ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის მომავალ ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის მომავალ ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად გვესმის, ის ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარია. გასაგებია, რომ ახლა რონალდოზე ბევრს საუბრობენ - ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. ამასთან, ესპანეთში თამაშობს. მის შეჩერებას ვეცდებით.

ნახევარფინალში ის გუნდები ითამაშებენ, რომლებმაც თავიანთი ძალა და კლასი გამოავლინეს. გერმანია კარგად თამაშობდა, მაგრამ იტალიის თამაშიც შთამბეჭდავი იყო, თუნდაც ისინი ნახევარფინალში მხოლოდ პენალტების სერიით გავიდნენ. იტალიის ნაკრებში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ მრავალნაცადი ხერხემალიც არის. ჩვენ კი ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, მეტოქის თამაშის განსაკუთრებულობებსაც ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ მთავარია, მოედანზე ჩვენი იდეებისა და ჩვენი სტილის გადატანას ვცდილობთ.

თუ თამაშს საკმარისად სწრაფ ტემპში არ დავიწყებთ, პრობლემები შეგვექმნება; მაგრამ ჩვენ გვყავს გამოცდილი მოთამაშეები, რომლებსაც ესმით, რა პრობლემების შექმნა შეუძლიათ პორტუგალიელებს.

არ ვფიქრობ, რომ პორტუგალიელთა თამაში იმ თამაშისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება, რომელსაც ეს გუნდი ტურნირზე აჩვენებდა. მათ მწვრთნელს კარგად აქვს გააზრებული, რა სურს გუნდისგან, ეს იგრძნობა. ამიტომ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველი, გარდა მწვავე შეტევებისა, რადგან პოშტიგა არ ითამაშებს", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების თავკაცმა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა