გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის დადებითად აფასებს
ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი მატჩია დარჩენილი და უკვე გვაქვს საშუალება, რომ გადავავლოთ თვალი განვლილ ბატალიებს და გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ.

გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს ევრო 2012-ს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც კონტინენტის მიმდინარე პირველობაზე ახალი და საინტერესო არაფერი უნახავთ.

ვეცდებით, იმ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომლებიც სახეზეა და თანაც, არა მარტო მოედნებზე, მის გარშემოც...

დადებითი

გუნდების საერთო დონე

ევროპის მომდევნო ჩემპიონატი უკვე 24-გუნდიანი იქნება და როგორც უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი აცხადებს, პირველ რიგში, ეს ნაკრებთა საერთო დონის გათანაბრებით გახლავთ განპირობებული.

მუსიე მიშელი სადღაც მართალიც არის, ევრო 2012-ის ოთხი ჯგუფიდან სამი, ფაქტობრივად, სიკვდილის იყო...

მართალია, ნახევარფინალში ევროპული ფეხბურთის გრანდები მოხვდნენ, მაგრამ ნამდვილად არ დარჩენილა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ოთხი გუნდი ორი თავით აღემატება სხვებს.

მაგალითად, ხორვატიის ნაკრებს რომ ესპანეთისთვის ბოლო წუთებზე გოლი გაეტანა, იტალიის ეროვნული გუნდი დღეს სახლში იქნებოდა და ოთხეულშიც მის ნაცვლად სხვა გუნდი ამოჰყოფდა თავს; თუნდაც ხორვატია, რომელიც ისე ეთამაშა ევროფორუმის ფინალისტს, რომ მასაც შეეძლო გადამწყვეტ მატჩამდე მიღწევა.

რიგ ეპიზოდებში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებდა რუსეთის ნაკრები და რომ არა არასტაბილურობა, დიკ ადვოკაატის გუნდსაც შეეძლო წარმატების მიღწევა - ვგონებთ, ერთი კონკრეტული მატჩის მოგება სლავებს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ. იგივე შეიძლება ითქვას ჯგუფში ჩარჩენილ შვედებზე და თუნდაც დანიელებზე.

თავი მხოლოდ ორმა გუნდმა შეირცხვინა: ერთი ჰოლანდია გახლავთ, ხოლო მეორე ირლანდია.

"ნარინჯისფერებს" რომ გაცილებით უკეთ შეუძლიათ თამაში, ეს ყველამ კარგად ვიცით; აი, კელტებმა კი ნამდვილად გაგვიცრუეს იმედი - ამ გუნდმა ვერც ითამაშა და ვერც პოტენციალი დაგვანახვა.

თუმცა ირლანდია გამონაკლისი იყო და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთლიანობაში გუნდების საერთო დონე თანაბარი და რაც მთავარია, ერთობ მაღალი გახლდათ.

გოლები

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა ინგლისსა და იტალიას შორის გაიმართა და სწორედ ეს იყო პირველი დაპირისპირება, რომელიც ნულოვანი ფრეთი დასრულდა.

მართალია, არც ესპანელებსა და პორტუგალიელებს გაუტანიათ გოლი პირველ ნახევარფინალურ პაექრობაში, მაგრამ მთელ ჩემპიონატზე ორადორი ნულოვანი ფრე მაინც ძალიან ცოტაა.

უკრაინა-პოლონეთის მოედნებზე გოლები ბლომად გადის და თანაც, ერთობ ეფექტური... მარტო ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედევრი რად ღირს, როდესაც ვარდნაში დაურტყა ფრანგებს და ულამაზესი გოლი გაიტანა.

შეგვიძლია მარიო ბალოტელის გოლი გავიხსენოთ, რომელიც ეფექტური დარტყმით ირლანდიას გაუტანა.

მოკლედ, გოლები გადის და ამ მხრივ, გულშემატკივრებს საწუწუნო არაფერი აქვთ.

ბურთი

ბოლო პერიოდში დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ბურთებთან დაკავშირებით არაერთი ექსპერიმენტი განხორციელდა, რომელთა უმეტესობამაც აშკარად არ გაამართლა.

რა დაგვავიწყებს "ჯაბულანს" თუ "ჯამბულანს", რომელიც ისე იცვლიდა მიმართულებას ჰაერში, ვერც მეკარე იგებდა მის ტრაექტორიას და ვერც მინდვრის მოთამაშეები. მუდმივად იყო პროტესტი ფეხბურთელთა მხრიდან, განსაკუთრებით კი, მეკარეები აქტიურობდნენ.

პორტუგალიაში 2004 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ შეღებეს ბურთი და ვერცხლის ფერი მისცეს - შედეგად, ბურთი კარგად არ ჩანდა, რამაც, პირველ რიგში, ისევ მეკარეების ინტერესებს დაარტყა. ვერცხლისფერი ბურთი ტელეეკრანიდანაც რთული გასარჩევი იყო, რამაც გულშემატკივართა დიდი ნაწილის საფუძვლიანი აღშფოთება გამოიწვია.

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ახალი ტანგოთი თამაშობენ, რომელიც თეთრია, კარგად ჩანს და ჰაერშიც ბუნებრივი ტრაექტორიით დაფრინავს. დავიტოვოთ იმედი, რომ საფეხბურთო ფორუმებზე ყოველთვის თეთრი ბურთით ითამაშებენ, რომელსაც "ჯაბულანი" თუ "ჯამბულანი" არ ერქმევა.

მსაჯობა

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მსაჯობის დონე საკმაოდ მაღალია და ამ მოსაზრებას უკრაინელების გარდა, ყველა ეთანხმება.

სლავთა პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, მათი ნაკრები არბიტრთა შეცდომის, პრაქტიკულად, ერთადერთი მსხვერპლი გახლავთ - მაგრამ სწორედ მაგიტომ, რომ საწუწუნოდ მხოლოდ უკრაინელებს აქვთ საქმე, მსაჯობის საერთო დონეს მაღალი შეფასება უნდა მივცეთ.

როგორც უეფა-ს მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კოლინამ განაცხადა, ჯგუფურ ეტაპზე 302 თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და აქედან მხოლოდ 13 იყო შეცდომით; ანუ ლაინსმენები 95.7%-იანი სიზუსტით მუშაობენ, რაც მართლაც რომ შესანიშნავი შედეგია.

თანაც, ამ ჩემპიონატზე მსაჯებს არ დაუშვიათ ისეთი ფატალური შეცდომები, როგორსაც წინა ფორუმებზე უშვებდნენ - ამ მხრივ, ყველაზე გამორჩეული მაინც 2002 წლის მუნდიალი გახლდათ, როდესაც შავოსნებმა თავზე ხელი აიღეს და უკადრებელი იკადრეს.

სატელევიზიო ჩვენება

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ნამდვილი გარღვევაა სატელევიზიო ჩვენების კუთხით და ამაში განსაკუთრებით ისინი დაგვეთანხმებიან, რომლებიც პირდაპირ ტრანსლაციებს HD-ხარისხში ადევნებენ თვალს.

ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი კამერა მუშაობს თითოეულ თამაშზე, მაგრამ ფაქტია, რომ სატელევიზიო პროდუქტს სრულიად ახალი სახით ვიღებთ, რომელიც საყოველთაო მოწონებას იმსახურებს.

როგორც უეფა-ს პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ განაცხადა, ეს არის ახალი სტანდარტი, რომელიც სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც დაინერგება.

უარყოფითი

მოედნის საფარი

უკრაინელებმა და პოლონელებმა რაღაც ვერ გათვალეს, რადგან ფაქტია, რომ ერთი შეხედვით შესანიშნავ, ულტრათანამედროვე სტადიონებზე მოედნის საფარი უკეთესის სურვილს ტოვებს.

ერთი შეხედვით, ამის შემჩნევა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ უხარისხო მინდვრების გამო უკვე არაერთმა ფეხბურთელმა დაიწუწუნა.

მეტიც, ესპანელები სულაც აღშფოთებულნი იყვნენ, ასეთ მინდვრებზე თამაში წარმოუდგენელიაო. ფაქტია, რომ რამდენიმე სტადიონის გაზონმა დატვირთვებს ვერ გაუძლო და მალევე შეილახა - ამ მხრივ, პოლონელებისა და უკრაინელების მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალ შეფასებას ვერ მივცემთ.

ტრიბუნები და გულშემატკივრები

კონტინენტის პირველობის უკრაინა-პოლონეთში ჩატარებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და მათი უმთავრესი არგუმენტი ის გახლდათ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრების დონე ასეთი მასშტაბის ტურნირის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ვერ გეტყვით, ამის ბრალია თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩატარებული მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ტრიბუნები პირთამდე არ გავსებულა. თქვენ წარმოიდგინეთ, ანალოგიური სურათი გახლდათ ესპანეთი-პორტუგალიის ნახევარფინალურ პაექრობაზე, როდესაც 50 000-იან "დონბას არენაზე" 48 000 გულშემატკივარი შეიკრიბა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის ბილეთის შეძენა თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრეც შეგეძლოთ და არა გადამყიდველთან, არამედ სტადიონის სალაროებში.

გასაგებია, რომ უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს განვითარების დონით ბევრად ჩამოუვარდება, მაგრამ მაინც გასაკვირია, რომ 50-მილიონიან ქვეყანაში 50 000 გულშემატკივარი არ მოიძებნა, რომელიც "დონბას" არენას გაავსებდა - თუმცა, რომელ 50 000-ზეა ლაპარაკი, ნახევარი სტადიონი ხომ ესპანელმა და პორტუგალიელმა ქომაგებმა დაიკავეს.

სხვათა შორის, ამ მხრივ, არც პოლონეთში ყოფილა იდეალურად საქმე. არადა, გულშემატკივართა დასწრების თვალსაზრისით, დასავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანაში ასეთი პრობლემები არ შექმნილა.

მოსაწყენი ტიკი-ტაკა

თქმა არ სჭირდება, რომ "ბარსელონამ" და ზოგადად, ესპანელებმა ცნობილი სტილით - ტიკა-ტაკას თამაშით - ფეხბურთი განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტიკი-ტაკამ სპორტის უპირველესი სახეობა კიდევ უკეთესი თვალით დაგვანახვა და როგორც ბევრი აცხადებს, საერთოდ სრულყო.

ამიტომ ვისაც ფეხბურთი უყვარს და დღევანდელ "ბარსელონას" ან ესპანეთის ნაკრებს ადევნებს თვალს, თავი შეუძლია ბედნიერ ადამიანად ჩათვალოს, რადგან გულშემატკივართა თაობები ისე წავიდნენ, რომ მსგავსი არაფერი უნახავთ.

მოკლედ, ტიკი-ტაკა საფეხბურთო ზეიმთან, ფიესტასთან ასოცირდება... თუმცა იქნებ უკვე ასოცირდებოდა კიდეც, რადგან როგორც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გვიჩვენებს, ტიკი-ტაკა შეიძლება იყოს მოსაწყენი და თან როგორი მოსაწყენი...

ულამაზესი, საოცარი ფეხბურთიდან მოსაწყენ სანახაობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა და დავიტოვოთ იმედი, რომ ესპანელთა გადადგმული ეს მეტად უსიამოვნო ნაბიჯი მხოლოდ ფრაგმენტი იქნება და სექტემბრიდან ძველებურ ტიკი-ტაკას ვიხილავთ - ისეთს, რომელმაც "ფურია როხა" და მთლიანად ესპანური ფეხბურთი მსოფლიოს შეაყვარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

BOO
24 გუნდიანი იქნება მაგარი კვერცხობა, წელს რომელი 8 გუნდი ეკლდა ჩემპიონატს ერთი. ვინც იყვნენ ზოგიერთი ზედმეტიც იყო.
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა