ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უიმბლდონი 2012. რაფაელ ნადალმა 0:4-იდან მოიგო

უიმბლდონი 2012. რაფაელ ნადალმა 0:4-იდან მოიგო

როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს მიბაძეს რაფა ნადალმა და ენდი მიურეიმ და მათაც სამ სეტში მოიპოვეს მეორე წრის საგზური
26 ივნისს უიმბლდონზე პირველი წრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ წვიმისა და სიბნელის გამო რამდენიმე მატჩი დღეისთვის გადმოიდო.

თავიანთი მატჩების ჩატარება მოასწრეს ATP-ის ტოპ-ოთხეულის წევრებმა. როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს მიბაძეს რაფა ნადალმა და ენდი მიურეიმ და მათაც სამ სეტში მოიპოვეს მეორე წრის საგზური.

თუმცა ნადალისთვის უცნაურად დაიწყო ტომაშ ბელუჩისთან შეხვედრა. ბრაზილიელმა მოიგო პირველი ოთხი გეიმი და ორი ქულა აშორებდა იქამდე, რომ 5:0 წაეყვანა ანგარიში, მაგრამ ნადალმა მეხუთე გეიმში 15:30-იდან დაიწყო მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემობრუნება.

ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით მან გაათანაბრა ანგარიში. საბოლოოდ კი ინიციატივა პირველი პარტიის ტაი-ბრეიკზე მოიპოვა, როცა მე-13 გეიმში ერთი ქულაც არ დაუთმო მეტოქეს. მეორე და მესამე სეტებში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ესპანელმა ჯამში ექვსი ბრეიკი გააკეთა და მეორე წრეში ითამაშებს.

გაცილებით იოლად ჰქონდა საქმე მიურეის, რომელსაც ერთ დროს ATP-ის ელიტის წევრი ნიკოლაი დავიდენკო ხვდებოდა.

რუსი მაშინაც ვერ ბრწყინავდა ბალახზე, როცა კარიერის ზენიტში იყო, ახლა, მით უმეტეს, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მასპინძელს. პირველი ორი სეტი მიურეიმ 55 წუთში მოიგო, მესამეში დავიდენკომ გაიბრძოლა, თუმცა საბოლოოდ ისე დაასრულა მატჩი, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. მიურეიმ კი 13 ბრეიკ-პოინტიდან ექვსი გამოიყენა.

გუშინდელი დღის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასა და ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტს შორის. უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონის, ჰიუიტის კარიერა დასასრულს უახლოვდება. ის ამჟამად 202-ე ნომერია რეიტინგში და კარგა ხანია, ATP-ის ტურნირებზე წარმატებისთვის არ მიუღწევია. მაგრამ იმის გამო, რომ ლეიტონს 2003 წლის შემდეგ უიმბლდონზე პირველ წრეში არასოდეს წაუგია, ჩოგბურთის მოყვარული ამ მატჩში გარკვეულ ინტრიგას ხედავდა.

მაგრამ უფრო ენერგიულმა ცონგამ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან 61 "ვინერსი" გააკეთა. ავსტრალიელმა მხოლოდ 12, ფრანგმა 30 ეისი ჩააწოდა, ჰიუიტმა - ერთი. ჟომ თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა და თავად მეტოქის რვავე ბრეიკ-პოინტი მოიგერია - 6:3, 6:4, 6:4.

გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა მეათე ნომრად განთესილმა მერდი ფიშმა. ამერიკელს არ ეტყობოდა ესპანელი რუბენ რამირეს-იდალგოს წინააღმდეგ ორთვენახევრიანი უთამაშებლობა და მან ძალიან აქტიურად წარმართა მთელი მატჩი. ფიში ხშირად გადიოდა ბადესთან, 24 ეისი ჩააწოდა და თან 63 ვინერსი მიითვალა.

საინტერესო იყო ორი ამომავალი ვარსკვლავის - 21 წლის ბელგიელი დავიდ გოფენისა და 20 წლის ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩის მატჩი. გოფენმა ცოტა ხნის წინ როლან გაროსზე მოახდინა ფურორი, როცა მერვედფინალამდე მიაღწია და იქ ერთი სეტი მოუგო ფედერერს. ტომიჩი კი შარშანდელი უიმბლდონის მეოთხედფინალისტია.

თუმცა ავსტრალიელი წელს ვერ ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს და ეს ამ მატჩშიც დადასტურდა. მართალია, ტომიჩმა მოიგო პირველი სეტი, მაგრამ შემდეგ ბელგიელმა მოიპოვა ინიციატივა და ზედიზედ სამი სეტი აიღო.

სერიოზული პრობლემები შეუქმნა ჰოლანდიელმა რობინ ჰაასემ არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს. ორი სეტის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო. მომდევნო ორ პარტიაშიც ჰოლანდიელი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მოიკოჭლებდა - მან წააგო მესამე სეტის ტაი-ბრეიკი, მეოთხეში კი ბოლოსკენ მისცა დელ პოტროს ბრეიკის გაკეთების საშუალება.

ხუან მარტინმა ოთხი ბრეიკი გააკეთა, ჰაასემ - სამი. ჰოლანდიელმა ეისების რაოდენობით აჯობა არგენტინელს: 18-16. თამაში ორ საათსა და 49 წუთს გრძელდებოდა.

წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა პეტრა კვიტოვამ, თუმცა ნადალის მსგავსად, მასაც მოუწია მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. ჩეხი 0:3-ს და 1:4-ს აგებდა პირველ სეტში უზბეკ აკგულ ამანმურადოვასთან, მაგრამ შემდეგ ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო და 6:4, 2:0 დაწინაურდა.

თუმცა ჩეხმა მატჩის მშვიდად დასრულება მაინც ვერ მოახერხა. 5:3-ზე მან მატჩბოლი ვერ გამოიყენა. შემდეგ ამ უიმბლდონზე პირველად შეწყდა შეხვედრა წვიმის გამო და პაუზა საათნახევარი გაიწელა. თამაში იმით განახლდა, რომ ამანმურადოვამ მოიგო თავისი გეიმი, მაგრამ 5:4-ზე კვიტოვამ შეძლო მატჩზე ჩაწოდება.

თავისი უფროსი დისგან განსხვავებით, დამაჯერებელი თამაში აჩვენა პირველ წრეში სერენა უილიამსმა, რომელიც მსოფლიოს 62-ე ნომერს, ბარბორა ზახვალოვას ხვდებოდა.

ამერიკელს მცირე პრობლემა მეორე სეტის ბოლოს შეექმნა, როცა 5:3-ზე მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო და მეტოქეს ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა, თუმცა იქვე თავადაც აიღო ბრეიკი და 6:2, 6:4 მოიგო. სერენამ ზედიზედ მეცამეტედ მოიგო უიმბლდონის პირველი წრე.

ერთი შეხედვით იოლად მოიგო თავისი შეხვედრა ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ, მაგრამ მსოფლიოს მეორე ნომერს გარკვეული პრობლემები შეექმნა საკუთარი მოწოდების დროს ამერიკელ ირინა ფალკონის წინააღმდეგ.

აზარენკამ სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და მისდა ბედად, მეტოქე კიდევ უფრო ცუდად თამაშობდა თავის გეიმებზე, რისი წყალობითაც ბელარუსმა საათსა და 17 წუთში 6:1, 6:4 მოიგო.

უიმბლდონის ფაქტები და რეკორდები

- უიმბლდონიდან პირველი ფერადი ტელერეპორტაჟი 1967 წელს ტელეკომპანია BBC-მ განახორციელა.

- ამერიკელი მეი სატონი უიმბლდონის პირველი არაევროპელი ჩემპიონია - მან 1905 წელს მოიგო ქალების ერთეულთა თანრიგი.

- შარლოტ (ლოტი) დოდი ერთეულებში უიმბლდონის ყველა დროის ახალგაზრდა გამარჯვებულია - 1887 წელს მან 15 წლისა და 285 დღის ასაკში გაიმარჯვა. 1996 წელს შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი 15 წლის და 282 დღის იყო, როცა წყვილებში მოიპოვა მთავარი პრიზი.

- დოდი აგრეთვე ვერცხლისმედალოსანი იყო მშვილდოსნობაში 1908 წლის ოლიმპიადაზე; თამაშობდა ბრიტანეთის ბალახის ჰოკეის გუნდში და 1904 წელს გოლფში მოყვარულებს შორის ბრიტანეთის ჩემპიონი გახდა.

- 1973 წლის მამაკაცთა ტურნირზე 79-მა მოთამაშემ გაფიცვის გამო არ ითამაშა. მათ შორის იყო 16 განთესილიდან 13 ჩოგბურთელი. მიზეზი იუგოსლავიელი ნიკი პილიჩის დისკვალიფიკაცია გახლდათ. იმ ტურნირის გამარჯვებული გახდა ჩეხი იან კოდეში, რომელმაც ფინალში სლავა მეტრეველი დაამარცხა.

- ბრიტანელი ბრეიმ ჰილიარდი პირველი მამაკაცი იყო, ვინც კორტზე მოკლე შარვლით გავიდა. ეს 1930 წელს მოხდა.

- ბოლო გათხოვილი ჩოგბურთელი, რომელმაც უიმბლდონი მოიგო, ამერიკელი კრის ევერტ ლოიდი იყო (1981).

- უიმბლდონის პირველი შავკანიანი გამარჯვებული იყო ალთეა გიბსონი - მან ქალების ტურნირი 1957 წელს მოიგო.

- უიმბლდონის საჩოგბურთო კომპლექსი 20 კორტისგან შედგება.

- ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა განთესილი ჩოგბურთელი იყო ჯენიფერ კაპრიატი - 14 წლის და 89 დღის (1990 წლის ივნისი).

I წრე

კაცები

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:7, 3:6, 7:6, 6:2, 6:4; გიიომ რუფენი (საფ)-სტივ დარცისი (ბელ) 6:4, 3:6, 5:7, 6:4, 6:4; ნიკოლა მაუ (საფ)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:3, 5:7, 6:7(3), 7:5, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-დასტინ ბრაუნი (გერ) 7:6, 6:4, 1:1 შეწყდა; კენი დე შეპერი (საფ)-მატიას ბახინგერი (გერ) 6:4, 6:2, 6:3; უეინ ოდესნიკი (აშშ)-ბიორნ ფაუ (გერ) 3:6, 6:3, 7:6, 3:6 შეწყდა; ენდი როდიკი (აშშ, 30)-ჯეიმი ბეიკერი (ბრიტ) 7:6, 4:2 შეწყდა; კეი ნიშიკორი (იაპ, 19)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 7:5, 6:3, 6:4; ფლორან სერა (საფ)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 3:6, 7:6(3), 6:4, 4:6, 6:4; გი სოედა (იაპ)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:3, 6:2, 6:1; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:4, 3:6, 7:6(3), 7:5; მარინ ჩილიჩი (ხორ, 16)-სედრიკ-მარსელ შტებე (გერ) 6:4, 3:6, 6:3, 6:2; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ტაცუმა იტო (იაპ) 7:6, 6:3, 5:3 შეწყდა; სემ კუერი (აშშ)-ვაჩეკ პოსპიშილი (კან) 7:5, 6:7(5), 6:3, 6:4; მილოშ რაონიჩი (კან, 21)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:4, 6:4, 5:4 შეწყდა; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 32) 7:5, 7:6(3), 6:7(4), 6:3; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:2, 6:4, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ)-დუდი სელა (ისრ) 6:4, 6:4, 1:1 შეწყდა; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:1, 6:1, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 6:3, 6:4, 6:4; გილერმო გარსია ლოპესი (ესპ)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 6:7(2), 6:3, 7:6(4), 5:7, 10:8; ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ)-ადრიან უნგური (რუმ) 7:6(4), 6:1, 6:3; იურგენ მელცერი (ავსტრია)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 25) 3:6, 7:6, 2:6, 6:4 შეწყდა; დავიდ გოფენი (ბელ)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 20) 3:6, 6:3, 6:4, 6:4; იესე ლევინი (აშშ)-კაროლ ბეკი (სლოვაკ) 6:4, 6:7(6), 6:3, 6:2; ჯეიმს უორდი (ბრიტ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 4:6, 6:0, 3:6, 6:3, 6:3; მერდი ფიში (აშშ, 10)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 7:6(3), 7:5, 7:6(1); იარკო ნიემინენი (ფინ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 14) 7:6(4), 3:6, 7:6(5), 6:4; ბრაიან ბეიკერი (აშშ)-რუი მაშადო (პორ) 7:6(2), 6:4, 6:0; ბენუა პერი (საფ)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:1, 6:3, 6:7(1), 6:3; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22)-ალექს ბოგომოლოვი (რუს) 6:3, 6:4, 7:5; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 27)-ტომი ჰაასი (გერ) 3:6, 7:6(8), 6:7(5), 7:6(1), 6:2; მალეკ ჟაზირი (ტუნ)-იურგენ ცოპი (ესტ) 4:6, 4:6, 6:3, 6:4, 9:7; ლუკაშ როსოლი (ჩეხ)-ივან დოდიგი (ხორ) 6:4, 3:6, 7:6(0), 7:5; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 7:6(0), 6:2, 6:3.

ქალები

ვერა ზვონარევა (რუს, 12)-მონა ბარტელი (გერ) 2:6, 7:6, 6:4; კრისტინა მაკჰეილი (აშშ, 28)-იოანა კონტა (ბრიტ) 6:7, 6:2, 10:8; სერენა უილიამსი (აშშ, 6)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:2, 6:4; მელინდა ჩინკი (უნგ)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:0, 6:2; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-ვერა დუშევინა (რუს) 6:2, 7:5; ჟიე ჟენგი (ჩინ, 25)-სტეფანი დუბუა (კან) 4:6, 6:4, 6:3; კიკი ბერტენსი (ჰოლ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 19) 6:3, 6:0; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 7:6(5), 7:6(5); ენ კეოტავონგი (ბრიტ)-ლაურა პოუს-ტიო (ესპ) 6:3, 6:3; სარა ერანი (იტა, 10)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:1, 5:3 შეწყდა; კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:2, 6:2; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 24)-ლაურა რობსონი (ბრიტ) 2:6, 6:4, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 31)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:1, 6:2; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-პატრისია მეირ-ახლაიტნერი (ავსტრია) 6:2, 6:3; ელენა ბალტაჩა (ბრიტ)-კარინ კნაპი (იტა) 4:6, 6:4, 6:0; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:4, 6:4; კაროლინ ვოზნიაკცი (დან, 7)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 2:2 შეწყდა; ალიზ კორნე (საფ)-ნინა ბრატჩიკოვა (რუს) 6:0, 5:5 შეწყდა; გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-გრეტა არნი (უნგ) 6:4, 6:2; იანინა ვიკმაიერი (ბელ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 32) 6:2, 6:3; რობერტ ვინჩი (იტა, 21)-ეშლი ბარტი (ავსტრა) 6:2, 6:4; მარინა ერაკოვიჩი (ზელ)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:4, 6:4; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-ალექსანდრა პანოვა (რუს) 4:6, 6:3, 6:4; მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 6:2, 6:4; ანასტასია იაკიმოვა (ბლრ)-მენდი მინელა (ლუქ) 3:3 შეწყდა; იულია გორგესი (გერ, 22)-შაარ პეერი (ისრ) 6:2, 2:1 შეწყდა; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 26)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 3:6, 6:1, 6:2; იანა ჩეპელოვა (სლოვაკ)-კრისტიკა მლადენოვიჩი (საფ) 6:3, 3:6, 6:1; რომინა ოპრანდი (შვეიც)-ირინა კამელია ბეგუ (რუმ) 7:6(3), 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:1, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა