ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში "ბეტისის" 23 წლის მცველი მიკი როკე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
კვირას ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში "ბეტისის" 23 წლის მცველი მიკი როკე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მიგელ როკე ფარერო, რომელსაც ყველა მიკის ეძახდა, ერთ დროს ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო. უთამაშია ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში, "ლივერპულში"...

2011 წლის მარტში, როცა "ბეტისის" ფეხბურთელებს რუტინული სამედიცინო შემოწმება უტარდებოდათ, მიკიმ დაიჩივლა, ბოლო ხანს ზურგი სულ მტკივაო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მიკი როკე ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული. მაისში მას ოპერაცია გაუკეთეს, კლუბი კი შემოწირულობებს აგროვებდა, რათა ფეხბურთელი ვერაგ დაავადებას გამკლავებოდა, მაგრამ...

ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა საზოგადოებაში. ეს იყო იანვარში, როცა "ბეტისმა" მიკის მკურნალ ექიმებს წვეულება გაუმართა. ორ კვირაში მიკი 24 წლის გახდებოდა...

"ლეიდას" აღზრდილი "ლივერპულის" მაშინდელმა ბოსმა რაფა ბენიტესმა შეამჩნია. მიკი როკეს ჩემპიონთა ლიგაზე 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი "გალათასარაის" წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, მეტჯერ მას "წითლების" პირველ გუნდში არ უთამაშია. რამდენიმე გუნდში განათხოვრების შემდეგ როკე "ბეტისში" აღმოჩნდა, სადაც 2010 წლის შემოდგომაზე სასტარტოშიც დაიმკვიდრა ადგილი.

"ცხოვრებამ კიდევ ერთხელ გვანახა, რამდენად უსამართლოა ის. სულ ახლახან გავიგე მიკი როკეს გარდაცვალების შესახებ. ჩვენ შენ არასოდეს დაგივიწყებთ, მიკი", - დაწერა "ტვიტერზე" ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა