მეცხრამეტე საუკუნის დანიური კლუბი უფერული ახალი ისტორიითა და ორი ქართველი ლეგიონერით
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს თასის მფლობელი გორის "დილა" დანიურ "ორჰუსს" დაუპირისპირდება (19 და 26 ივლისს).

"ორჰუსის" შემადგენლობაში ორ ქართულ გვარს ამოიკითხავთ. დაგვეთანხმებით, ეს ფაქტორი გორელთა და ორჰუსელთა დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს.

ახალგაზრდა დავით სხირტლაძე სეზონის მსვლელობისას ნელ-ნელა გაუშინაურდა "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობას, დავით დევდარიანს კი სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო მთლიანად გაუცდა.

"ორჰუსი" დანიური საზომითაც კი არ მიიჩნევა ამბიციურ კლუბად, თუმცა უტიტულო ნამდვილად არ ეთქმის. ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში ვერ ბრწყინავს.

ასე მაგალითად, 2010-11 წლების სეზონი "ორჰუსმა" ქვედა ლიგაში გაატარა. გასული სეზონი ქართველთა გუნდისთვის შედარებით წარმატებული გამოდგა - "ორჰუსმა" ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ "ნორდსიელანდს" მთელი 20 ქულით ჩამორჩა.

"ორჰუსს" ლეგიონერები მრავლად ჰყავს. "დილას" მეტოქის შემადგენლობაში ორ ცნობილ ფეხბურთელსაც შეხვდებით. ორივე დანიელია - ახლო წარსულში დანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარტინ იორგენსენი და სორენ ლარსენი, რომელიც გერმანულ "შალკეში" თამაშობდა.

შორეულ 1961 წელს "ორჰუსმა" ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალამდე მიაღწია, 1988-ში კი თასების მფლობელთა თასზე ამავე სტადიამდე მივიდა.

"დილას" მეტოქემ 2001 წელს ინტერტოტოს თასზე იასპარეზა და ამის შემდეგ ევროსარბიელზე აღარ გამოჩენილა.

ორჰუსი

ორჰუსი, დანია

დაარსდა: 1880 წელს

სტადიონი: NLGI პარკი (ტევადობა 20 032)

თავმჯდომარე: ტორბენ ბიერე-მადსენი

მთავარი მწვრთნელი: პეტერ სორენსენი

ფერები: ლურჯი და თეთრი

ტიტულები: დანიის 5-გზის ჩემპიონი, დანიის თასის 9-გზის მფლობელი

გუნდი

მეკარეები: სტეფან რასმუსენი, ემილ ოუსაგერი, ანდერს რასმუსენი;

მცველები: მარკ ჰოვარდი (ინგლისი), ატრე როარ ჰალანდი (ნორვეგია), ადამ ეკერსლი (ინგლისი), იენს იონსონი, არტურ სორინი (საფრანგეთი), ჯერი ლუცენა (ფილიპინები), ანდერს კურე;

ნახევარმცველები: სტეფან პეტერსენი, ჰიალტე ნორეგაარდი, სორენ ბერგი, მარტინ იორგენსენი, ოსამა აკჰარაზი, დავით სხირტლაძე (საქართველო), კასპერ პოულსენი, ემილ შეელი, დავით დევდარიანი (საქართველო);

თავდამსხმელები: პეტერ გრაულუნდი, სორენ ლარსენი, მორტენ მოლდსკრედი (ნორვეგია), არონ იოჰანსონი (ისლანდია), ედაფე ეგბედი (ნიგერია).

მეცხრამეტე საუკუნის კლუბი უფერული ახალი ისტორიით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს

გორის "დილამ" უკრაინელებთან მარცხი იწვნია

გორის "დილა" ავსტრიულ შეკრებაზე კაცნაკლული გუნდით თამაშს ეუფლება

უეფას გადაწყვეტილებამ გორის "დილას" გეგმები შეცვალა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის