ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალის სიმბოლური ნაკრები გაზეთ "ლელოს" ვერსიით
ევრო 2012-ის მეოთხედფინალიც ისტორიის საკუთრებაა და სიმბოლური ნაკრების შედგენა ამჯერად ისე აღარ გაგვიჭირდა, როგორც ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შემდეგ.

საუკეთესო თერთმეტეული, ფაქტობრივად, თავისით შედგა და ლოგიკურია ისიც, რომ სიმბოლურში მხოლოდ გამარჯვებული გუნდების ფეხბურთელები მოხვდნენ.

საბერძნეთიდან, ინგლისიდან, ჩეხეთიდან და, მით უმეტეს, საფრანგეთიდან მეოთხედფინალში შესანიშნავად არავის უთამაშია - ერთადერთი, ჩეხთა ნახევარმცველ პეტრ იერაჩეკზე ვფიქრობდით სერიოზულად.

დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ სიმბოლურში გერმანიის ნაკრებიდან პირველად ვერ მოხვდა ვერცერთი ცენტრალური მცველი.

მეოთხედფინალების საუკეთესო ფეხბურთელი კი უდავოდ ანდრეა პირლოა (უკვე მეორედ) და სხვათა შორის, მასთან ერთად იდეალური გახლდათ გერმანელი საყრდენი ნახევარმცველი სამი ხედირაც - უბრალოდ, ამ უკანასკნელმა საბერძნეთთან ითამაშა ასე კარგად, პირლომ კი ინგლისთან დახატა პასები!

ევრო 2012. 1/4-ფინალი

ჩეხეთი-პორტუგალია 0:1 - კრიშტიანო რონალდომ ბრჭყალები გამოაჩინა [+VIDEO]

გერმანია-საბერძნეთი 4:2 - გასეირნება ნახევარფინალში [+VIDEO]

ესპანეთი-საფრანგეთი 2:0 - გაკრიტიკება ადვილია, შეჩერება - ძნელი [+VIDEO]

ინგლისი-იტალია 0:0 (პენ. 2:4) - ნამდვილი ფეხბურთი ეს იყო! [+VIDEO]

სიმბოლური ნაკრები

1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

ვერ ვიტყვით, რომ ჯიჯი ბუფონს ინგლისთან ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ გლენ ჯონსონის ახლო მანძილიდან ურთულესი დარტყმის მოგერიება და პენალტების სერიაში ეშლი კოულის თერთმეტმეტრიანის აღებაც საკმარისია იმისათვის, რომ "სკუადრა აძურას" კაპიტანი სიმბოლურ ნაკრებში მოგვეხვედრებინა.

გარდა ამისა, იტალიელთათვის ბუფონის, როგორც კაპიტნის შემართება, გუნდის მობილიზებისა და მოტივირების უნარიც ფასდაუდებელია.

2. სერხიო რამოსი (ესპანეთი)

ფრანგები ესპანელებთან შეტევებზე ნაკლებად, უფრო სწორად, ძალიან იშვიათად ფიქრობდნენ, მაგრამ ლორან ბლანის გუნდიდან თუ ვინმეზე ითქმის, აქტიურობას ცდილობდაო, პირველ რიგში, ფრანკ რიბერისა და ქარიმ ბენზემაზე და თუ ამ ფეხბურთელებმა აბსოლუტურად ვერაფერი გააწყვეს, ეს პირველ რიგში სერხიო რამოსის დამსახურებაა.

გარდა ამისა, რამოსმა ორთაბრძოლების 78% მოიგო და პასების სიზუსტის 93-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა.

3. ხორდი ალბა (ესპანეთი)

ხორდი ალბა ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველია და რაკი საფრანგეთის ნაკრებს თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაცვითი მარჯვენა ფლანგი აქვს (რევეიერი, დებიუში), ალბას დაცვითი ფუნქციების შესრულება ნაკლებად უხდებოდა და ამიტომაც იფრინა შეტევებში ასე თავისუფლად.

რაც მთავარია, ჩაბი ალონსომ ანგარიში სწორედ მისი უზადო ჩაწოდების შემდეგ გახსნა.

4. ჩაბი ალონსო (ესპანეთი)

ესპანელთა საყრდენი საიუბილეო მატჩში ბრწყინვალე იყო: ჩაბი ალონსო ბურთის ართმევაში საუკეთესო ესპანელი გახლდათ, პასებიც ტრადიციისამებრ ბევრი არიგა და რაც მთავარია, გადაცემების აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტი ჰქონდა და ბევრიც ირბინა.

დაცვიდან ბურთები ჩავისთან ერთად უმეტესად სწორედ მას ამოჰქონდა და რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, საფრანგეთის ნაკრების კარში ორივე გოლი მან გაიტანა.

მოკლედ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩაბი ალონსო "ფურია როხასთვის" მართლაც შეუცვლელი ფიგურაა.

5. პეპე (პორტუგალია)

ჩეხეთის ნაკრებმა პორტუგალიას პრობლემები (ისიც მცირე) მხოლოდ პირველ ტაიმში შეუქმნა, მატჩის მეორე ნახევარში კი მილან ბაროში და კომპანია თითქმის საერთოდ აღარ გამოჩენილან, რაც, პირველ რიგში, სწორედ პეპეს დამსახურებაა, რომელმაც ბრუნო ალვეშთან ერთად, პორტუგალიელთა დაცვის ცენტრში მართლაც გადაულახავი ზღუდე შექმნა.

განსაკუთრებით კარგად პეპემ ითამაშა - კიდევ ერთხელ გაგვაოცა თავისი ფიზიკური შესაძლებლობებით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ბურთთან 68 კონტაქტი ჰქონდა, რაც ცენტრალური მცველისთვის, დიახაც, ბრწყინვალე მაჩვენებელია.

6. სამი ხედირა (გერმანია)

მადრიდის "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი საბერძნეთთან იმდენად კარგი იყო, რომ იმ თამაშის შემდეგ ჩვენი გერმანელი კოლეგები დღენიადაგ წერენ, ხედირა გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვის ახალი შეფიაო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ეს სტატუსი ბასტიან შვაინშტაიგერს ჰქონდა, რომელიც ევრო 2012-ზე ვერ თამაშობს ისე, როგორც მისგან ელიან და ითხოვენ.

პირველ ტაიმში ხედირა თავის მოვალეობებსაც იდეალურად ასრულებდა (ბუნდესგუნდის ნახევარმცველთაგან ბურთის უპირველესი მომპოვებელი გახლდათ) და უჩვეულოდ დინამიკურიც იყო. შვაინშტაიგერმა ვერც საბერძნეთთან ითამაშა ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ ხედირას კარგმა თამაშმა შვაინის ინერტულობა დაჩრდილა.

ამ ყველაფერთან ერთად, ხედირამ უაღრესად ეფექტური გოლიც გაიტანა.

7. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

ცხადი იყო, რომ თუ ჩეხებს ნახევარფინალში გასვლა სურდათ, პირველ რიგში, კრიშტიანოს განეიტრალება უნდა მოეხერხებინათ და სხვათა შორის, მატჩის დასაწყისში ჩეხეთის ნაკრების მარჯვენა მცველმა თეოდორ გებრე სელასიემ ამ ამოცანას თავი ნორმალურად გაართვა, თუმცა მერე რონალდო აფეთქდა!

პორტუგალიელთა თითქმის ყველა შეტევა მასზე გადიოდა - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კრიშტიანო პაულუ ბენტუს გუნდის უმთავრესი და, ფაქტობრივად, ერთადერთი იმედია.

კრიშტიანომ ბურთი კარის ძელს ორჯერ მოარტყა და სხვათა შორის, ეს არა მარტო ფეხბურთელებს შორისაა საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის ამ ჩემპიონატზე, არამედ მეტოქის კარის ძელი 4-ჯერ არცერთ გუნდს არ შეუზანზარებია.

8. მესუთ იოზილი (გერმანია)

გერმანელი ექსპერტები ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ საბერძნეთთან იოზილმა ევრო 2012-ზე თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მესუთი თავიდანვე ბევრს მოძრაობდა და პასებისთვის დერეფნებს იდეალურად არჩევდა. ამასთან, იოზილი ხშირად გადადიოდა ფლანგებზეც, საიდანაც ან დრიბლინგს იწყებდა, ანაც ცენტრისკენ აკეთებდა ჭკვიანურ გადაცემას.

მართალია, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ორი საგოლე პასი მიითვალა და ერთხელ თავადაც ჰქონდა რეალური მომენტი, მაგრამ მშვენიერი დრიბლინგი გოლით ვერ დააგვირგვინა.

9. მიროსლავ კლოზე (გერმანია)

როგორც ხედავთ, მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ერთი ცენტრალური თავდამსხმელია და გულახდილები რომ ვიყოთ, ამ ერთის შერჩევაც ძალიან გაგვიჭირდა.

ზოგადად, ეს ერთადერთი პოზიციაა, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ - მიუხედავად იმისა, რომ მოხვედრის კანდიდატი ბევრი არ იყო. ბევრი კი არა, სულ ორადორი კანდიდატი გვყავდა - მიროსლავ კლოზე და (შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ) მარიო ბალოტელი.

ამ უკანასკნელმა ინგლისთან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და დამაგვირგვინებელ ფაზაში ხშირად არაადეკვატურადაც კი იქცეოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისელი უკანახაზელები პირველიდან ბოლო, 120-ე წუთამდე დაწნეხილი ჰყავდა. ამასთან, პენალტიც უჩვეულოდ მშვიდად გაიტანა.

მაგრამ სიბოლურში მაინც კლოზე მოვახვედრეთ, რადგან თავდამსხმელი, პირველ რიგში, გოლით ფასობს, ბალოტელიმ კი მომენტები ანიავა.

10. ანდრეა პირლო (იტალია)

იმას, რასაც პირველ რიგში ჩავი ერნანდესისგან ველოდით, ევროპის ჩემპიონატზე ანდრეა პირლო აკეთებს და სხვათა შორის, ჩავიზე გაცილებით უკეთესად!

ევრო 2012-ზე არცერთი ფეხბურთელი არ არიგებს ისეთ სრულყოფილ და გენიალურ პასებს, როგორსაც 33 წლის პირლო და აბსოლუტურად თამამად უნდა ვთქვათ, რომ ანდრეა კარიერის საუკეთესო ფორმაშია.

პირლო იტალიის ნაკრების სული და გულია!

პენალტი? ჰო, ანდრეამ პროვოკაციული თერთმეტმეტრიანი დაარტყა, მაგრამ გაიტანა და თანაც როგორ მომენტში - იმ დროს, როცა იტალიელებს წინა პენალტი გაფუჭებული ჰქონდათ და მას რომ ვერ გაეტანა, "აძურასთვის" ყველაფერი დასრულდებოდა.

ბრავისიმო! თამამად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ანდრეა პირლო არასდროს ყოფილა ისეთ ფორმაში, როგორშიც ახლა, ევროპის ამ ჩემპიონატზეა.

11. მარკო როისი (გერმანია)

გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მის გამოჩენას არავინ ელოდა, მაგრამ იოახიმ ლიოვმა ბუნდესლიგის გასული სეზონის უმთავრესი აღმოჩენა და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი საბერძნეთთან სასტარტოში ათამაშა და მარკო როისმაც დაამტკიცა, რომ უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავია და უდიდესი მომავალი აქვს.

ფლანგზე ძალიან აქტიური იყო, კარგად იხსნებოდა, ბევრს მოძრაობდა, ხშირად ცენტრისკენ იწევდა, კარგ პასებსაც არიგებდა და თავი გუნდურ მოთამაშედ წარმოაჩინა.

როისმა ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა საიმისოდ, რომ ლიოვმა ცუდ ფორმაში მყოფი თომას მიულერი ნახევარფინალშიც სკამზე დასვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ევრო 2012. მეოთხედფინალების სტატისტიკა - იბერიული ტრიუმფი

alex
რა პრინციპით არჩევთ ამ ნაკრებს? ნუთუ რომელიმე გუნდი თამაშობს ასეთი ტაქტიკით?
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა