ქართული ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალებამ არამხოლოდ ქართული საფეხბურთო საზოგადოება დაამწუხრა
რამაზ შენგელია საბურთალოს სასაფლაომ მიიბარა. ქართული ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალებამ არამხოლოდ ქართული საფეხბურთო საზოგადოება დაამწუხრა - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მას დღემდე სიყვარულით იხსენებენ.

"შენგელია არა მხოლოდ პოსტსაბჭოური, არამედ მთელი ევროპული ფეხბურთის დიდი დანაკლისია.

რამაზთან ერთად 1980 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოვიგე. საბჭოთა ნაკრებში კონსტანტინე ბესკოვის დროს გვითამაშია, ერთი სეზონი კი - თბილისის "დინამოში". ხშირად ვიხსენებდი ამ მშვენიერ, სიცოხლით სავსე ქართველს და ვიმედოვნებდი, რომ კიდევ ვნახავდი სადმე სუფრაზე, გულს გადავუშლიდი, წარსულს გავიხსენებდი.

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე - საქმე, სამსახური, საზრუნავი...

ცხოვრებაში სასიამოვნო, გულღია ადამიანი მოედანზე ლომს ემსგავსებოდა, რომელიც გულმოდგინედ ელოდა ნადავლს - გადაცემას, რომელსაც სწრაფად გადააქცევდა გოლად.

არაჩვეულებრივი საგოლე ალღო ჰქონდა და მაქსიმალურად შეეძლო ისეთი მომენტის გამოყენება, რომლიდანაც გატანა შეუძლებელი ჩანდა", - ამბობს ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი ვალერი გაზაევი.

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ვარსკვლავი იური გავრილოვი იხსენებს:

"ქართველი ფეხბურთელების კამპანიაში - რამაზთან, ყიფიანთან, ჩივაძესთან, მაჩაიძესთან არასოდეს მოიწყენდი.

შეკრებების დროს ხშირად ვიკრიბებოდით, ვხუმრობდით, ვერთობოდით. სასაუბრო თემა ყოველთვის გვქონდა და ერთმანეთის ნახვა გვიხაროდა. მოედანზე კი რამაზს უჩვეულო საგოლე ინტუიცია გამოარჩევდა".

შენგელიას დაკრძალვაზე სასულიერო პირმა საგულისხმო სიტყვები თქვა:

"ბევრს ჰგონია, რომ ნიჭი თავისთავად მოდის. ასე ნამდვილად არ არის. ადამიანის მთავარი დანიშნულებაა, სიცოცხლე ფუჭად არ გაატაროს. მე კი შემიძლია ვთქვა, რომ რამაზის ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია. როდესაც სხვები დროს კარგავდნენ, რამაზი ვარჯიშობდა და ყველაფერს შრომით მიაღწია".

შრომა და ნიჭი, ნიჭი და შრომა - რამაზ შენგელიას ცხოვრება მაგალითია დამწყები ფეხბურთელებისთვის, როგორ უნდა მიაღწიო მწვერვალებს და ემსახურო ქვეყანას.

ადამიანს სხვა დანიშნულება არც აქვს, თუ უნდა, რომ ბოლო გზაზე შენგელიასავით გააცილონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რამაზ შენგელია საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

დონეცკი რამაზ შენგელიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ დაამწუხრა

თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები: დავკარგეთ გულის ნაწილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა