"დალას მავერიქსი" და "ბოსტონ სელტიქსი" 2012 წლის ოქტომბერში ევროპაში საგამოფენო მატჩებს ჩაატარებენ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი კლუბი - "დალას მავერიქსი" და "ბოსტონ სელტიქსი" 2012 წლის ოქტომბერში ევროპაში საგამოფენო მატჩებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

NBA-ს კლუბების ევროპული ტურნე ოთხი მატჩისგან იქნება შემდგარი. 5 ოქტომბერს სტამბულში "ბოსტონი" შეხვდება თურქეთის ხუთგზის ჩემპიონს "ფენერბაჰჩეს". 6 ოქტომბერს ბერლინში "დალასი" გერმანიის რვაგზის ჩემპიონის, "ალბას" წინააღმდეგ წარსდგება. 7 ოქტომბერს "სელტიქსი" იტალიის 25-გზის ჩემპიონს "მილანს" დაუპირისპირდება.

კიდევ ერთი შეხვედრა ესპანეთში გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია "დალასის" მეტოქის სახელი.

პირველად NBA-სა და ევროპის გუნდებს შორის მატჩები 1988 წელს ჩატარდა, როცა "მილუოკი ბაქსმა" იტალიურ "ტრეისერ მილანთან" და სსრკ-ის ნაკრებთან ითამაშა. საერთო ჯამში, 24 წლის განმავლობაში 60 ასეთი შეხვედრა შედგა, რომელშიც NBA-ს 25-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა