იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალს იხსენებს, რომელშიც ”სკუადრა აძურამ" გერმანია დაამარცხა
იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეა პირლო გერმანიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2012-ის ნახევარფინალის მატჩის წინ, რომელიც 28 ივნისს ვარშავაში გაიმართება, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალს იხსენებს.

მაშინ დორტმუნდში "სკუადრა აძურამ" ტურნირის მასპინძლები დაამარცხა.

"განსხვავება ისაა, რომ მაშინ გერმანელები საკუთარ კედლებში თამაშობდნენ და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. სხვა მხრივ კი იგივე მდგომარეობაა.

კარგი გუნდი გვყავს და თითოეულ ხაზში უფრო ძლიერები ვართ. გერმანია იმავე სტილში თამაშობს, როგორშიც 6 წლის წინ, მაგრამ ეს ნახევარფინალი განსხვავებული იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელებს ჩვენი ეშინიათ, როდესაც ბოლო შეხვედრების სტატისტიკას უყურებენ და არ სურთ იმის გამეორება, რაც 2006 წელს მოხდა.

გერმანიის ნაკრების მონაწილეობით ყველა მატჩი ვნახეთ. ეს შესანიშნავი გუნდია. ბოლო წლებში მათ ექვს ნახევარფინალში ითამაშეს.

გერმანელები შევისწავლეთ და ვიცით, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. ვეცდებით, მათ საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავს, როგორც ეს ინგლისელებთან მატჩში გავაკეთეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სრულიად სხვა დაპირისპირება იქნება, რადგან გერმანელები უფრო გახსნილ ფეხბურთს ითამაშებენ", - განაცხადა პირლომ.

ასევე იხილეთ:

ევრო 2012. 1/4-ფინალის შეჯამება: პირლოა თუ და ვინჩი? ანდრეა ხატავს!

გერმანია VS იტალია - ტიტანების ჯახი

bacho
ამ ჩემპინატზე მოუწებთ ისევ აქვთინება:D:Dგახსოვდეთ 2006....გროსო და დელპო:D:D:D:D
zaza
eshiniat xo game ar dzinavt:d gaikuzebit xval chemi bichebisgan
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე