძე 49), აბუსერიძე (სამხარაძე 64). (1-8) ნარიაშვილი (ჩილაჩავა 61), ბელქანია (მამუკაშვილი 56), ზირაქაშვილი, ჩხაიძე, ვ. მაისურაძე (ბერიშვილი 65), ლაბაძე (სუთიაშვილი 49), თხილაიშვილი, ბიწაძე.

2ლ: ნარიაშვილი, სუთიაშვილი. გ: კვირიკაშვილი

მსაჯი: დეივ პირსონი (ინგლისი).

სხვა მატჩები

არგენტინა-საფრანგეთი 10:49, ავსტრალია-უელსი 20:19, ახალი ზელანდია-ირლანდია 60:0, სამოა-შოტლანდია 16:17, სამხრეთ აფრიკა-ინგლისი 14:14.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო

senakeli
მაკას - 34 საატიანი მგზავრობა რატო? ცხენით იმგზავრეს?
maka
რატომ ხართ ასეთი უმადურები? ხალხი თვეობით გადის აკლიმატიზაციას, 34 სათიანი მგზავრობა, 12 საათიანი სხვაობა დროში, ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს? ზუსტად ეგ საცდელი შემადგენლობა იყო უელსში არაჩვეულებრივად მოიგო. აი ესპანეთის წაგება კი აბუსერიძის კისერზეა, ეგაც ვეტერანი....
koka
არა გლახუნა ზიზღნარევ კომენტარს კია არ ვაკეთებ არამედ მინდა რაც ნაკლებს იტრაბახებენ და მეტს ითამაშებენ იცი რა არის ჩემო კარგო ჯერ უნდა გადახტე და ჰოპლა მერე უნდა დაიძახო იმედია ამის მერე მაინც მიხვდებიან რომ რომ ჩვენთვის ჯერ ადრეა იმაზე ტრაბახი არიქა იტალიას უკვე გადაუსწარით შოტლანდიას და უელსს დავეწიეთ და ცოტა გვიკლია ინგლისსა და საფრანგეთამდეო მესამე მსოფლიო თასი მოვლიეთ და ჯერ რუმინეთისა და ნამიბიის გარდა ვერ მოუგეთ ვერც ერთ მეტნაკლებად სერიოზულ გუნდს და საიდან ასეთი ტრაბახი და თვითდაჯერებულობა ამას ვერ ვხვდები
glaxuna
ერთი საიდან და რატო ასეთი ზიზღნარევი კომენტარები ქართულ რაგბის სამყაროს...აგვიხსენით ერთი!!! ეს მოსამზადებელი და ახალი თაობის გამოცდისათვის გათვალისწინებული თამაშები იყო და მეტი არაფერი...მშივდა დ იყავით,თქვენ ნუ ინერვიულებთ,იტალიელებსაც მალე მოვუგებთ და შოტლანდიელებთან...მანამ ქართულ ფეხბურთს უქომაგეთ...უჯიგრო,უსისხლო და მუდამ ფრთხალ ფეხბურთს რო თამაშობენ და მით შეურაცყოფას რო გვაყენებენ ქართველობას.
koka
არა უშავს დავიჭერთ ისევ რუსებს ან უკრაინელებს მოუგებთ მსუყე ანგარიშით და ავტეხავთ ისევ წივილ კივილს ექვსი ერის პირველობაზე დაგვიშვითო ჩვენ წინსვლას დაჟე ახალზელანდიელებიც კი აფასებენო და წავა ბარონ მიუნჰაუზენობა ჯერ ბურთის ხელში დაჭერა ისწავლეთ და მერე იფიქრეთ იტალიაზე და სამოაზე აღარაფერს ვიძახი ბობოლებზე
sasha
ესენი არ იყვნენ კანადას უნდა დავაპუტოთ ფოთლებიო???თუ ტრაკი არ ქონდათ ჩუმად ყოფილიყვნენ!კანადელებმა ბორჯხაზე რომ ატრიალეს მიკუზულები არსად უთქვამთ არც წინასწარ და არც მერე
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა