"სკუადრა აძურამ" გერმანიის ნაკრები მარიო ბალოტელის დუბლით დაამარცხა
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს იტალიისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მარიო ბალოტელის დუბლის წყალობით, გამარჯვება ჩეზარე პრანდელის შეგირდებს დარჩათ და 1 ივლისს კიევში, ევრო 2012-ის ფინალურ შეხვედრაში, ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

ვარშავაში გამართული შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა დებიუტშივე გოლის გატანის კარგი შანსი გერმანელ ფეხბურთელებს ჰქონდათ. კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ბურთი კარისკენ მატს ჰუმელსმა გაგზავნა. ჯანლუიჯი ბუფონი უძლური იყო რაიმე ეღონა, კარის გადარჩენა კი ძელთან მდგარმა ანდრეა პირლომ შეძლო.

შეხვედრის მე-20 წუთზე მარცხენა ფრთიდან იტალიელებმა კარგად შეუტიეს. ჯორჯო კიელინიმ ანტონიო კასანო მოძებნა, რომელიც მეტოქის მცველებს ოსტატურად დაუსხლტა და საჯარიმოში ჩააწოდა. იქ კი მარიო ბალოტელიმ იყოჩაღა და ახლო მანძილიდან თავით მანუელ ნოიერს აუღებელი დაურტყა - 1:0 "სკუადრა აძურას" სასარგებლოდ.

ბალოტელის დუბლის შესრულებისთვის 15 წუთი დასჭირდა. შეტევაში გართულ გერმანელებს რიკარდო მონტოლივო გამოეპარათ, რომელმაც თავისი ნახევრიდან ბრწყინვალე პასი გაუკეთა "სუპერმარიოს". ამ უკანასკნელმა კი "ცხრიანში" უძლიერესი დარტყმით გერმანელთა კარის დარაჯი უშანსოდ დატოვა - 2:0.

შესვენების შემდეგ იტალიის ნაკრებმა სათამაშო ინიციატივა აშკარად დათმო და გერმანიის ნაკრებიც თითქოს შეეცადა საკუთარი თამაშის პოვნას, თუმცა იოახიმ ლიოვის შეგირდები რამდენიმე სახიფათო მომენტის გარდა, ვერაფერს გამორჩნენ.

დროთა განმავლობაში გერმანელებმა სულ უფრო დიდი ძალებით წაიწიეს წინ, რამაც იტალიელებს სახიფათო კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მისცა.

იტალიელთაგან ბალოტელის წარმატების გამეორება კლაუდიო მარკიზიოს შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, ისევე, როგორც მატჩის გმირის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა ანტონიო დი ნატალემ, რომელიც ნოიერთან პირისპირ დარჩა.

გერმანელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მაინც შეძლეს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ფედერიკო ბალცარეტის საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, რისთვისაც მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა. მესუთ იოზილმა ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ, გადამწყვეტ მატჩში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული "სკუადრა აძურა" ევროპის 2008 წლისა და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატების ტრიუმფატორ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე ერთად იყვნენ და მათი ურთიერთშეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ბიანკონერა
არადა არავინ იტალიას არ მიიჩნევდა ღირსეულ გუნდად, არც კი ახსენებდნენ მაგრამ ყველა ვითომ ფეხბურთის მცოდნეს მოაკეტინეს:) ყოველ თამაშზე უკეთესად გამოიყურებიან და ასე მგონაი ესპანეთმა ნაადრევად არ უნდა იზეიმოს ჩემპიონობა... დაიწყება ახლა საუბრები გერმანიამ ვერ ითამაშა მისი ფეხბურთი თორე იტალია რას უზამდაო:) გერმანიამ კი "არ" იტამაშა, "ვერ " ითამაშა და ამისთის უდიდესი მადლობა აძძურის :* ღირსეული გუნდი გვყავს ტიფოზებო და ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის... გამარჯვება ჩვენზეა
მამუკა
ესპანეთი მოიგებს 1:0 ტორესის გოლით.
კახა
იტალია ჩემპიონიონია
კახა
იტალია უდაოდ ჩემპიონია!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა