საქართველოს ჩემპიონი ავსტრიაში ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს
"ზესტაფონი" ავსტრიულ შეკრებაზე 26 ივნისს მიემგზავრება. საქართველოს ჩემპიონი იქ ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს. უცნობი იყო მხოლოდ "ზესტაფონის" სპარინგ-პარტნიორთა სია და ესეც გაირკვა.

პირველ შეხვედრას "ზესტაფონი" რუმინულ "ასტრასთან" ჩაატარებს. ეს მატჩი 29 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მეორე სპარინგ-მატჩს ფეროელები 2 ივლისს ჩაატარებენ და მათი მეტოქე პლოვდივის "ლოკომოტივი" იქნება. აღსანიშნავია, რომ "ზესტაფონი" ამ ბულგარულ კლუბს მეორედ გაეჯიბრება. მათი პირველი მატჩი 2011 წლის დასაწყისში გაიმართა - "მარბელიას თასზე" ქართველებმა 3:0 გაიმარჯვეს.

მესამე ამხანაგურ შეხვედრას "ზესტაფონი" 7 ივლისს, უტიტულოვანესი რუმინული კლუბის, ჩემპიონთა თასის მფლობელ ბუქარესტის "სტიაუას" წინააღმდეგ გამართავს, 10 ივლისს კი დასკვნით მატჩში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჩეხეთის მოქმედ ჩემპიონს, ლიბერეცის "სლოვანს" დაუპირისპირდება.

კარგად ნაცნობ ტიროლის მხარეში "ზესტაფონი" კიტცბიუელის ოლქის დაბა ფიბერბრუნში დაბინავდება.

შაბათს კი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" ორმხრივი მატჩი ჩაატარა, რომელსაც საკმაო რაოდენობის მაყურებელი დაესწრო.

"წითლებისა" და "მწვანეების" დაპირისპირება აბაიომი ოვონიკოკოსა და ოთარ კვერნაძის გოლებით "წითლებმა" 2:0 მოიგეს.

"წითლები": რ. კვასხვაძე, ღონღაძე, თედო გრიგალაშვილი, საჯაია, რაჟამაშვილი, დ. მუჯირი, გორგიაშვილი, გუგუჩია, კვერნაძე, ოვონიკოკო.

"მწვანეები": მამალაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, კობახიძე, გაგოშიძე, ელიავა, მენთეშაშვილი, ბაბუნაშვილი, აფციაური, სარდალიშვილი, დვალი.

ორმხრივი თამაში "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა ათკაციანი შემადგენლობებით ჩაატარეს. სხვადასხვა პრობლემის გამო ვერ ითამაშეს ლევან შარიქაძემ, ალექსი ბენაშვილმა და გურამ სამუშიამ, თუმცა ისინი სრული დატვირთვით ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებენ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "ზესტაფონს" ავსტრიულ შეკრებაზე "გაგრას" ცენტრალური მცველი ლაშა კალანდაძე მიჰყვება და მისი საკითხი მოგვიანებით გაირკვევა. გუნდის საწვრთნელი შტაბი ავსტრიაში რამდენიმე ლეგიონერსაც გასინჯავს.

"ზესტაფონი" შეკრებაზე 25-კაციანი შემადგენლობით მიდის:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;

მცველები: ზაალ ელიავა, ედიკ საჯაია, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, თედო გრიგალაშვილი, ლაშა კალანდაძე;

ნახევარმცველები: ალექსი ბენაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, ლუკა გუგუჩია, ლევან შარიქაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, მიხეილ სარდალიშვილი;

თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, იომი ოვონიკოკო, ოთარ კვერნაძე, დავით მუჯირი.

ავსტრიული მეტოქეები გაირკვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგაში "ზესტაფონის" პირველი მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონია

http://sportall.ambebi.ge//fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/34714-chempiontha-ligashi-qzestafonisq-pirveli-metoqe-azerbaijanis-chempionia.html

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა