"პორტუგალიელები თავს შესანიშნავად იცავენ და კონტრშეტევებზე ძალიან საშიშები არიან. მათთან უაღრესად ყურადღებით უნდა ვიყოთ"
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა პორტუგალიის ნაკრები მადრიდის "რეალს" შეადარა. "ისინი თავს შესანიშნავად იცავენ და კონტრშეტევებზე ძალიან საშიშები არიან. მათთან უაღრესად ყურადღებით უნდა ვიყოთ", - თქვა ფაბრეგასმა.

პორტუგალიელთა კონტრშეტევები ესპანეთის ნაკრების მეორე ფეხბურთელმა ჩავიმაც ახსენა და განაცხადა, რომ პორტუგალიელებს ჰყავთ ფეხბურთელები, მაგალითად, მოუტინიო და მეირელეში, რომელთაც ბურთთან ურთიერთობა შესანიშნავად გამოსდით.

პედრო როდრიგესმა კი აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის მის გუნდს აუცილებლად სჭირდება ბურთის მეტხანს ფლობა.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ვარაუდობს, რომ მომავალი მატჩი "ძალიან დაძაბული" იქნება. დელ ბოსკეს თქმით, ესპანეთის ნაკების ნახევარდაცვას კრიშტიანო რონალდოსთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა მოუწევს, მაგრამ ინდივიდუალურად არავინ ეთამაშება. "რა თქმა უნდა, ვიღაც ყოველთვის დაზღვევაზე იქნება, როგორც ორი წლის წინ. მაშინ მისი თამაშიდან გამოთიშვა მოვახერხეთ", - განაცხადა სპეციალისტმა.

ესპანეთი და პორტუგალია ევრო 2012-ის ნახევარფინალში ერთმანეთს 27 ივნისს დონეცკში დაუპირისპირდებიან. 1/4-ფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხა, პორტუგალიელებმა კი ჩეხეთის ნაკრებს 1:0 მოუგეს. მეორე ნახევარფინალში, რომელიც 28 ივნისს გაიმართება, გერმანია და იტალია ითამაშებენ.

ასევე იხილეთ:

სესკ ფაბრეგასი: პორტუგალიელებთან რთული თამაში გველის

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა