ნული ქულა სებასტიან ფეტელისთვის - ეს ევროპის გრანპრიზე დაფიქსირებული ყველაზე უცნაური შედეგია
ნული ქულა სებასტიან ფეტელისთვის - ეს ევროპის გრანპრიზე დაფიქსირებული ყველაზე უცნაური შედეგია.

კვალიფიკაციაში ულაპარაკო გამარჯვება ტექნიკურ პრობლემებსა და რბოლიდან გავარდნაში გადაიზარდა, რაც თანამედროვე ფორმულა 1-ში დიდი იშვიათობაა. საინტერესოა, რა განწყობით გავა ფეტელი შემდეგ რბოლაზე. ის უკვე დიდი ხანია, არ ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როცა გარემოებები ადამიანზე მაღლა დგას. ერთი რამ ცხადია: ორი კვირის შემდეგ სილვერსტოუნში სებასტიანი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

გმირები

ვალენსიას ტრასაზე მე-11 ადგილიდან გამარჯვება მართლაც ფანტასტიკური შედეგია. თანაც, ფერნანდო ალონსომ მხოლოდ ერთი პოზიცია მოიგო ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე (მხედველობაში გვაქვს ფეტელის გავარდნა). დანარჩენ შემთხვევაში კი ესპანელი გასწრებებით მიიწევდა წინ. ამიტომაც ის გასული უქმეების მთავარი გმირია.

მეორე ადგილზეა "მისტერ სიმშვიდე". ეს მეტსახელი ფინელ კიმი რაიკონენს დიდი ხნის წინ შეარქვეს და რბოლაში ფინელმა ის გაამართლა. დღევანდელი რაიკონენი ლუის ჰემილტონის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს: ასეთივე სწრაფი და მოხერხებული პილოტი, რომელიც ბრიტანელისგან განსხვავებით, ემოციებს ტრასის მიღმა ტოვებს.

ისინი დიდი ხანი მოძრაობდნენ ერთად, მაგრამ კიმი შეტევაზე მხოლოდ მაშინ გადავიდა, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ლუისს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო.

გაგვახარეს ვეტერანებმა. მარკ უებერმა, როგორც ჩანს, უნდა სცადოს, რაც შეიძლება ცუდად გამოვიდეს კვალიფიკაციაში. ამის შემდეგ მას ძალიან წარმატებული რბოლები გამოსდის.

ხასიათის სიმტკიცეში უებერს არანაირი პრობლემა არ აქვს - ბოლიდთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უმოქმედია მის საბრძოლო განწყობაზე. ძალიან დაეხმარა მარკს მიხაელ შუმახერიც, რომელმაც კარგახანს ატარა ავსტრალიელი.

თავად შუმის, რა თქმა უნდა, უებერის დახმარებაზე არ უფიქრია. გერმანელმა ლეგენდამ ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა, ბევრი გასწრება შეასრულა და მართალია, გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ პოდიუმიც კარგი ჯილდო გახდა მიხაელის მოთმინებისთვის.

ანტიგმირები

ვალენსიაში იყო ძალიან ბევრი შეჯახება და საკამათო სიტუაცია. ამიტომაც ლოგიკურია ამ ინციდენტების გახსენება. ყველაზე სერიოზულ ავარიას ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა ადგილი, როცა პასტორ მალდონადომ რბოლიდან გააგდო ლუის ჰემილტონი...

ან ლუისი შეეჯახა პასტორს. სტიუარდებმა დამნაშავედ მალდონადო გამოაცხადეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამ არის აღსანიშნავი.

ჰემილტონმა იცოდა, რომ მისი ბოლიდის საბურავები წესრიგში არ იყო. ორი კვირის წინ იგივე სიტუაციაში მყოფ ალონსოს თავი არ მოუკლავს, მშვიდად გაატარა კონკურენტები და ქულების ნაკლები რაოდენობით დაკმაყოფილდა.

ჰემილტონმა კი თითქოს დაივიწყა, რომ ამ სეზონში შეიძლება ნებისმიერი წვრილმანი გადამწყვეტი იყოს. ლუისის მთავარი შეცდომა ის არის, რომ ავარიული სიტუაციის შექმნა დაუშვა.

ჰეიკი კოვალაინენისა და ჟან-ერიკ ვერნის შეჯახებაში ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, დამნაშავე იყო. ვერნმა ვერ შეაფასა სიტუაცია, რატომღაც მარჯვნივ მიმართა საჭე, რითაც რბოლა გაუფუჭა საკუთარ თავსა და ჰეიკის. უკვე ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ასეთი სუსტი გამოსვლების შემდეგ ვერნმა, შესაძლოა, დაკარგოს ადგილი გუნდში.

ორ ინციდენტში მიიღო მონაწილეობა კამუი კობაიაშიმ. ბრუნო სენასთან შეჯახებაში დამნაშავედ ბრაზილიელი გამოაცხადეს, რომელსაც, უბრალოდ, დაავიწყდა სარკეში ჩახედვა. მოგვიანებით კი კობაიაშიმ სასჯელი მიიღო იმის გამო, რომ ტრასიდან გადააგდო ფელიპე მასა.

ასეთი მანევრი რომელიმე დაბალ სერიაში, შესაძლოა, მომხიბვლელად გამოჩენილიყო, მაგრამ ფორმულა 1-ში ეს დაუშვებელია.

ამ ინციდენტის გამო იაპონელი სერიოზულად დაისაჯა: მომდევნო რბოლაში, რომელიც სილვერსტოუნში გაიმართება, კამუი სასტარტო ბილიკზე ხუთი საფეხურით დაიწევს უკან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა