ჩვენებურთა ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა თან 8 ლიცენზირებული ძიუდოისტი იახლა
25 ივნისს, დილით, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ჩეხეთში გაფრინდა, სადაც ოლიმპიადისთვის მზადების პროგრამით 25-28 ივნისს, ქალაქ ნიმბურკში, ევროპის ძიუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენებურთა ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა ჩეხეთში 8 ლიცენზირებული ძიუდოისტი იახლა: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ლომერ ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამათ ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი შალვა ჩოჩელიც (90) დაემატა.

როგორც ვხედავთ, ევროპაში არ წასულა კიდევ ორი ლიცენზირებული ფალავანი - ვალერი ლიპარტელიანი (90) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100). მიზეზი ტრავმებია, რომელიც ხანჯალიაშვილს კარგა ხანია, აწუხებს და ამიტომ თითქმის მთელი მოსამზადებელი ციკლი გამოტოვა. ლიპარტელიანის პრობლემა კი შედარებით ახალია, თუმცა არა საშიში. ის თბილისში ჩვეულებრივად გააგრძელებს ვარჯიშს.

ნაკრები ნიმბურკში 28 ივნისის ჩათვლით დარჩება, მერე კი ესპანეთში გადაინაცვლებს და 29 ივნისიდან 6 ივლისამდე კასტელდეფელსში ანალოგიურ კემპში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდი საქართველოში 6-ში, გვიან ღამით ჩამოფრინდება, მეორე დღეს კი ზაიზენბახერი გაორებულ წონებში ოლიმპიური გუნდის მონაწილეებს დაასახელებს - 7-ში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადების წარდგენის ვადა იწურება და საკითხს მეტად ვეღარ დააყოვნებს.

შეგახსენებთ, რომ გაორებული მდგომარეობა, ანუ წონაში ერთზე მეტი მონაწილე სამ კატეგორიაში გვყავს - 60, 100 და +100-ში, დანარჩენებში კი ოლიმპიადას უცილობლად ისინი იჭიდავებენ, ლიცენზიები ვინც მოიპოვეს - შავდათუაშვილი, ტატალაშვილი, ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი. ძალიანაც რომ გვინდოდეს, მათ ვეღარ შევცვლით.

ევროპიდან დაბრუნებული ნაკრები საოლიმპიადო მზადების ბოლო, დასკვნით შეკრებას საქართველოში გამართავს, ოღონდ არა დუშეთში, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, არამედ - ბორჯომში.

ძიუდოისტები ერთ-ერთი პირველები ჩაებმებიან ოლიმპიადაში - თამაშები 27 ივლისს იხსნება, ესენი კი მეორე დღესვე, 28-ში იწყებენ ტურნირს.

განრიგი ამჯერადაც ოლიმპიადისთვის ტრადიციულია - იწყებენ ყველაზე მჩატე წონიდან, ანუ 60 კილოგრამიდან და მიჰყვებიან ზევით, დღეში კვლავაც მხოლოდ თითო წონა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა