ამის გამო ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 50 ათასი დოლარით დააჯარიმა ამარე სტაუდმაიერი

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 50 ათასი დოლარით დააჯარიმა "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი. ეს მკაცრი სასჯელი კალათბურთელმა "ტვიტერის" სოციალურ ქსელში გულშემატკივრის შეურაცხყოფისთვის მიიღო.

სამი დღის წინ ამარეს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარზე, რომელშიც სტაუდმაიერს მომავალი სეზონისთვის თამაშის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად ფორვარდმა თავის ფანს ასე მიმართა: "fag", რაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა სალანძღავ სიტყვად მიიჩნევა.

გარკვეული დროის შემდეგ სტაუდმაიერმა წაშალა თავისი კომენტარი, მაგრამ "ნიუ იორკ დეილი ნიუსის" ჟურნალისტმა ბრაიან ფერელიმ კალათბურთელისა და გულშემატკივრის საუბრის "სკრინშოტი" გამოაქვეყნა, რის შემდეგაც საქმის გარჩევა დაიწყო.

ამარემ ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო და განაცხადა, რომ პატივს სცემს მსოფლიოში ყველა ადამიანის სამოქალაქო უფლებას. სტაუდმაიერის თქმით, უნდა დაფიქრებულიყო, სანამ რამეს იტყოდა, ამიტომაც მისი საქციელის პატიება არ შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა