ყოველ წელს, უიმბლდონის მსვლელობისას მაყურებელი ჯამში 27 ათას კილოგრამ მარწყვს მიირთმევს
- უიმბლდონი 1877 წლიდან ტარდება. იმ სეზონში მხოლოდ მამაკაცებს შორის გათამაშდა პირველობა. 1884 წლიდან დაემატა ქალების ერთეულთა თანრიგი და მამაკაცთა წყვილები, 1913 წლიდან – ქალების წყვილები და მიქსტი.

- უიმბლდონი "დიდი სლემის" ტურნირებს შორის უძველესია.

- 1877 წლიდან მოყოლებული, უიმბლდონი 10-ჯერ არ ჩატარდა: ოთხჯერ პირველი მსოფლიო ომის (1915-18) გამო და ექვსჯერ – მეორე მსოფლიო ომის (1940-45) მიზეზით.

- მამაკაცებს შორის პირველი ჩემპიონი იყო სპენსერ გორი (1877).

- ქალებში ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა მოდ უოტსონმა (1884).

- ტურნირის მსვლელობისას დაახლოებით 50 ათასი ბურთი იხარჯება. პირველად ყვითელი ბურთი 1986 წელს გამოიყენეს.

- ყოველ წელს, უიმბლდონის მსვლელობისას მაყურებელი ჯამში 27 ათას კილოგრამ მარწყვს მიირთმევს.

- პირველად საპრიზო ფონდი უიმბლდონზე 1968 წელს დააწესეს. ჯამში ის 26 150 ფუნტს შეადგენდა.

- 1985 წელს ბორის ბეკერმა სამი მნიშვნელოვანი ფაქტი დააფიქსირა: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა (17 წლის და 227 დღის), იყო პირველი გერმანელი ჩემპიონი და პირველი განუთესავი ტრიუმფატორი.

- ისტორიას ახსოვს შვიდი ტურნირი, როცა წვიმის გამო არცერთი მატჩი არ შეწყვეტილა - 1922, 1931, 1976, 1977, 1993, 1995 და 2010 წლებში.

- 2007 წლიდან მოყოლებული, მამაკაცებსა და ქალებს შორის საპრიზო ფონდი გათანაბრდა.

- მეორე კორტს "სასაფლაოს" უწოდებენ, რადგან აქ ყველაზე მეტჯერ დამარცხებულან განთესილი ჩოგბურთელები.

- უიმბლდონის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო ავსტრიელი მიტა კლიმა – 1907 წლის ტურნირში მისი ასაკი 13 წელი გახლდათ.

- ყოველწლიურად ტურნირს ბურთების მომწოდებელი 200 ბიჭი და გოგონა ემსახურება. ეს მათთვის დიდი პატივი და პრესტიჟია, თორემ ორი კვირის განმავლობაში გასამრჯელოდ მხოლოდ 150 ფუნტს იღებენ.

- ბოლოს უიმბლდონზე ხის ჩოგნებით 1987 წელს ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე