რუსული პრესა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ალეკსანდრ ბოროდიუკი დაინიშნება
რუსული პრესა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ალეკსანდრ ბოროდიუკი დაინიშნება - სპეციალისტი, რომელიც რუსეთის ეროვნულ გუნდში ჯერ გუუს ჰიდინკის, მერე კი დიკ ადვოკაატის თანაშემწე გახლდათ. ეს ცნობა რუსულ პრესაში გუშინ გავრცელდა, წყარო კი ინკოგნიტოდ დარჩენილი, რუსეთის საფეხბურთო კავშირთან დაახლოებული პირია.

ხსენებული ინფორმატორის თქმით, ბოროდიუკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საკითხი თვით ვლადიმირ პუტინის დონეზე გადაწყდა და არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის საფეხბურთო კავშირს.

რაც შეეხება რუსული ფეხბურთის მთავარი მესაჭის ვაკანტურ პოსტს: ჩვენი რუსი კოლეგების ცნობით, საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყველაზე აქტიურად ნიკოლაი ტოლსტიხის კანდიდატურა განიხილება. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ახლა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დირექტორია, მანამდე კი რუსეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ბოსი გახლდათ.

მიმომხილველთა მტკიცებით, რუსებს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უცხოელი სპეციალისტის დანიშვნა აღარ სურთ, რადგან ასეთს სიტუაციის გასაცნობად ძალიან ცოტა დრო ექნება.

რუსეთში ყველას, მათ შორის, ხელისუფლებასაც მიაჩნია, რომ ბოროდიუკი იდეალური ვარიანტია, რადგან გამოცდილმა და წარმატებულმა რუსმა მწვრთნელებმა (მაგალითად, იური სიომინი ან ვალერი გაზაევი) თავიანთი შესაძლებლობები უკვე ამოწურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა