ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინელებს რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ მატჩის ემოციები გაუზიარა
სლოვენიურ შეკრებაზე, რუსთავის "მეტალურგთან" საკონტროლო შეხვედრის შემდეგ, ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც თანამემამულეების წინააღმდეგ თამაშსა და შეკრების მიმდინარეობაზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის "მეტალურგი" უკრაინულ გუნდთან 0:1 დამარცხდა.

- რუსთაველებთან არცთუ იოლი თამაში გამოგვივიდა - ჩვენ ხომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც კარგად დაბალანსებული, მებრძოლი გუნდია.

ამ მატჩში გამარჯვების გამო ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა არაოფიციალური იყო.

თამაშს უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. ვცდილობდით, სამწვრთნელო შტაბისთვის იმედი არ გაგვეცრუებინა და ამოცანა შეგვესრულებინა. ვფიქრობ, ეს შევძელით.

- მოედანზე არაერთ ნაცნობსაც შეხვდი...

- დიახ, "მეტალურგის" ერთ-ერთ ფეხბურთელთან ერთად ნაკრებში ვთამაშობ, მეორესთან - რამდენიმე წლის წინ ერთ გუნდში ვთამაშობდი. თანაც, კარგად ვიცნობ ამ გუნდის მთავარ მწვრთნელსა და მეკარეთა მწვრთნელს.

- პირველი მათი შეძახილი, როდესაც "ზარიას" გუნდი დაინახეს, იყო: "ვაა, ჯაბა ლიპარტია… "

- დიახ (ეღიმება). სასიამოვნოა თანამემამულეებთან შეხვედრა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. თუმცა ცხოვრებაში თუ ვმეგობრობთ, მოედანზე მეტოქეები ვართ.

- შეკრება როგორ მიმდინარეობს?

- ვასრულებთ ყველა ამოცანას, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი გვიყენებს. ვმუშაობთ, რომ სამზადისში არაფერი გამოგვრჩეს.

- შინ დაბრუნება გინდათ?

- არ დაგიმალავთ და, გვინდა. თუმცა, ისიც ვიცი, რომ საჭიროა ჩემპიონატის წინ კარგად მოვემზადოთ და მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ. ოფიციალურ მატჩებში სწორედ ეს მოგვცემს დადებით შედეგს.

შეკრება ხომ იმისთვისაა საჭირო, რომ ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდე.

იხილეთ ვრცლად:

რუსთავის "მეტალურგში" 22 წლის ტანმაღალი ხორვატი მეკარე გამოჩნდა

რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე ალბანეთის "ტეუტა" გახდა

ჯაბა ლიპარტია ლუგანსკის "ზარიაში" 2017 წლამდე რჩება

ჯაბა ლიპარტია: საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ხელი არ ჩამიქნევია

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა