ქართულ გუნდებს ყაზახურ კლუბთან არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებთ: ოთხი დაპირისპირებიდან ერთადერთხელ ვაჯობეთ!
რვაწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" ევროტურნირებზე იასპარეზებს - საქართველოს სამგზის ჩემპიონი გუნდის მეტოქე ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი "აქტობე" იქნება.

"ტორპედომ" ევროტურნირებზე უკანასკნელად 2005 წელს იასპარეზა, როცა უეფას თასზე ბელარუსულ "ბატესთან" ორივე მატჩი წააგო.

აღსანიშნავია, რომ საშინაო მატჩი "ტორპედომ" თბილისში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით წააგო. აი, განმეორებით შეხვედრაში კი ქუთაისელები უშანსოდ იყვნენ: ბელარუსში გუნდი, ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობით გაემგზავრა და დიდი ანგარიშით დამარცხებაც (0:5) არავის გაჰკვირვებია.

ქუთაისში კი ევროტურნირების მატჩი უკანასკნელად 2003 წელს ჩატარდა: "ტორპედომ" ვერც განმეორებით მატჩში შეძლო ფრანგული "ლანსის" წინააღმდეგობის დაძლევა (0:2, 0:3) და ასპარეზობას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

სხვათა შორის, "ტორპედოს" იმდროინდელი შემადგენლობიდან ერთი ფეხბურთელი დღესაც ქუთაისური გუნდის ღირსებას იცავს - დავით გამეზარდაშვილი.

აი, ამხელა პაუზის მერე "ტორპედო" ევროტურნირებს უბრუნდება და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყაზახეთის ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "აქტობეს" დაუპირისპირდება.

ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, ყაზახური ვარიანტი დიდად არ გვეპიტნავა: ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში "გახურებული" ჩემპიონატი ("გაზაფხული-შემოდგომის" პრინციპით ტარდება) მიმდინარეობს; ამას გარდა, ქართულ გუნდებს არცთუ სასიამოვნო მოგონებები უნდა აკავშირებდეთ ყაზახურ კლუბთან: აქამდე ჩატარებულ ოთხ დაპირისპირებაში მხოლოდ ერთადერთხელ ვაჯობეთ!

ეს უსიამოვნო სერია მხოლოდ და მხოლოდ შარშან შეწყდა, როცა რუსთავის "მეტალურგმა" ყაზახური "ირტიშის" ბარიერი დაძლია. მანამდე კი ყაზახებმა სამჯერ გვაჯობეს: "ასტანამ" - რუსთავის "ოლიმპს", "ტობოლმა" - "ზესტაფონს" და "აქტობემ" - რუსთავის "ოლიმპს".

დიახ, ორწლიანი პაუზის შემდეგ "აქტობეს" კვლავაც მოუწევს ქართულ გუნდთან დაპირისპირება. თანაც, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთნახსენები ყაზახური კლუბებიდან ყველაზე ძლიერი სწორედ "აქტობე" იყო - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვლადიმერ მუხანოვის გუნდმა "ოლიმპს" შინ 2:0 მოუგო, რუსთავურ ხვატში ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში კი ფრედ (1:1) ითამაშა.

ამ ორი წლის განმავლობაში "აქტობეში" განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა: მთავარ მწვრთნელად კვლავაც 58 წლის მუხანოვი მუშაობს, თავის დროზე მოსკოვის "ლოკომოტივსა" და ვორონეჟის "ფაკელში" რომ უთამაშია. "აქტობე" ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და აქედან სამჯერ სწორედ მუხანოვის ხელმძღვანელობით შეძლო.

რაც შეეხება შემადგენლობას, "აქტობეში", ისე, როგორც ორი წლის წინათ, კვლავაც გამოცდილი ფეხბურთელები ჭარბობენ: 32 წლის ანდრეი სიდელნიკოვი (მეკარე), 34 წლის სამატ სმაკოვი (მცველი, გუნდის კაპიტანი), 36 წლის პეტრ ბადლო (მცველი), 30 წლის არუნას კლიმავიჩუსი (მცველი), 32 წლის მურატ ტლეშევი და 28 წლის მარატ ხაირულინი (ნახევარმცველი).

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ყაზახეთში ჩემპიონატი "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით ტარდება და 14 ტურის შემდეგ 23 ქულით "აქტობე" V ადგილზეა (4 ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერს "ტობოლს").

მოკლედ, ყაზახეთში ეჭვი არავის ეპარება, რომ "აქტობე" ამ სეზონშიც მხოლოდ ჩემპიონობისათვის იბრძოლებს. ამის დასტურად სეზონის დაწყებამდე განხორციელებული ტრანსფერებია: გუნდს დაუბრუნდა წამყვანი ნახევარმცველი 25 წლის ემილ კენჟისარიევი; ოდესის "ჩერნომორეციდან" გადმოიყვანეს მოლდოვის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, 30 წლის სერგეი კოვალჩუკი (ხუთი სეზონი მოსკოვის "სპარტაკში" რომ უთამაშია); ხოლო 23 წლის თავდამსხმელი ანტონ ზემლიანუხინი ყირგიზეთის ნაკრების ფეხბურთელია.

თუმცა ამათზე ბევრად "ხმაურიანი" უზბეკეთის ნაკრების სამი ფეხბურთელის შეძენა იყო: 26 წლის ნახევარმცველს მარატ ბიკმაევს რუსეთში ("სპარტაკი", ნალჩიკი, "ალანია") არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ისე, როგორც 27 წლის თავდამსხმელს ალექსანდრ გეინრიხს (ბოლო დროს სამხრეთ კორეასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ასპარეზობდა).

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "აქტობეს" კიდევ ერთი ახალწვეული, 30 წლის თემურ კაპაძე - წარმოშობით ქართველ ნახევარმცველს უზბეკეთის ნაკრებში 95 მატჩი აქვს ჩატარებული, 7-ჯერ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი, ხუთჯერ დაასახელეს ამ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად, ბოლოს კი სამხრეთკორეულ "ინჩხონ იუნაიტელში" ასპარეზობდა.

ძველი ნაცნობი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს

ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტართან" თავი არ შეირცხვინა

გია გეგუჩაძე: ქუთაისის "ტორპედოს" მომზადებით კმაყოფილი ვარ

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" რუმინულ "სტიაუას" დაუზავდა

ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო

beka
სტატიაში აკტობე ხან ყაზახეთის გუნდად გყავთ მოხსენიებული ხანაც აზერბაიჯანულად.სანამ დაწერილს გამოაქვეყნებ ერთხელ ყურადღებით გადაიკითხე.
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ