ინგლისური პრემიერლიგის სატრანსფერო ფანჯარა უკვე ერთი თვეა, გახსნილია და ჯერჯერობით არცთუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება
გთავაზობთ ინგლისური პრემიერლიგის ტრანსფერების ცხრილს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე ერთი თვეა, გახსნილია, ჯერჯერობით არცთუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

როგორც ჩანს, მთავარი მოვლენები ჯერჯერობით წინ გველის. ცოტა უცნაურია, რომ საქმეში ჯერ არ ჩართულა "მანჩესტერ სიტი", ვის გამოჩენასაც ბაზარზე, როგორც წესი, ძალიან დიდი ხმაური მოსდევს ხოლმე.

მიუხედავად ყველაფრისა, კლუბებმა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება უკვე დადეს. პრემიერლიგას დიდი დანაკარგი აქვს - დიდიე დროგბა ჩინეთში წავიდა კარიერის გასაგრძელებლად; თუმცა აქვს საყურადღებო ნამატიც - "ჩელსიმ" ედენ აზარი გადაიბირა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" - შინჯი კაგავა.

დაბოლოს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ კლუბები ჯერჯერობით თავისუფალ აგენტებზე აკეთებენ აქცენტს. გარიგებათა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ კატეგორიის ფეხბურთელებთან არის დადებული.

მანჩესტერ სიტი

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: არავინ

მანჩესტერ იუნაიტედი

მოვიდნენ: პაუელი (ქრიუ) - 5 მლნ, კაგავა (დორტმუნდი) - 15 მლნ

წავიდნენ: კუშჩაკი (ბრაიტონი) - თავისუფალი აგენტი, დე ლაე (ლესტერი) - თავისუფალი აგენტი, ჯეიმსი (ლესტერი) - თავისუფალი აგენტი, ოუენი (?) - თავისუფალი აგენტი

არსენალი

მოვიდნენ: პოდოლსკი (კიოლნი, 13 მლნ), ჟირუ (მონპელიე) - თანხა უცნობია

წავიდნენ: ალმუნია (?) - თავისუფალი აგენტი

ტოტენჰემი

მოვიდნენ: გილფი სიგურდსონი (ჰოფენჰაიმი) - 10 მლნ

წავიდნენ: ნელსენი (ქუინზ პარკი) - თავისუფალი აგენტი, კრანჩარი (დინამო კ) - 7 მლნ

ნიუკასლი

მოვიდნენ: ამალფიტანო (რეიმსი) - თავისუფალი აგენტი

წავიდნენ: არავინ

ჩელსი

მოვიდნენ: აზარი (ლილი) - 40 მლნ, მარინი (ვერდერი) - 9,8 მლნ

წავიდნენ: დროგბა (შანხაი შენხუა) - თავისუფალი აგენტი

ევერტონი

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: ნსიალა (აკრინგტონი) - თავისუფალი აგენტი, ფორშოუ (ბრენტფორდი) - თავისუფალი აგენტი

ლივერპული

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: კუიტი (ფენერბაჰჩე) - 1 მლნ, ამუ (პრესტონი) - თავისუფალი აგენტი

ფულჰემი

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: მერფი (ბლექბერნი) - თავისუფალი აგენტი, ჯონსონი (ქუინზ პარკი) - თავისუფალი აგენტი

ვესტ ბრომვიჩი

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: მეტოკი (შეფილდ უენსდი) - თავისუფალი აგენტი

სუონსი

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: არავინ

ნორვიჩი

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: დრური (ლიდსი) - თავისუფალი აგენტი

სანდერლენდი

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: რივეროსი (კაისერისპორი) - 0,3 მლნ, კარსონი (ბერი) - თავისუფალი აგენტი

სტოკ სიტი

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: დევისი (ბრედფორდი) - თავისუფალი აგენტი

უიგანი

მოვიდნენ: არავინ

წავიდნენ: დიამე (ვესტ ჰემი) - თავისუფალი აგენტი, კერკლანდი (შეფილდ უენსდი) - თავისუფალი აგენტი

ასტონ ვილა

მოვიდნენ: ჰოლმენი (ალკმაარი) - თავისუფალი აგენტი

წავიდნენ: ემილ ჰესკი (ლესტერი)

ქუინზ პარკი

მოვიდნენ: გრინი (ვესტ ჰემი) - თავისუფალი აგენტი, ჯონსონი (ფულჰემი) - თავისუფალი აგენტი, ნელსენი (ტოტენჰემი) - თავისუფალი აგენტი, დიაკიტე (ნანსი) - 4 მლნ

წავიდნენ: არავინ

რედინგი

მოვიდნენ: მაკლირი (ნოტინგემ ფორესტი) - თავისუფალი აგენტი

წავიდნენ: არავინ

საუთჰემპტონი

მოვიდნენ: როდრიგესი (ბარნლი) - 8,65 მლნ

წავიდნენ: ჟაიდი - დაასრულა კარიერა, ჰოლმსი (პრესტონი) - თავისუფალი აგენტი, დინი (ბრენტფორდი) - თავისუფალი აგენტი, ბიალკოვსკი (ნოთს ქაუნთი) - თავისუფალი აგენტი, მარტინი (კრისტალ პალასი) - იჯარა

ვესტ ჰემი

მოვიდნენ: დიამე (უიგანი) - თავისუფალი აგენტი, ჰენდერსონი (პორტსმუთი) - 0,745 მლნ, იასკელაინენი (ბოლტონი) - თავისუფალი აგენტი

წავიდნენ: გრინი (ქუინზ პარკი) - თავისუფალი აგენტი, ბოფონი (ეშკისეჰისპორი) - თავისუფალი აგენტი

P.S თანხები ევროებშია მოცემული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა