სტატისტიკოსებმა გამოითვალეს, რომ წლევანდელ უიმბლდონზე გამარჯვების კარგი შანსი აქვს სერენა უილიამსს

სტატისტიკოსებმა გამოითვალეს, რომ წლევანდელ უიმბლდონზე გამარჯვების კარგი შანსი აქვს სერენა უილიამსს. გასული წლების ტურნირებიდან გამომდინარე, ყოველთვის, როცა დები - ვენუსი და სერენა უიმბლდონზე წყვილთა თანრიგში თამაშობდნენ, რომელიმე მათგანი აუცილებლად იმარჯვებდა ერთეულთა თანრიგში. 2000, 2001, 2007 და 2008 წლებში ეს გააკეთა ვენუსმა, 2002, 2003, 2009 და 2010 წლებში - სერენამ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იმ სეზონებში, როცა დები წყვილებში გამოდიოდნენ, მათი რვა მარცხიდან ხუთი ერთმანეთში გამართულ შეხვედრებზე მოდის.

წლევანდელ უიმბლდონზე დებმა უილიამსებმა წყვილთა ტურნირშიც შეიტანეს განაცხადი. ბოლო მატჩი წყვილებში მათ 2010 წელს წააგეს.

კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური ფაქტი აღმოაჩინეს წლევანდელ უიმბლდონთან დაკავშირებით.

როგორც ირკვევა, პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა WTA-ს რეიტინგის TOP15-ში ერთადერთი ჩოგბურთელია, ვისაც არასოდეს უთამაშია "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალში და ეს იმის მიუხედავად, რომ აგნიეშკა მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახლავთ.

პოლონელი სამჯერ იყო ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში და ორჯერ ამავე ეტაპზე როლან გაროსზე ითამაშა, მაგრამ უფრო შორს წასვლა ვერ შეძლო.

მიმდინარე უიმბლდონზე რადვანსკამ პირველ რაუნდში სლოვაკი მაგდალენა რიბარიკოვა დაამარცხა და მეორე წრეში რუს ელენა ვესნინას შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა