ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევრო 2012. იტალიის ნაკრები. ანდრეა პირლომ მითები დაამსხვრია

ევრო 2012. იტალიის ნაკრები. ანდრეა პირლომ მითები დაამსხვრია

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა, უბრალოდ, არ შეიძლება
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა, უბრალოდ, არ შეიძლება; ეს გუნდი თითქმის არასდროს ითვლება ფავორიტად, თუმცა ხშირად აღწევს წარმატებებს - ასე იყო 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 2006 წლის მუნდიალზე და სხვა არაერთ დიდ საფეხბურთო ფორუმზე; გნებავთ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი გავიხსენოთ, როდესაც ფავორიტად შერაცხული ჰოლანდიელები სწორედ იტალიელებმა დაიფრინეს და ფინალში გავიდნენ.

ევროპის მიმდინარე პირველობაზეც აპენინელები სადღაც მეორე ეშელონის გუნდებში გადიოდნენ, გამოკვეთილი ფავორიტი კი სამი გახლდათ: ესპანეთი, გერმანია და ჰოლანდია; იქვე ტრილებდა საფრანგეთის უმთავრესი გუნდი, რომელსაც ლორან ბლანმა თითქოს კრიზისი დააძლევინა და სწორ გზაზე დააყენა.

სწორი გზის რა გითხრათ და ფრანგებმა ესპანელებთან პაექრობაში საშვილიშვილოდ შეირცხვინეს თავი, ჰოლანდიელები კი ისე გამოეთიშნენ კონტინენტის პირველობას, ფეხბურთი არც კი უთამაშიათ - "ნარინჯისფერებმა" კარგა გვარიანად იწვალეს და სახლში ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე გაემგზავრნენ.

იტალია ნახევარფინალშია და ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე ერთი ნაბიჯი აშორებს - ურთულესი ნაბიჯი, მაგრამ ერთი...

ფიესტა

ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე "სკუადრა აძურას" თამაშებს იტალიის მცხოვრებთა სარეკორდო რაოდენობა ადევნებს თვალს.

"აძურას" გულშემატკივრები არასდროს აკლდა, მაგრამ როგორც ჩანს, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულმა სკანდალმა და კალჩოს იმიჯის კიდევ ერთხელ შელახვამ ქვეყანა კიდევ უფრო გააერთიანა და ერთ მუშტად შეკრა.

ამასთან, ჩეზარე პრანდელის გუნდი ძალიან კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და მისთვის თვალის დევნება ერთ რამედ ღირს - სწორედ ამად არის, რომ იტალიის ნაკრების შეხვედრებს მარტო აპენინებზე საშუალოდ 20-25 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს.

მოკლედ, იტალია საკუთარი ნაკრების გარშემო გაერთიანდა და იმით, რაც უკრაინა-პოლონეთის მინდვრებზე ხდება, აბსოლუტურად ყველა კმაყოფილია.

მაგალითად, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლეტანომ ღიად განაცხადა, რომ "აძურას" ყურებისას ასეთი სიამოვნება 1982 წლის შემდეგ აღარ მიუღია - პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, რომელიც ჩეზარე პრანდელის ინგლისთან ჯახის შემდეგ დაუკავშირდა და გამარჯვება მიულოცა.

ამაზე ქვემოთ თავად პრანდელი იტყვის, ჩვენ კი დავამატოთ, რომ ინგლისთან გამარჯვებას რიგითი იტალიელები აგერ, უკვე მეორე დღეა, გაუჩერებლად ზეიმობენ და ქალაქების ქუჩებშიც ისეთი ატმოსფეროა, იქ მოხვედრა ერთ რამედ რომ ღირს... ვითომ რა მოხდა ასეთი? - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ევროპის პირველობის ნახევარფინალში გავიდა... მოხდა, იტალიელებს ხომ კიდევ ერთხელ აქვთ დასამტკიცებელი, რომ მათ არა მხოლოდ თამაშების ჩაწყობა, თვითონ თამაშიც ბრწყინვალედ ეხერხებათ.

მხოლოდ ძილი

რა გასაკვირია, რომ ინგლისთან გამარჯვების შემდეგ ჩეზარე პრანდელი შესანიშნავ ხასიათზე იყო და ჟურნალისტებსაც დიდხანს ესაუბრა - მოვუსმინოთ იტალიელთა თავკაცს:

"არ გამკვირვებია, რომ მთელი თამაში ჩვენი კარნახით წარიმართა. მხოლოდ იმაზე დამწყდა გული, რომ გოლის გატანა ძირითად დროში ვერ მოვახერხეთ და გამარჯვებულის გამოსავლენად 120 წუთი დაგვჭირდა.

გერმანელებს ჩვენზე ორი დღით მეტი ექნებათ დასასვენებლად და თანაც, გაცილებით იოლად გადალახეს მეოთხედფინალური ბარიერი; ეს ყველაფერი მეტოქის წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ რაც არის, ეს არის - ყველაფერი ჩვენ ხელთაა და შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა წარმოვაჩინოთ.

რაც შეეხება ინგლისელებთან შეხვედრას, მეტოქეს თავიდანვე შევუტიეთ და არც კონტრიერიშებზე მივეცით თამაშის საშუალება... ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვივიდა, მაგრამ ერთი ეგ იყო, რომ გოლი ვერ გავიტანეთ და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა.

პენალტების 80% ლატარიაა, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. სრულიად დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში და მჯერა, ეს ჩვენი მაქსიმუმი არაა.

როგორ აღვნიშნავთ ინგლისელებზე გამარჯვებას? - რა დროს აღნიშვნაა, სამ-ოთხ დღეში ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება; მხოლოდ ძილი, აი, რა გვჭირდება ყველაზე მეტად.

აქვე, მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და ჩვენი გამარჯვებით გაიხარა - განსაკუთრებით, პრეზიდენტ ნაპოლეტანოს, რომელმაც ყველას დაასწრო და პირველმა მომილოცა".

ინგლისთან გამარჯვების შემდეგ პრესას იტალიის ნაკრების არაერთი ფეხბურთელი გაესაუბრა და აქვე სამ მათგანს გადავცეთ სიტყვა...

ანდრეა ბარცალი: "თერთმეტმეტრიანების დროს ძალიან ვნერვიულობდი, რადგან თამაშით მეტოქე დავჯაბნეთ და იყო შანსი, საფეხბურთო ლატარიაში დავმარცხებულიყავით. საბედნიეროდ, ფორტუნამ უფრო ძლიერს გაუღიმა და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვეთ.

იტალიის ნაკრები ყველა რგოლში ძლიერი იყო, მათ შორის, დაცვაშიც - უეინ რუნის გასაქანი არ მივეცით; არადა, მას მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

წინ უდიდესი ჯახი გველოდება და იქამდე ძალების აღდგენა უნდა მოვასწროთ. უმეტესობა ფავორიტად გერმანიას მიიჩნევს, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად გვაღელვებს".

ჯანლუიჯი ბუფონი: "კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეგვიძლია.

ბევრი არ ელოდა, თუ იტალიის ნაკრები წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ ჩვენ უკვე ნახევარფინალში ვართ და გაჩერებას არ ვაპირებთ. ინგლისმა ბოლომდე იბრძოლა, როი ჰოჯსონის შეგირდებმა თავი არ დაზოგეს, მაგრამ გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით".

ანდრეა პირლო: "ჩვენი შეტევები ბევრად უფრო აზრიანი და სახიფათო იყო - ძირითად დროში გვმართებდა გატანა, მაგრამ საფეხბურთო ღმერთმა სხვანაირად ინება. საწუწუნო არაფერი გვაქვს, ნახევარფინალში გავედით და წინ კიდევ უფრო საინტერესო დაპირისპირება გველოდება.

ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს დავანახვეთ, რომ იტალიელებს შეტევაზე თამაშიც გვეხერხება - დღეს ამ კომპონენტში მხოლოდ ესპანელებს ჩამოვრჩებით და თუ აღებულ კურსს არ გადავუხვევთ, მალე მათაც დავეწევით. პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ თუნდაც ამ ჩემპიონატზე საუკეთესო "აძურა" ჯერ კიდევ არ გინახავთ".

პრესა

იტალიურ პრესას ქებაზე მეტად კრიტიკა უყვარს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც აბსოლუტურად ყველა კმაყოფილია, მათ შორის, ჟურნალისტებიც.

მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტმა" გუშინდელი ნომერი ამ სიტყვებით დაასათაურა: "ჩვენ მოვდივართ!.." ამ მუქარანარევი მიმართვის ადრესატი აშკარად გერმანიის ეროვნული გუნდია, რომელიც უკვე არაერთხელ ემსხვერპლა იტალიის უმთავრეს გუნდს და კიდევ ერთხელ დგას იგივე საფრთხის წინაშე.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, პრანდელიმ შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია დაცვითი და შემტევი ფეხბურთის დემონსტრირება; ეს გუნდი კიდევ უფრო ძლიერი იქნება 2014 წლის მუნდიალზე, რადგან სენიორ ჩეზარეს კიდევ ორი წელი ექნება გუნდის გასაძლიერებლად და განვითარების ახალ ეტაპზე ასაყვანად - იქვე "გაძეტას" ჟურნალისტი პირლოს მიმართავს თხოვნით, რომ 35 წლის ასაკშიც ისეთივე საუცხოო იყოს, როგორც დღესაა.

პირლო ვახსენეთ და "კორიერე დელო სპორტთან" გადავინაცვლოთ, რომლის ჟურნალისტიც საინტერესო აზრს გვიზიარებს - მისი თქმით, ანდრეამ დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ თერთმეტმეტრიანების სერია მხოლოდ ლატარიაა; სწორედ პირლომ შეიტანა პენალტების სერიაში გარდატეხა, როდესაც ჯო ჰარტს ბურთი პანენკას სტილში გაუტანა და მეტოქეს უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა - ეს იყო კლასი, ეს იყო მატჩის კულმინაცია, ეს იყო ის, რისთვისაც ღირს საერთოდ ცხოვრება.

მორჩა, ამიერიდან პენალტები მხოლოდ ლატარია აღარაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია